მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61841.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„დაკარგე კაბა და ქოშები, ჩიტუნია - კროჭინობდა გუნებაში.
"You've lost the dress and the slippers, birdie", he rejoiced silently.
61842.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„ასეა, კუსა სხვა კაკალია, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ ისეთ ქმარს შეგრთავ, თავზე საყრელად გექნება, რაც არასდროს გღირსებია“.
"Popeye's a hard nut to crack: never mind, I'll find you a husband and you'll have plenty of what you would never have earned".
61843.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პატიოსნება და ოფლით აყროლებული პური.
Respectability and bread that stinks of sweat.
61844.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა მოგიკითხა, - თქვა კუსამ ხმამაღლა.
"Parnaoz sends you his regards", Popeye said out aloud.
61845.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ერთადერთი კაცი იყო, რომლისგანაც ინოს ფარნაოზის ამბის გაგება შეეძლო.
Popeye was the only man who could bring Ino news of Parnaoz.
61846.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მისი ყოველი გამოჩენა აფრთხობდა და ახარებდა კიდეც.
Every time he turned up she was both alarmed and glad.
61847.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან მისი ფარული რწმენით, კუსა ტყუილად არ მოდიოდა. რაღაცას აუწყებდა, მაგრამ ვერ გაერკვია, ავსა თუ კარგს.
Because she secretly believed that Popeye had good reasons for coming, and was up to something, but she couldn't work out whether it was good or bad.
61848.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უფრო ავის მოლოდინი ჰქონდა და, თუმცა, გაურკვევლობა უარესად უწეწავდა სულს.
She expected bad, rather than good, although not knowing tormented her even more.
61849.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაინც მადლიერი იყო კუსასი, ამდენ ხანს რომ იკავებდა თავს, ამდენ ხანს რომ ზოგავდა.
But she was grateful to Popeye for controlling himself and sparing her for so long.
61850.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან ადგილზე მოკვდებოდა, ფარნაოზის ცუდი ამბავი რომ გაეგო.
Because she would have died on the spot if he'd brought her bad news about Parnaoz.
61851.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა კი მოდიოდა და მიდიოდა, წელიწადის დროსავით, წელიწადის მეხუთე დროსავით, და სანამ მისი სტუმრობა გრძელდებოდა, ყველაფერი იყინებოდა ირგვლივ.
Popeye came round like the seasons, the fifth season of the year, for everything around froze during his visits.
61852.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არა, ყველაფერი ქრებოდა, მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსას გარდა, რომელსაც თავისუფალ ხელისგულზე ინოს გული ედო და დაუნდობლად, უშნოდ ძიძგნიდა, როგორც ყურძნის მტევანს.
In fact, everything vanished, except Popeye and the sack over his shoulder, and the free hand which held Ino's heart and ruthlessly, nastily picked at it, as if it were a bunch of grapes.
61853.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას ნათქვამმა ინოს თავზარი დასცა, არც გაჰკვირვებია, არც გახარებია, უბრალოდ გააოგნა.
What Popeye said struck, but did not surprise or gladden Ino: she was just stunned.
61854.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვერც კი მოასწრო კარგად ჩასწვდომოდა ნათქვამის აზრს.
It took her time to make sense of what he said.
61855.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვერც კუსა და ფარნაოზი დაუკავშირა უცებ ერთმანეთს.
She couldn't link Popeye to Parnaoz in her mind.
61856.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ყრუ, ტლანქი დარტყმა იგრძნო კეფაში და მისმა მომლოდინე არსებამ ტკივილი ნეტარებად აღიქვა.
She felt a muffled, rough blow to the back of her head; her expectant nature had a blissful sensation of pain.
61857.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ინოს ისევ გაუქვავდა სახე, ჭერს მიაშტერდა, თითქოს გახსენებას ცდილობდა, იცნობდა თუ არა ვინმე ფარნაოზს.
Again, Ino's face became stony, she stared at the ceiling, as if trying to recall if she knew anybody called Parnaoz.
61858.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ მალევე გამოერკვა, ტახტიდან წამოხტა და ისე მოულოდნელად გავიდა ოთახიდან, კუსას ღიმილი სახეზე შეეყინა.
But she soon saw clearly, leapt off the divan and rushed out of the room so suddenly that Popeye's smile froze on his face.
61859.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას არაფერი აღარ ესაქმებოდა ამ ოთახში.
Popeye had no other business in this room.
61860.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რაც გაიგო, ჯერჯერობით ესეც კმაროდა, მაგრამ მაინც გაბრაზდა, ინომ ასე უბოდიშოდ რომ მიატოვა.
What he'd learnt was enough for the time being, but he was still annoyed that Ino had left him without even saying sorry.