მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61861.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„რა უფლების ძალითო?“ - ღვარძლიანად გაიფიქრა კუსამ.
"What right does she think she has?" he thought bitterly.
61862.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ახლა აყალმაყალისთვის არ ეცალა, უცაბედად წამოწყებულ საქმეს მიხედვა სჭირდებოდა.
But this was no time to make a fuss: a business he had impulsively set up now needed seeing to.
61863.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
საქმეში ეს გაბრაზებაც გამოადგებოდა, უკეთესად აწონ-დაწონიდა ყველაფერს.
Getting annoyed was helpful: he could weigh it all up better.
61864.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
საფიქრალი კი ბევრი ჰქონდა, ბევრი რამე იყო გასარკვევი, ძაფის უბრალო ნაკუწამდე, ფსკერამდე.
And he had a lot to think about, a lot to sort out, to follow every thread and get to the bottom of things.
61865.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მან ჯერ ერთი რამე იცოდა მხოლოდ: ინო და ფარნაოზი ერთმანეთს იცნობდნენ.
Just one thing was certain to begin with: Ino and Parnaoz knew each other.
61866.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ინო იყო სწორედ ის გოგო, ფარნაოზმა რომ გამოაქანდაკა, მერე კუსას უჩუმრად გაყიდა, ფული კი მთლიანად ჩაიჯიბა.
Ino was the girl that Parnaoz had sculpted and then sold the statue without telling Popeye, pocketing all the money.
61867.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თუმცა სამართლიანობა თუ არსებობდა, თუ ყველაფერი ბიძამისის არშინით არ იზომებოდა, მაშინ კუსასაც ეკუთვნოდა წილი იმ ფულიდან.
Although if there was any justice in the world, if his uncle didn't make up all the rules, some of that money belonged to Popeye.
61868.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ჯერ ამის დრო არ იყო, არც კუსა დაწვრილმანდებოდა ასე.
But this was no time to go into such petty details.
61869.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სხვანაირად დაამტკიცებდა თავის სიმართლეს.
He would find another way to prove he was right.
61870.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ახლა ის იყო დასადგენი: უყვარდა თუ სძულდა ინოს ფარნაოზი.
What now had to be determined was whether Ino loved or hated Parnaoz.
61871.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ამის დადგენასაც დრო უნდოდა, სიფრთხილე, ჭკუა, ეშმაკობა, რადგან ქალთან ჰქონდა საქმე, ხოლო ქალის სიყვარულიცა და სიძულვილიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
It needed time, caution, intelligence, cunning to establish this, for he was dealing with a woman: woman's love and woman's hatred are very similar.
61872.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
საყვარელი და საძულველი სახელის ხსენებას ერთნაირად შეეძლო წამოეგდო ქალი ისევე, როგორც ინო წამოაგდო წეღან.
Mentioning the name of someone loved or someone hated could equally well make a woman leap up, as it had just made Ino leap up.
61873.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ერთს კი გრძნობდა, მტკივნეულად გრძნობდა, მუწუკივით, ხორცში ჩამკვდარ ხიწვივით.
He felt one thing, as painful as a boil or a splinter deep in his flesh.
61874.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უყვარდა თუ სძულდა ინოს ფარნაოზი, მაინც მასზე მაღლა იდგა კაცი, რომლის დამცირებაცა და დამხობაც გაუნელებელ ოცნებად გადაქცეოდა.
Whether Ino loved or hated Parnaoz, this man, whom Popeye now relentlessly dreamed of humiliating and overthrowing, stood far above him.
61875.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ინოსთვისაც არაფერი არ იყო, მუშტარიც კი.
Even to Ino, Popeye was nothing but a client.
61876.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხოლო ფარნაოზის ხსენებამ გიჟივით წამოაგდო, ყველაფერი დაავიწყა, მოვალეობაც, თითქოს კუსას მკვდარი გომბეშო დაენახვებინა მისთვის.
Mentioning Parnaoz made her leap up like a madwoman, forget everything, including her duties, as if Popeye had shown her a dead toad.
61877.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანიო“, - მოჟღრიალებდა კუსა ქუჩაში და ერთი სული ჰქონდა, როდის იხილავდა ფარნაოზს.
"That's agreed, then; that's agreed, then; that's agreed, then", said Popeye as he went clanking and jingling down the street, impatient to see Parnaoz.
61878.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
საინტერესოა, ახლა რაღას იტყოდა ბიძამისი, ახლაც ხომ ვერ მოუკიბავდა: საიდან უნდა იცნობდე ამ გოგოს, როცა ჩემი მოგონილიაო.
He wondered what his uncle would say: he couldn't wriggle out of it now by saying "How could you recognize that girl when I invented her".
61879.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ნეტავ ასე ეთქვა, კუსასაც ეს უნდოდა, მაშინვე მიუმღერებდა: ტყუი, ტყუი, ბიძუნიაო.
Let him try, that's what Popeye wanted so that he could chant at him, "Liar, liar, uncle liar!"
61880.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მერე კი... მერე კი საქმე აჩვენებდა, როგორ მოქცეულიყო და რა ეთქვა.
After that he would know how to act and what to say.