მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, უკვე დიდი წვლილი რომ მიუძღოდა ინოსა და ფარნაოზის ცხოვრებაში, იმის შეკოწიწებას რომ აპირებდა, რაც თვითონვე დაემსხვრია.
Popeye didn't and couldn't know that he was already playing a major part in Ino's and Parnaoz's lives by patching up what he himself had destroyed.
61882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას ჩხავილმა გამოდენა ინო და ფარნაოზი დარიაჩანგის ბაღიდან.
Popeye's howl had driven Ino and Parnaoz out of Dariachangi's garden.
61883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჭეშმარიტად იმ დღეს გაითიშნენ, როცა შუბუმ კუსას დაბადება აუწყათ.
They had been separated for good when Shubu informed them of Popeye's birth.
61884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რაც მერე მოხდა, საბრალო და სასაცილო გაბრძოლება იყო მხოლოდ.
What followed was just a pitiful and ridiculous struggle.
61885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეს არც ინომ და ფარნაოზმა იცოდნენ.
Neither Ino nor Parnaoz were aware of this.
61886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არავინ იცოდა, ბედისწერის გარდა, კუსა ბედისწერასავით გარდაუვალი იყო.
Nobody was, except fate, for Popeye was as ineluctable as fate.
61887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზი კი სასჯელს იხდიდა: ქვებს კოდავდა.
Parnaoz was serving his punishment: he was cutting stone.
61888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
დაჰკრავდა თუ არა ჩაქუჩს ქვის ხორკლიან ზედაპირს, აყაყანებული ქალაქი სადღაც ქრებოდა.
He had only to hit the rough surface of the stone with his hammer for the roar of the city to disappear.
61889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რჩებოდა მხოლოდ ქვა, ნაცრისფერი, უკაცური კუნძული და თვითონ, თვითონაც ქვის ფერი მიეღო.
All that remained was stone, a dreary uninhabited island, and he himself took on its colour.
61890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ქვის მტვერი ედგა თავზე და ჩაქუჩის ხმით იგერიებდა ფიქრებს, ქვის პატარა კუნძულიდან ჩამოთრევას რომ უპირებდნენ, ცხოვრების ზღვაში ჩაყურყუმალავებას.
He was covered in stone dust from head to toe, using the hammer to chase away thoughts that threatened to drag him off the little stone island and plunge him into the sea of life.
61891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ცხოვრებას არც ამ პატარა კუნძულის დათმობა უნდოდა, ოთხივე მხრიდან შემოსდგომოდა და უტყლაშუნებდა ტალახისფერ ტალღებს.
Life was unwilling to concede him even this little island, it besieged it on all four sides and splashed it with its muddy waves.
61892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გამანებე თავი.
Leave me alone.
61893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხომ ხედავ, მარტო ვარ, - ამბობდა თავისთვის ფარნაოზი.
Can't you see I'm on my own? - Parnaoz would say to himself.
61894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- თუ ჩხუბი გინდა, ერთი კაცი მომეცი, მხოლოდ ერთი კაცი და მერე ვილაპარაკოთ.
"If you want a quarrel, just give me one man, just one, and then we'll talk".
61895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზს ცხოვრების კი არ ეშინოდა, არამედ დამარცხების რცხვენოდა.
Parnaoz wasn't afraid of life: he was ashamed because he had been defeated.
61896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მას უკვე ეწვნია დამარცხების გემო და ერთხელ თუ შეძლო, დარწმუნებული არ იყო, მეორეჯერაც რომ შეძლებდა მტკიცედ, აუღელვებლად ჩაევლო ახარხარებული ხალხის წინ.
He had tasted defeat once, and he had managed once, but wasn't sure he would a second time, to walk firmly and calmly past a crowd of mockers.
61897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
დამარცხებაზე ფიქრს წონასწორობიდან გამოჰყავდა.
Thinking about defeat unbalanced him.
61898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ისეთი გაშმაგებით დაუშენდა ხოლმე ჩაქუჩს ქვის ხორკლიან ზედაპირს, თითქოს ამ ერთადერთი თავშესაფრის დაქუცმაცებას ცდილობსო.
He set to hammering the rough surface of the stone with crazed determination, as if he were trying to break into small pieces his one and only refuge.
61899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ქვა მაგარი იყო, ხოლო კაცის სიმარტოვე უფრო აქვავებდა, აპირქუშებდა.
But the stone was strong, and human solitude made him stonier and gloomier.
61900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა უკვე იცოდა, რაც მომხდარიყო.
Parnaoz knew what had happened.