მოიძებნა 668048 ჩანაწერი
61941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეშინოდა იმიტომ, რომ დაშორდა, შორიდან დაინახა ისინი.
He was frightened because he had moved back and seen them from a distance.
61942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სანამ ხელში ეჭირა, ვერ ამჩნევდა, მათი გაუმაძღარი პირები ყოველთვის სხვისკენ იყვნენ მიმართული.
When he was holding one he didn't notice that their insatiable tips always pointed at somebody else.
61943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ, როგორც კი დაშორდნენ ერთმანეთს, მაშინვე გაიგო, თუ რანი იყვნენ ისინი, რისთვის იყვნენ მოგონილნი და გაჭედილნი.
But when there was a distance between him and a javelin, he realised what they were, why they had been devised and forged.
61944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შეეშინდა და დადუმდა.
Fear forced him to be silent.
61945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხოლო მისი დუმილი სხვებსაც შიშს უნერგავდა; ფარნაოზსაც, უპირველეს ყოვლისა ფარნაოზს, რადგან მან ამ შუბების ხმარებაც არ იცოდა.
But his silence instilled fear in others, above all in Parnaoz, because he didn't know how to use those javelins.
61946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხელში რომ აეღო, შეიძლება თავი დაეშავებინა, თვალი გამოეთხარა, ანდა ყანყრატოთი დაგებოდა ზედ.
If he'd ever handled one, he might have damaged himself, gouged out an eye, or sliced his throat open.
61947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უხეირო რომ ფეხზე ყოფილიყო, მაშინ სხვა იქნებოდა, მაშინ ფარნაოზიც მეომარი იქნებოდა.
If Ukheiro were on his feet, things would be different, Parnaoz would be a warrior.
61948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შუბებსაც თავიდანვე შეეჩვეოდა, სხვა თუ არაფერი, ყოველდღე მაინც ჩამოართმევდა შინ მობრუნებულ მამას.
He would have been familiar with javelins from childhood and, at least, he would have relieved his father of them when he came home.
61949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- შენი ბრალია, მე თუ იარაღის ხმარება არ ვიცი! - ამბობდა ფარნაოზი, ახლა უკვე მშვიდად, თუმცა ჯერ ისევ ბრაზობდა.
"It's your fault if I don't know how to handle a weapon", Parnaoz said, more calmly, although he was still angry.
61950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზი მართალი იყო და ამიტომაც ბრაზობდა.
Because Parnaoz was in the right, he was angry.
61951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხანდახან იმასაც ფიქრობდა, მამამისი განგებ რომ მოიქცა ასე, რათა მას, ფარნაოზს, უხეიროს სისხლსა და ხორცს, არ ჰქონდა მამის შეცდომის გამოსწორების საშუალება.
Sometimes he thought his father deliberately behaved like this to stop him, his flesh and blood, from being able to correct his father's mistake.
61952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- განა ასე ჯობია? განა შენ კი გინდოდა, შენი შვილები...
"Can it be better this way? Did you really want your children?.."
61953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თქვი, აღიარე, რომ შეცდი! - ევედრებოდა სახელგანთქმულ მამას ფარნაოზი.
"Say it, admit that you were wrong!" Parnaoz implored his famous father.
61954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მამა-შვილის გაუთავებელი კამათი ვერხვის ფოთოლივით ათრთოლებდა პოპინას.
The unending dispute between father and son made Popina quiver like an aspen leaf.
61955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სიტყვები კი ესმოდა, მაგრამ აზრი ვერ გამოჰქონდა სიტყვებიდან.
She could hear the words, but not infer their meaning.
61956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ყველაზე უფრო იმისი ეშინოდა, კუსა არ შემოსწრებოდათ.
What she most feared was Popeye interrupting.
61957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გუმანით გრძნობდა, მისი მამა და ძმა მისი შვილის საწინააღმდეგო საქმეზე მსჯელობდნენ, არა, კი არ მსჯელობდნენ, უთავბოლოდ ყვიროდნენ.
She instinctively knew that what her father and her brother were arguing, or rather shouting about all the time was aimed against her son.
61958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეს ყვირილი უჩენდა სწორედ პოპინას ამგვარ გრძნობას.
The shouting made Popina feel this.
61959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეს ყვირილი კუსას არ უნდა გაეგო, კუსას ყურამდე არ უნდა მიეღწია, თორემ...
Popeye must not hear this shouting, it must never reach his ear, otherwise…
61960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინამ ამდენი აღარ იცოდა და კარს უკან ატუზული ხელებს იმტვრევდა.
Popina didn't know what, and, lurking outside the door, she wrung her hands.