მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თან ქუჩისკენ ჰქონდა ყური.
Sometimes she listened to the street sounds.
61962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის უკვე შეგუებოდა თავის ბედსა და მოვალეობას, სურვილი და ოცნება დიდი ხნის წინათ გამოეგავა გულიდან.
She was long reconciled to her fate and obligations, she had erased wishes and dreams from her heart long ago.
61963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ახლა ერთი სანატრელიღა ჰქონდა: არაფერი მომხდარიყო, სულ ასე ყოფილიყვნენ, როგორც იყვნენ.
Now she had only one desire: that nothing should happen, that everyone should go on as they were.
61964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მას სამი მამაკაცის მოვლა-პატრონობა ევალებოდა.
She had to look after three men.
61965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და სამივე მამაკაცი მისთვის თანაბრად ახლობელი და ძვირფასი იყო.
And all three men were equally close and dear to her.
61966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იმდენად ძვირფასი იყო, ყოველ დილა-საღამოს ღმერთებს მადლობას სწირავდა, მაინცდამაინც ამ სამი მამაკაცის მოვლა-პატრონობა რომ დაევალებინათ მისთვის.
They were so dear that every morning and evening she gave thanks to the gods for entrusting her with the care of these three men.
61967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინას ფიქრი და საზრუნავი სახლის კედლებს არ სცილდებოდა.
Popina's thoughts and concerns were confined within the walls of the house.
61968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
წელებზე ფეხს იდგამდა, რათა ამ სახლში ყველას ერთმანეთი ჰყვარებოდა, ყველა მშვიდი და ლმობიერი ყოფილიყო დანარჩენების მიმართ.
She would spare no exertions to see that everyone in the house showed one another love, calm and compassion.
61969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მისი აზრით, მხოლოდ სიმშვიდე, ლმობიერება და ბედთან შეგუება დაიფარავდათ უფრო დიდი უბედურებისაგან, რომელიც უნდა მომხდარიყო, აუცილებლად უნდა მომხდარიყო.
In her opinion, only calm and compassion and acceptance of fate could shield them from worse misfortune which was bound to happen.
61970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და მოხდებოდა კიდეც, თუკი დროულად არ მოეგებოდნენ გონს, არ გაანებებდნენ თავს ამ გაუთავებელ ჩხუბსა და ყვირილს.
And it was already happening if they didn't come to their senses quickly and stop this endless quarrelling and shouting.
61971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინა ამას გუმანით გრძნობდა, ქალის უტყუარი გუმანით, და მაშინვე ასტეხდა ხოლმე განგაშს, როგორც კი მამა-შვილი ხმას აუწევდნენ.
Popina's unerring female intuition told her this, and she raised the alarm as soon as she heard father and son raising their voices.
61972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ვინ აქცევდა ყურადღებას მის შიშსა და წინათგრძნობას.
But nobody paid attention to her fears and premonitions.
61973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ანდა (ასე კი ხშირად ფიქრობდა ხოლმე) კაცები იმისთვის იყვნენ გაჩენილნი, უბედურებას რომ გადაჰყროდნენ, უბედურება რომ დაეტეხათ სხვებისთვისაც.
Or else (and she often thought so) men were born to cause misfortune to themselves, and to others.
61974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეს შიში პოპინას სიყმაწვილიდან დასჩემდა, იმ დღის მერე, როცა ფილამონემ სამღებროში მიიმწყვდია და გააუპატიურა.
Popina had suffered from this fear ever since she was a young girl, from the day Philamon locked her in the dyeing shed and raped her.
61975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინამ ვერც მაშინ გაიგო და ახლაც არ ესმოდა, რატომ მოექცა ფილამონე ასე.
Popina didn't understand then, or now, why Philamon had done it.
61976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ამ მართლაც უცნაურ საქციელს არავითარი ახსნა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ფილამონეც კაცი იყო და უბედურება მოჰქონდა.
She had no explanation for this truly outlandish behaviour, except that Philamon was a man and brought misfortune with him.
61977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინას ყველაფერზე მეტად უბედურებისა ეშინოდა და ამიტომაც გაუჩნდა ყველაფრისადმი მორჩილების გრძნობა.
Popina feared misfortune most of all, and so she showed herself submissive to everything.
61978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეს გრძნობა ასულდგმულებდა და აბედვინებდა კიდეც, ყოველ დილით ფეხი გადმოედგა საწოლიდან.
This attitude made life worth living and gave her the courage to get out of bed each morning.
61979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მან უკვე იცოდა, პატარა, უმნიშვნელო არსება იყო, ცხოვრების დანამატი, რომელსაც არ შეიძლებოდა საკუთარი ფიქრი და ოცნება ჰქონოდა.
She knew she was a little insignificant creature, an adjunct to life with no right to her own thoughts and dreams.
61980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან სხვათა ფიქრსა და ოცნებას უნდა შესწირვოდა.
Because she had to give them up for the sake of other people's thoughts and dreams.