მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- რა პირკატა გეცემათ ხოლმე?
Has the cat got your tongue?
62002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გამარჯობათ! - თქვა კუსამ და ტომარა ფეხებთან დაიდო.
Hello! said Popeye, putting his sack down by his feet.
62003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უხეირო საქარგავს მიუბრუნდა, კუსა ფარნაოზს შეატოვა.
Ukheiro went back to his embroidery, leaving Popeye to Parnaoz.
62004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- მააადლობთ! - გააგრძელა კუსამ.
"Tha-a-anks a lot", Popeye continued.
62005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ცოტა ხნის მერე კი დაუმატა, არც ისე ცუდად ვარ, როგორც თქვენ გინდათ და არც ისე კარგად, როგორც მე ვინატრებდიო.
Then, after a while, he added, "I'm not so bad as you'd like me to be, and not so good as I'd like to be".
62006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- შენი ცუდი აქ არავის გაუხარდება, - რატომღაც მკაცრად, უხეშად უპასუხა ფარნაოზმა და ოთახიდან გავიდა.
"Nobody here would like you to be bad", Parnaoz replied, for some reason harshly and roughly, before leaving the room.
62007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ უხეიროს შეხედა.
Popeye looked at Ukheiro.
62008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უხეირო ქარგავდა, სახე დამშვიდებოდა, რადგან უკვე შეეღწია თავის ქვეყანაში და ამ ქვეყნისა აღარაფერი ესმოდა.
Ukheiro was embroidering, his face calm, since he had got back to his own world where he could hear nothing.
62009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ მხრები აიჩეჩა და ტომარას დასწვდა.
Popeye shrugged and picked up his sack.
62010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ფარნაოზს ქუჩაში დაეწია, გვერდში ამოუდგა და თითქოს დიდი ხნის დაწყებულ საუბარს აგრძელებდა.
He caught up with Parnaoz in the street, stood by his side and seemed to be resuming a conversation begun a long time ago.
62011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უთხრა: ტყუილად მებუტები, იქ თუ დავდივარ, ისევ შენი გულისთვის.
He said: There's no reason for you to sulk at me for walking with you, it's for your own good.
62012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვინ იცის, რას არ ეუბნებიან პატუს, მაგრამ რა ვუყო, ილაპარაკონ.
Who knows what Patu's being told about me, I can't stop them talking.
62013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მე რაც მევალება, იმას ვაკეთებო.
I do what I have to do.
62014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა გაკვირვებულმა შეხედა.
Parnaoz looked at him with amazement.
62015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ მაინც არ გაჩერებულა, პირიქით, უფრო აუჩქარა ფეხს, თითქოს საფრთხე იგრძნო და ცდილობდა, დროულად გასცლოდა აქაურობას.
But he didn't stop: he quickened his pace, as if he sensed danger and was trying to leave the area.
62016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა მართლა იგრძნო რაღაც საფრთხის მაგვარი, არასასიამოვნო, შემაწუხებელი, და უნებურად დაიძაბა.
He really did feel something like danger, unpleasant, worrying: he couldn't help being tense.
62017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მღელვარება გულსაც გადაედო და ბუდიდან ამოხტომას ცდილობდა, თითქოს გველი დაენახა, მისკენ გამოცოცებული.
He was seized with anxiety, his heart was pounding madly, as if he’d seen a snake slithering towards him.
62018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ისევ წამოეწია და მხარზე ხელი დაადო.
Popeye caught up with him again and put a hand on his shoulder.
62019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზი გაჩერდა.
Parnaoz stopped.
62020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ გაუღიმა, პირი ყურთან, რაც შეეძლო, ახლოს მიუტანა, შეთქმულივით მიიხედ-მოიხედა და სხაპასხუპით ჩასჩურჩულა.
Popeye smiled from ear to ear, got as close as he could and looked round conspiratorially before gabbling in a whisper.