მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62021.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მე ყველაფერი ვიცი, ახლაც იქიდან მოვდივარო.
"I know everything, I've just come from there".
62022.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- საიდან? - ვეღარ მოითმინა ფარნაოზმა, თუმცა უკვე იცოდა, რასაც უპასუხებდა კუსა.
"From where?" Parnaoz asked impatiently, although he knew what Popeye would reply.
62023.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- ხე, ხე, საიდან! - გაიმეორა კუსამაც.
"Ha, ha, from there!" Popeye repeated.
62024.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- ახლა არ მცალია, სხვა დროს ვილაპარაკოთ, - უცებ აჩქარდა ფარნაოზი.
"I don't have time just now, we'll talk some other time", Parnaoz suddenly speeded up.
62025.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თითქოს მათი ერთად გამოჩენა აკრძალული იყო, სახიფათო, ყოვლად წარმოუდგენელი.
If their being together was something forbidden, dangerous and wholly unimaginable.
62026.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა წასვლა დააპირა, მაგრამ კუსამ ისევ მხარზე დაადო ხელი.
Parnaoz tried to get away, but Popeye again put a hand on his shoulder.
62027.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- რა ცალები გკიდიაო, - თითქმის უყვირა, მაგრამ მაშინვე დაუწია ხმას.
"What do you mean you don't have time?" he almost shouted, before immediately lowering his voice.
62028.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჩურჩულით გააგრძელა: - რა ცალები გკიდია, როდემდე უნდა იყო ასეო.
He was going on in a whisper, "What's the hurry, how long are you going to be like this?"
62029.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„ეგ რაღა შენი საქმეა“, - გაიფიქრა ფარნაოზმა, თქმით კი არაფერი უთქვამს.
"It's none of your business", thought Parnaoz, but said nothing aloud.
62030.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გაკვირვებული შესცქეროდა დისშვილს, როგორც ბავშვი ჯადოქარს, რომელსაც ციცრის კვერცხი პირში ჩაედო და ყურიდან გამოეღო.
He just looked in amazement at his nephew, as a child looks at a magician putting a guinea-fowl egg in his mouth and taking it out of his ear.
62031.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თუმცა შენ რა გენაღვლება, გოგომ იკითხოს! - თქვა კუსამ.
"Well, a girl should ask what's got you down", said Popeye.
62032.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა იგრძნო, როგორ წითლდებოდა, თითქოს კუსას რაღაც უხამსობა ეთქვა.
Parnaoz felt himself blushing, as if Popeye had said something obscene.
62033.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თითქოს მისი დამალული სენი აღმოეჩინა და ახლა საქვეყნოდ აპირებდა მოყოლას.
As if he had discovered a disease Parnaoz had been hiding and now intended to make public.
62034.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზს კი უფლებაც აღარ ჰქონდა გაეჩუმებინა, პირზე აეფარებინა ხელი.
Parnaoz had no right to silence him, to put a hand over his mouth.
62035.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თავის დროზე არ გაუფრთხილებია კუსა, ესა და ეს მჭირს, ოღონდ ნუ გამთქვამ, ხომ იცი ხალხის ამბავი, ათასნაირ კუდს გამოაბამენო.
He hadn't warned Popeye in time, "I've got such-and-such wrong with me, but keep it quiet, you know what people are like, they'll make a mountain out of a molehill".
62036.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზი არ ენდო კუსას, კუსამ კი მაინც გაიგო მისი საიდუმლო.
Parnaoz didn't trust Popeye, for Popeye had found out his secret.
62037.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და ახლა, ალბათ, აღარ დაზოგავდა, თუნდაც უნდობლობისათვის, თუნდაც იმიტომ, გარეთ რომ შეიტყო ის, რისი გაგებაც საკუთარ სახლშიც შეეძლო, სხვებზე ადრე.
And he was now going to show no mercy, if only because he had not been trusted, and he had learned from outsiders what he should have learned at home, before other people.
62038.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზს კუსასი რცხვენოდა, იმისიც რცხვენოდა, ასე რომ იდგა: დაბნეული, უმწეო, ენაგადაყლაპული.
Popeye made Parnaoz feel ashamed, ashamed because he was standing there confused, helpless, dumbstruck.
62039.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აქამდე ერთი წუთითაც არ უფიქრია, სხვასაც თუ ეხებოდა მისი და ინოს ამბავი.
He had never ever thought before that what had happened between him and Ino concerned anyone else.
62040.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მათი სიყვარულის გვამი ისე საგულდაგულოდ ეგონა დამარხული, ეჭვიც არ გასჩენია, როდისმე ვინმე თუ მიაკვლევდა.
The corpse of their love seemed to him to be buried so deep that he never suspected anyone could find it.