მოიძებნა 668048 ჩანაწერი
61981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ყველას შეეძლო გაეთელა იგი, ფიქრი თუ გაიტყუებდა, ოცნებას თუ აჰყვებოდა, რამეს თუ ინატრებდა, თუნდა სხვათა უჩუმრად, თავისთვის, გულის სიღრმეში.
Anyone could trample on her if she was tempted by her own thoughts or followed her own dream, or longed for anything, even if she kept it to herself in her heart of hearts, secret from others.
61982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გათელვა კი მტკივნეულიც იყო და ამაზრზენიც, მან ეს უკვე კარგად იცოდა.
Being trampled on hurt; it was horrible, as she already knew too well.
61983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ცდილობდა, არაფერზე არ ეფიქრა, არაფერზე არ ეოცნება, არაფერი არ ენატრა, გარდა ამ სამი მამაკაცის სიმშვიდისა, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისა.
She tried not to think about anything or dream of anything, or long for anything, except peace and quiet, health and happiness for these three men.
61984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პოპინას მამაკაცებში ჩაბუდებული ძალის ეშინოდა, რომელიც სხვათა მორჩილებას მოითხოვდა და არა სიყვარულს.
Popina feared men's innate strength, which demanded other's submission, not love.
61985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სიყვარული აბრაზებდათ, აღიზიანებდათ და თავგზას უბნევდათ.
Love angered and irritated them; it left them feeling confused.
61986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მართალია, სამივე მამაკაცი მისი ახლობელი, მისი სისხლი და ხორცი იყო, მაგრამ პოპინას მაინც ეშინოდა მათი.
All three men were close to her, her flesh and blood, but Popina still feared them.
61987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და ალბათ, არც გაუკვირდებოდა, რომელიმე მათგანი ისევე მოქცეოდა, როგორც ფილამონე მოექცა ერთხელ.
And she probably wouldn't have been surprised if any of them did what Philamon had once done.
61988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
საბედნიეროდ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა ჯერჯერობით, მაგრამ ეს სრულებითაც არ კმაროდა პოპინას რწმენის შესაცვლელად.
Fortunately, nothing of the sort had so far occurred, but that was not nearly enough to change Popina's beliefs.
61989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ტომრის ჟღრიალს რომ გაიგებდა, პოპინა მაშინვე უხეიროს ოთახში შევარდებოდა, კუსა მოდისო, მიაძახებდა ყვირილისაგან სახეალეწილ მამასა და ძმას.
When she heard the jingling sack, Popina rushed to Ukheiro’s room to inform her father and brother, who were red-faced from shouting, that Popeye was coming. t
61990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უკანვე გამორბოდა, რათა ახლა შვილს მიჰგებებოდა.
Then she ran back to greet her son.
61991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ყოველთვის გაღიმებული შემოდიოდა, მიიხედ-მოიხედავდა, თითქოს სხვაც უნდა დახვედროდა ვინმე.
Popeye always came in with a smile, then looked all round as if he was expecting to see someone else there.
61992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის სხვა მამა-შვილის საუბარი იყო.
This was a different sort of conversation between parent and son.
61993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მოულოდნელად შეწყვეტილი, დაფეთებული რომ დაეძებდა ოთახიდან გასასვლელს და უარესად ხმაურობდა.
Unexpectedly broken off, searching with panic for a way out of the room, and making even more noise.
61994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გაღიმებული კუსა დედას გამოხედავდა.
Smiling, Popeye looked round at his mother.
61995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კართან ატუზული და გულხელდაკრეფილი პოპინა თავს უაზროდ აიქნევდა ხოლმე, თითქოს თვალზე ჩამოშლილი თმის გადაგდებას ცდილობდა.
Lurking by the door, her arms folded, Popina shook her head pointlessly, as if trying to shake back a hair that had got into her eye.
61996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა კი იღიმებოდა, იღიმებოდა, იღიმებოდა და სიამოვნებისგან კაკანებდა, მისი მოულოდნელი სტუმრობით დაბნეული მამა-შვილი ერთმანეთს რომ შეჰყურებდა.
Popeye went on smiling and smiling, crowing with pleasure, for father and son, taken aback by his unexpected visit, were watching each other.
61997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„კარგია, ასე უნდაო“, - ზეიმობდა კუსა გუნებაში.
"Fine, that's how it should be", Popeye thought triumphantly.
61998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ყველას და მათ შორის მის პაპა-ბიძას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაენერგა გონებაში, რომ ის ფილამონეს ნაბიჭვარი კი არა, მეფის მოხელე იყო.
Everyone, his grandfather and his uncle too, should finally get it into their heads that he was the king's man not Philamon's bastard.
61999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უფრო მეტი მოეკითხებოდა, ვიდრე სხვებს ეგონათ.
He had more responsibility than others thought.
62000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ახლაც გაღიმებული შემოვიდა, გადატანილი მღელვარების ნასახიც არ შერჩენოდა.
This time, too, Popeye came in smiling, with no trace of the anxiety he had suffered.