მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62041.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას კი მიეკვლია, ცუდად იყო დამარხული და იმიტომ, ნაუცბათევად, ფაცაფუცით.
But Popeye had found it, because it was buried badly, in a hurry, in a panic.
62042.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზი იმ დამნაშავეს ჰგავდა, რომელსაც მსაჯულისა უფრო რცხვენოდა, ვიდრე ჩადენილი დანაშაულისა.
Parnaoz was like a criminal who is more ashamed of his judge than of his crime.
62043.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან დანაშაული დაუფიქრებლად, ბრმად ჩაედინა, გაშმაგებულს.
Because he committed the crime blindly, thoughtlessly, in a state of insanity.
62044.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და მხოლოდ ახლა, სამართლიანი და კეთილი მსაჯულის წყალობით გაეგო, რა შედეგი მოჰყოლოდა მის დაუფიქრებლობას, სიბრმავესა და გაშმაგებას.
But only now has a just and noble judge helped him understand the consequences of his thoughtlessness, blindness and insanity.
62045.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას ნალაპარაკევიდან ისე გამოდიოდა, თითქოს ფარნაოზს ინო მოეტყუებინა, ეღალატნა.
What Popeye had said implied that Parnaoz had deceived and betrayed Ino.
62046.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გაებრიყვებინა, „იქ“ დაეტოვებინა, საიდანაც აუცილებლად უნდა გამოეხსნა, საიდანაც მხოლოდ მას შეეძლო მისი გამოხსნა.
He had led her on and abandoned her "there", a place which he undoubtedly ought to have rescued her from, as her only possible rescuer.
62047.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ რატომღაც საამისოდ ფარნაოზი თითსაც არ ანძრევდა, როცა ინოს თვალი გზისკენ რჩებოდა, კიდევ სჯეროდა, კიდევ არ კარგავდა იმედს.
Yet, for some reason, Parnaoz hadn't even lifted a finger when Ino was watching out, still believing, not yet despairing.
62048.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და, თუმცა ფარნაოზის ნაცვლად, ერთადერთი მხსნელისა და პატრონის ნაცვლად, მისი დისშვილი გამოეცხადებოდა ხოლმე, ისიც ათასში ერთხელ.
But, instead of her only possible rescuer and protector, it was his nephew who occasionally turned up.
62049.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იმასაც დიდ ბედნიერებად თვლიდა, ღვთის წყალობად, და მზად იყო, კიდევ აეტანა ტანჯვა და დამცირება, თავზე საყრელად რომ ჰქონდა იქ, გულხარბი დედა-დების ხელში.
Even that seemed very fortunate, God's grace to her, and she was ready to go on enduring more of the misery inflicted on her there by her mean mother and sisters.
62050.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას ერთი თბილი სიტყვა მხნეობას უბრუნებდა საწყალ გოგოს და მართლა იჯერებდა, ფარნაოზი კიდევ რომ აპირებდა მის გამოსყიდვასა თუ მოტაცებას.
Just one warm word from Popeye would have restored the poor girl's courage, and she might really have believed that Parnaoz still intended to ransom or abduct her.
62051.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა კი იმიტომ ატყუებდა ასე უსინდისოდ, ბიძამისის მაგივრად რომ რცხვენოდა, პატიოსანი ბიძის მაგივრად.
But Popeye lied to her so shamelessly because he was embarrassed by his uncle, his principled uncle.
62052.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სხვებს არიგებდა იქით ჭკუას, სხვებივით არ ვარდებოდა წუმპეში, რადგან სხვებისგან განსხვავებით მარტო გაძღომაზე არ ფიქრობდა.
He lectured others not to fall as others do into the mud, because, unlike others, he did not think only of sating himself.
62053.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სხვებზე მეტი ესმოდა და სხვებზე მეტიც მოეთხოვებოდა.
He understood more than others and was therefore more responsible.
62054.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რასაკვირველია, გოგოს მოტყუებას დიდი ამბავი არ უნდოდა, მაგრამ კუსას ფარნაოზისგან უკვირდა, ფარნაოზისგან არ ელოდა.
Of course, deceiving a girl was no great deal, but Popeye was surprised, he did not expect this of Parnaoz.
62055.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და ამიტომაც, იძულებული ხდებოდა, ათასნაირად ეთვალთმაქცა, ათასნაირად დაეყვავებინა საწყალი გოგოსთვის, რათა მასაც არ შესცვლოდა აზრი ფარნაოზზე.
And so he was forced to deceive and flatter the poor girl every possible way to stop her changing her opinion of Parnaoz.
62056.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზს არ უნდა გაჰკვირვებოდა და არც უნდა სწყენოდა დისშვილის საყვედური, რადგან კუსას მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა ალაპარაკებდა ასე.
Parnaoz had no reason to be surprised or offended by his nephew's reproaches, because Popeye was only speaking out of a sense of justice.
62057.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ კუსა, რა თქმა უნდა, ბოლომდე მაინც ბიძის მხარს დაიჭერდა, თუკი ბიძა არ ითაკილებდა მის დახმარებას.
Of course, Popeye would support Parnaoz all the way, if he didn't disdain his help.
62058.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა სხვებს ეხმარებოდა, სხვებს უმართავდა ხელს და რა გასაკვირი იყო, ბიძასაც გამოსდგომოდა.
Popeye helped other people, gave them a hand, and it would be natural for him to stand up for his uncle.
62059.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ბიძას უფლებაც ჰქონდა ებრძანებინა მისთვის, სხვა თუ არაფერი, მისი წყალობით გაიზარდა კუსა, მისი ოფლიანი პურითა და გამონაცვალი პერანგით.
His uncle had the right to command him, for, apart from anything else, he helped bring Popeye up on his sweat-soaked bread and hand-me-down shirts.
62060.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მართალია, ბიძამისს ბევრი რამ არ მოსწონდა კუსასი, მაგრამ უმადურობას ვერ დასწამებდა.
True, there were a lot of things about Popeye that Parnaoz disliked, but Popeye couldn't be accused of ingratitude.