მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იმიტომ რომ, ასეთი ვარ, უნდილი და მშიშარა, სიყვარულისაც შემრცხვა, დაცინვისა შემეშინდა, ხალხი რას იტყვის-მეთქი.
That's what I'm like, spineless and cowardly, I'm ashamed of my love, I'm frightened of being laughed at, of what people will say.
62082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას კი არ შეეშინდებოდა, უკან არ დაიხევდა; აკი თვითონვე ამბობს, ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან ჩემზეო.
Popeye wouldn't be frightened, he wouldn't retreat; he says himself that he doesn't give a damn what people say about him.
62083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვიღაცასთან ხომ უნდა იყო მართალი? ვიღაცასთან უნდა იყო სწორედ მართალი.
You have to do the right thing by somebody, don't you? Yes, you do.
62084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან სხვებმაც დაინახონ შენი სიმართლე.
So that others will see that you're right.
62085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მე კი ერთს ბევრი ვამჯობინე, მხდალი ვარ და იმიტომ; პატიოსანი მხდალი, არავის რომ არ სჭირდება, რადგან უკვე იციან, რისი მაქნისიცაა.
I chose the mass of people in preference to one person, because I'm a coward, a coward of principle, whom nobody needs, because they already know how useless such a person is.
62086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ამიტომაც მისცეს ნება, გვერდზე გამდგარიყო, ამიტომაც დაავიწყდათ მისი არსებობა.
That's why they let him stand aside and why they've forgotten he exists.
62087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არაფერს აღარ ელოდებიან მისგან, რადგან თავიდანვე დარწმუნდნენ, გამოუსადეგარი, მაგრამ უწყინარი ცხოველი რომ იყო.
They don't expect anything of him, because they've always been convinced he's a useless, but harmless animal.
62088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აკი მართლაც პირველსავე შეყვირებაზე გააგდებინეს პური, საერთო ხარიხიდან რომ ჩამოიღო უკითხავად, რადგან ჯერ არ იცოდა იმ პურის მნიშვნელობა.
They were right to make him drop, as soon as he was shouted at, the bread that he'd taken without asking from the public store, because he didn't know the importance of that bread.
62089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არ იცოდა, ყველას რომ ეკუთვნოდა ის და მარტო მაინც ვერ მოერეოდა.
He didn't know that it belonged to everyone and he couldn't deal with it on his own.
62090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ამას რომ მიმხვდარიყო, ერთი შეყვირება აღმოჩნდა საკმარისი, ერთი დაცაცხანება.
One shout, one scolding was enough to make him understand that.
62091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ისიც მაშინვე გვერდზე გადგა, თავი მოიკვდარუნა და იმ ფინჩხაზეც უარი თქვა, ალბათ მასაც რომ შეახვედრებდნენ.
He stood aside at once, feigned death and even refused the crumbs that he probably could have got.
62092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არა, უარი კი არა თქვა, თავისი წილი ფინჩხა გვერდზე გაათრია და მიწაში დამარხა, როგორც წუწკმა მელამ მონარჩენი საჭმელი.
He didn't actually refuse them, he just dragged off his share and buried it in the ground, like a greedy fox with its leftovers.
62093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„ის თავი რა იქნა, ბიძაჩემო, აი მამაშენის ქვიდან რომ გამოჩორკნე?“ - ჩაესმა უცებ კუსას ხმა.
"Uncle, what happened to the head you carved from your father's stone?" Popeye's voice suddenly sounded out.
62094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზმა ისე გულწრფელად უპასუხა: ის თავიც სასაფლაოზე მარხიაო, - თითქოს ფიქრს აგრძელებდა.
Parnaoz replied candidly, "That head's been buried in the cemetery", as if he were continuing his thoughts.
62095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ კუსას ხმამ მაინც გამოარკვია.
But Popeye's voice brought him back to reality.
62096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და თუმცა მხედველობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებოდა, აღარ დაუცდია, ბრმასავით თავაღერილი გაუყვა ქუჩას.
And although his sight had not yet returned, he didn't dither, he marched down the street with his head stuck out, like a real blind man.
62097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„შენ ოღონდ მითხარი, ბიძაჩემო, ხე, ხე, ქალის მოტაცებას რა უნდა...“ - მისძახოდა კუსა და ისიც უნებურად ფეხს უჩქარებდა.
"Just give me the word, uncle, ha-ha, snatching a girl's no problem…" Popeye called out as Parnaoz quickened his pace.
62098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ერთი კვირის თავზე შავთვალება მალალოს სასტუმროს დაკოდილი მეჯინიბე მოადგა.
A week later the castrated stableman came to visit black-eyed Malalo's establishment.
62099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ამ ამბავმა სასტუმროში დიდი ჟრიამული გამოიწვია.
This event caused great excitement in the house.
62100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ხალვათად ჩაცმული გოგოები მთავარ ოთახში გამოეფინენ.
The girls, dressed in velvet, assembled in the main room.