მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ორმოცსაფეხურიანი სარდაფი, თავის კასრებიანად, იმანომ შეისყიდა.
Hey-Boy bought the forty-step cellar and all the barrels.
62322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
იმანოსვე მიჰყიდა კუსამ ორსართულიანი სახლიცა და გემბანისხელა საწოლიც, როცა პატუმ ამჯერადაც მკვდარი ბავშვი გაუჩინა.
Popeye also sold Hey-Boy the two-storey house and deck-sized bed when Patu gave birth to yet another stillborn baby.
62323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსამ პატუს გამოშუშებაც არ აცალა, ბოხჩა გამოუკრა და რახილოს მიჰგვარა.
Popeye gave Patu no time to recover: he parcelled up her belongings and handed them to Rachel.
62324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ჩამიბარებია, შენი ქალიშვილი ქმრისა კი არა, სიკვდილის ამხანაგი ყოფილაო.
"I'm handing her over: your daughter's been a partner to death, not to a husband".
62325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მერე გალავანს გარეთ ერთი პატარა ქოხი იყიდა და იქ გადასახლდა.
Then he bought himself a hovel by the palace walls and moved in there.
62326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ეს ამბები უფრო გვიან მოხდა, როცა ფარნაოზი უკვე წასული იყო კრეტაზე.
These events occurred later, after Parnaoz left for Crete.
62327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ბახას მოულოდნელმა სიკვდილმა ქალაქი გამოაცოცხლა, სალაპარაკო გაუჩინა და სასეიროდ განაწყო.
Bakha's sudden death brought the city to life, gave people something to talk about and cheered them up.
62328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ამაში თვითონ ბახა იყო დამნაშავე, თითქოს მხოლოდ იმიტომ მომკვდარიყო, სიძე რომ გაეპამპულებინა.
Bakha was responsible for this, as if his only reason for dying was to make a fool of his son-in-law.
62329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ბახასა და მისი სიძის ურთიერთობა, რაღა თქმა უნდა, ყველამ იცოდა.
The relationship between Bakha and his son-in-law was, of course, common knowledge.
62330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსასი არ იყოს, მათაც სჯეროდათ, მდიდარი რომ იყო ღვინის ვაჭარი და სადღაც გულის სიღრმეში შურდათ კიდეც კუსასი, ამ სიმდიდრის პატრონი რომ გახდებოდა მალე.
Apart from Popeye, everyone believed the vintner to be rich, and they secretly envied Popeye as the imminent owner of these riches.
62331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ყველაფერი გულთან მიჰქონდათ.
They were normal human beings and took a close interest in everything.
62332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თავს ვალდებულად თვლიდნენ, ყველაფერში ჩარეულიყვნენ, რაც მათ ქალაქში ხდებოდა.
They considered it their duty to get involved in anything that happened in their city.
62333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსას ამბავი კი განსაკუთრებულად აინტერესებდათ.
Popeye's story was especially interesting.
62334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსაც მათიანი იყო, მათ თვალწინ გაზრდილიყო, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა ყველასგან.
Popeye was one of them and had grown up in Vani, but had been singled out from the rest.
62335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ეს განსხვავება თავიდანვე შეამჩნიეს.
The distinction was noticed from the start.
62336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თავიდანვე მიიქცია მათი ყურადღება ქოჩორგადაგლესილმა და წვრილკისერა ბავშვმა.
They had always been intrigued by this boy with the slicked down hair and scraggy neck.
62337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ასაკისთვის შეუფერებელ განზრახვას, გარეგნულად დაძლეულ შიშსა და მოკრძალებას ყაყაჩოსავით რომ აებრიალებინა.
He went as red as a poppy, with his precocious plans, his repressed fear and shyness.
62338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
საქმიანი კაცივით, მტკიცედ, ჯიუტად მიაბიჯებდა ქუჩაში, რათა დროულად გამოენახა ფულიანი საცოლე და დროულად შეესწავლა სარფიანი ხელობა.
He was resolutely striding down the streets like a man with a purpose, looking urgently for a rich bride to marry and for a profitable trade to learn.
62339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თითქოს იმ დროის ამოქაჩვას აპირებდა, გაჩენამდე რომ დაჰკარგვოდა.
As if he was making up for time lost before he was born.
62340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
„ყოჩაღი ბიჭიაო“, - ამბობდნენ ვანელები და მისი გამოჩენა ისევე ართობდათ, როგორც ნიღბოსანი მსახიობების ჩამოვლა.
"A fine lad", the people of Vani used to say, as dazed by his appearance as by the arrival of masked actors.