მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფუშიანმა ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ კუსას არც ახლა შეუხედავს მისთვის.
Pushiani laughed out loud, but even that did not make Popeye look at him.
62382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ვისია ეს ოხერი, - დაიწყო ფუშიანმა.
"Who does that wretched cur belong to?" Pushiani began.
62383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
იფიქრა, ახლა მაინც გამოველაპარაკები ჩემს ნამოწაფარსო.
He thought that he could now talk to his former apprentice.
62384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ კუსა ისე აიმრიზა, შეშინებულმა ფუშიანმა ლამის თითებში ჩაირტყა ცული.
But Popeye frowned so severely that Pushiani was frightened and nearly hit his fingers with his chopper.
62385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- მოგხვდა თუ არა! - ახლა ძაღლს გასძახა ფუშიანმა, მაგრამ ხმამ უმტყუნა.
"Did it hit you, or didn't it?" he called to the dog, but his voice failed.
62386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ცული იღლიაში ამოიდო, ტახტის კიდეზე შემოდგმულ ხელადას მისწვდა და მოიყუდა.
He put his chopper under his arm, grabbed a jug of wine from the edge of the bench and took a sip.
62387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ხელადასაც სისხლი მიშხეფებოდა.
The jug, too, was dripping with blood.
62388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- არ მიყვარს ეგ კაცი.
"I dislike that man".
62389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
სანაძლეოზე ცოცხალ ქათამსა ჭამს, ნაწლავებიანად.
I'll bet he eats live chickens, innards and all.
62390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფუი! - გადააფურთხა კუსამ ფუშიანისკენ, ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა და გააგრძელა.
Ugh! Popeye said, spitting in Pushiani's direction; wiping his lips on the back of his hand, he went on.
62391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- სანამ თავსა ჭამს, აფართხალებული ტანი მუხლებით უჭირავს.
"When he eats the head, he holds the throbbing carcase between his knees".
62392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რა გაასწორებს ამ ქვეყანას, ბიძაჩემო, ჰა?
"This country's incorrigible, isn't it, uncle?"
62393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზს არაფერი გაუგია, რადგან სწორედ ამ დროს ეზოში შავთვალება მალალო შემოვიდა თავის შვიდივე ქალიშვილთან ერთად.
Parnaoz hadn't heard, because black-eyed Malalo had just come in with her seven daughters.
62394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
შავთვალება მალალომ ზუზუნით გადაჭრა ეზო, თან უზარმაზარ მკერდზე გველებივით გალურსულსა და აბრჭყვიალებულ მძივებს ისწორებდა.
With a swish of her dress, black-eyed Malalo crossed the courtyard, adjusting the snake-like shiny pointed beads of her necklace on her enormous chest.
62395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ყველაზე ბოლოს ინო მოდიოდა.
Ino was the last in the procession.
62396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
უკვე კუსასაც დაენახა ისინი და ფარნაოზს გაღიმებული შესცქეროდა.
Popeye had spotted them and was looking with a smile at Parnaoz.
62397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
„მერე რა მოხდა, სამძიმარზე მოსვლას ხომ ვერ დაუშლიდაო“, - ფიქრობდა ფარნაოზი, მაგრამ გრძნობდა, როგორ წითლდებოდა, როგორ ეფაკლებოდა სახე.
"That's all right: Popeye couldn't stop them coming to the wake", he thought, but he felt himself blushing, his face burning.
62398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ერთი შეხედვით თითქოს მართლა არაფერი იყო უცნაური.
At first glance, there was nothing odd about it.
62399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ყველას ჰქონდა სამძიმარზე მოსვლის უფლება, მაგრამ, რატომღაც, ერთი წუთითაც არ უფიქრია, შესაძლებელი თუ იყო ისინიც მოსულიყვნენ აქ.
Everyone had the right to come to the wake, but for some reason, he never thought that they could possibly come here.
62400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რაც არ უნდა ეთვალთმაქცა ფარნაოზს, როგორც არ უნდა მოეტყუებინა თავი, ისინი მაინც არსებობდნენ, ხალხში ერივნენ.
However much Parnaoz pretended or deceived himself, they still existed, mixed with people.