მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62441.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
გამაღიზიანებლად გრძნობდა, როგორ გადაჩვეოდა, ამ ხნის განმავლობაში როგორ დავიწყებოდა ამ საგნის მნიშვნელობა და დანიშნულება.
He had the irritating feeling that after all this time he had got used to being without it, had forgotten the object's importance and purpose.
62442.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
საგანი, რომელსაც ფარნაოზი დაკარგულად თვლიდა, კუსა აღმოჩნდა, მისი საკუთარი დისშვილი, სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი.
What Parnaoz thought he had lost turned out to be Popeye, his own nephew, blood of his blood and flesh of his flesh.
62443.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსა აღმოჩნდა, ან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის მეორე კაცი, ურომლისობაც ასე აწამებდა ფარნაოზს.
Popeye turned out, or could turn out, to be the other man whose absence so tormented Parnaoz.
62444.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსამ ბევრი მწარე სიმართლე უთხრა.
Popeye told him a lot of harsh truths.
62445.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
სულის ყველაზე დამალულსა და მგრძნობიარე ადგილსაც შეეხო მტკივნეულად, მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო.
He touched his soul's most hidden and sensitive place to the quick, but that was not the point.
62446.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსა თანაგრძნობას უცხადებდა, დახმარებას სთავაზობდა, ეს კი თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავდა, იმდენად ბევრს, ფარნაოზს თავზარიც კი დაეცა, თვალთ დაუბნელდა, გაუჭირდა ერთბაშად აღექვა ყველაფერი, რაც კუსასგან გაიგო.
It was much more important that Popeye had shown sympathy, offered help, so that Parnaoz was aghast, blinded and had trouble taking in all that he had learnt from Popeye.
62447.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ხოლო როცა აღიქვა, კმაყოფილება კი არ იგრძნო, კი არ დამშვიდდა, რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა, არამედ შეწუხდა, დაიბნა და დაიმორცხვა კიდეც.
When he did take it in, he felt not natural satisfaction or relief, but sadness, confusion and shame.
62448.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თითქოს დაუმსახურებელ ჯილდოს აჩეჩებდნენ, დაჯილდოების ღირსად თვლიდნენ, თუმცა მას საამისოდ არაფერი გაეკეთებინა.
As if an undeserved reward was being thrust at him, as if he were considered worthy of a reward he'd done nothing to deserve.
62449.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
დამჯილდოებელს, დამთრგუნველად გულუხვს, შეგნებულად თუ უნებურად, ისეთი რამ შეერჩია ჯილდოდ, ფარნაოზსაც გაუჭირდებოდა უარის თქმა.
Parnaoz found it hard to refuse the person who was rewarding him, deliberately or not oppressing him with his generosity in offering such a reward.
62450.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა, სწორედ ის სჭირდებოდა, ჰაერივით, ჰაერზე მეტად და ახლა მხოლოდ მას უნდა გადაეწყვიტა, მიეღო თუ უარი ეთქვა ჯილდოზე, რომელიც არ დაემსახურებინა, მაგრამ სჭირდებოდა.
He needed it like the air, more than the air, and he now had to decide only whether to accept or refuse the undeserved, but needed reward.
62451.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
უარიცა და თანხმობაც ერთნაირად ძნელი სათქმელი იყო, ორივე თანაბრად მომხიბვლელი და ამავე დროს თანაბრად ამაზრზენიც ჩანდა; ორივეს ცდუნების სუნი ასდიოდა.
It was equally hard to express refusal or acceptance: both seemed equally attractive and loathsome, both smelled of temptation.
62452.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
საბედნიეროდ, იმის მერე კუსა აღარ გამოჩენილა, თითქოს მასაც ეგრძნო ბიძის გასაჭირი და მოსაფიქრებლად დროს აძლევდა.
Fortunately, after this Popeye was no longer visible, as if he sensed his uncle's dilemma and was giving him time to think.
62453.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი ვერც წარმოიდგენდა, ვინმესთან და განსაკუთრებით თავის საკუთარ დისშვილთან თუ მოუხდებოდა როდისმე ინოზე ლაპარაკი.
Parnaoz couldn't imagine when and with whom, let alone his nephew, he would discuss Ino.
62454.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ როცა მარტო დარჩა, ტახტზე მიწვა და ფაცაფუცით აღადგინა დილანდელი საუბარი.
But once he was on his own, he lay on a divan and took trouble to relive the conversation he had that morning.
62455.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
გული გაუთბა, გაებერა, რულისმომგვრელი, დამამშვიდებელი სევდა დაეუფლა და როდის-როდის იგრძნო, ტიროდა.
His heart warmed and swelled, a somnolent, tranquillising sadness came over him and he barely realised he was weeping.
62456.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ამ უნებურ სისუსტეზე თვითონვე გაეღიმა, ტკბილად, ბავშვურად.
He smiled with childlike sweetness at his attack of weakness.
62457.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
და იმ წუთას მართლაც ჰგავდა ბავშვს, რომელიც ერთი წუთის წინ მარტო ეჩხუბებოდა უბნის ბიჭების მთელ ხროვას, საკუთარი სიპატარავითა და უმწეობით აღგზნებული და გაკერპებული, ჯიუტად, ბრაზიანად მიიწევდა უკვე ნირწამხდარი ბიჭებისკენ.
And he was then like a child who has just quarrelled with a whole gang of local urchins and, worked up and steeled by his own smallness and weakness, stubbornly, angrily attacks the dismayed urchins.
62458.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილ ქომაგს, გაუთვალისწინებელ თანაგრძნობას ისე გაებედნიერებინა, აღარც თავი ჰქონდა და აღარც სურვილი, წინააღმდეგობა გაეწია ცრემლისთვის, თავისით, ღაპაღუპით რომ ჩამოსდიოდა დასისხლიანებულ ღაწვებზე.
And then suddenly finds he has a protector whose sympathy makes him so happy that he cannot and will not hold back the tears that are flowing down his bloodstained cheeks.
62459.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ის ბედნიერებისგან ტიროდა, ხოლო რადგან ბედნიერი იყო, აღარც ტირილის რცხვენოდა.
He wept for happiness, and because he was happy he wasn't ashamed to weep.
62460.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რა თქმა უნდა, შემაშფოთებელიც ბევრი იყო კუსას ნათქვამში.
Of course, much of what Popeye had said was disturbing.