მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ის ისევ პატარა, ჭორფლიანი და კიკინებში წითელჭინჭებჩაწნული გოგო იყო.
She was still the little freckled giggling girl with the red ribbons plaited into her hair.
62422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
და სწორედ ეს სხვაობა იზიდავდა ფარნაოზს, სხვაობა მკვდარსა და ცოცხალ ინოს შორის.
And it was this difference that allured Parnaoz, the difference between the dead and the living Ino.
62423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თავისკენ ექაჩებოდა, აფორიაქებდა, აინტერესებდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, გარდაქმნილ ინოსთან შეხვედრის იმედიც სავერაგოდ მოეგზავნათ მასთან.
It drew him on, it excited him, it intrigued him, but he felt that his hope of meeting a transformed Ino was something treacherous implanted in him.
62424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ბედისგან ნამდვილად ვერაგობა იქნებოდა, მართლა რომ შეეხვედრებინა ფარნაოზი ცოცხალ ინოსთან.
Hope would lead to treachery if Parnaoz really did meet the live Ino.
62425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ცოცხალი ინო იმ ჭორფლიანი და კიკინებაპრეხილი გოგოს სახესაც სამუდამოდ წაართმევდა ფარნაოზს.
The live Ino would deprive Parnaoz for ever of the freckled girl with the curls sticking out.
62426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
უფრო სწორედ უკან, გარდასულ დღეთა, ჩვენებათა და გრძნობათა აშმორებულ ფარეხში გამოკეტავდა სამუდამოდ, რადგან იქ ჰქონდა მხოლოდ ადგილი.
Or rather back and locked up for ever in the musty enclosure of past days, visions and feelings, which was their only real place.
62427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ ცდუნებაც დიდი იყო, ძნელად მოსარევი, დაუოკებელი.
But the temptation was to big to resist, it was irresistible.
62428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ხომ შეიძლება, ხსოვნაში სამუდამოდ ჩაკირული გოგოს სახებაც მხოლოდ და მხოლოდ უძლური და უდღეური ოცნების ნაყოფი ყოფილიყო?!
Was it possible for this image of a girl, fixed in his memory, to be just the fiction of a feeble, ephemeral dream?
62429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ეს კი ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება იქნებოდა.
It would be the greatest of misfortunes.
62430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რადგან მაშინ ფარნაოზის არსებობაც ეჭვის ქვეშ დგებოდა, უფრო მეტიც, საერთოდ ეკარგებოდა აზრი და მნიშვნელობა მის არსებობას.
Because Parnaoz's existence would be called into question, would even become pointless and meaningless.
62431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თუკი ტკივილიც, რომელსაც დაფარული, ბოლომდე გაურკვეველი სიამაყით საკუთარ დამღად, ხელშეუხებელ უფლებად და დროშად თვლიდა, მოგონილი, თითიდან გამოწოვილი აღმოჩნდებოდა ბოლოს.
If the pain which he regarded with his hidden, barely conscious pride as his distinguishing feature, his inviolable right and his banner, was after all a far-fetched invention.
62432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ინოსთან შეხვედრა კარგს არაფერს ჰპირდებოდა ფარნაოზს, მაგრამ მთელი მისი არსება, დამფრთხალი და აგზნებული, ამ შეხვედრას ესწრაფოდა.
Meeting Ino did not augur well for Parnaoz, but all his timid and passionate nature longed for this meeting.
62433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
და აღარც იმის თავი და სურვილი ჰქონდა, სუფუძვლიანად გაერკვია, რა ექაჩებოდა ასე: გაწბილების სურვილი, იმედის ვერაგობა თუ მიმზიდველი ძალა უბედურებისა.
And he was neither able nor anxious to work out what lay behind this urge: a desire to be disillusioned, the betrayal of hope or the magnetic power of misfortune.
62434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსას იმდღევანდელმა გულახდილობამ კი საბოლოოდ დაარწმუნა ამ შეხვედრის გარდუვალობაში.
Popeye's magnanimity that day finally persuaded him that the encounter was inevitable.
62435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ინო ნამდვილად არსებობდა, არა მარტო არსებობდა, ფარნაოზი ახსოვდა და თურმე კიდევ ჰქონდა მისი იმედი.
Ino really did exist, and what's more she remembered Parnaoz and still seemed to have hopes of him.
62436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო: ინოს არსებობის დადასტურება კი არა მეორე კაცის მიერ, არამედ, თვითონ ის მეორე კაცი.
But there was something else more important: not the confirmation by another man that Ino existed, but the other man himself.
62437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსას იმდღევანდელმა საქციელმა, თავისი მოულოდნელობითა და სიდიადით, რაღაცნაირად დათრგუნა და აღაფრთოვანა კიდეც ფარნაოზი.
Popeye's behaviour that day both oppressed and inspired Parnaoz with its unexpected magnanimity.
62438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თითქოს ხანგრძლივი და დაძაბული ძებნის შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოეჩინა საგანი, რომელიც თურმე ცხვირწინ ედო, კი არ დაკარგულიყო.
As if he had by sheer chance discovered after a lengthy intense search an object which was right under his nose, which had been overlooked, not lost.
62439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თვითონ ვერ ამჩნევდა, რადგან თვითონ იყო დაბნეული, უყურადღებო და, რაც მთავარია, თავიდანვე შესჩვეოდა ამ საგნის დაკარგვას.
Because he himself was confused, distracted and, above all, used to losing this object.
62440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თუმცა მაინც ეძებდა, უფრო სწორედ, უნებურად, ჩვეულების გამო აგრძელებდა ძებნას.
Yet he couldn't help going on with the search, out of habit.