მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62481.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი დავალებულად თვლიდა თავს კუსასგან და ჯერ თვითონაც რამე უნდა გაეკეთებინა, რამეთი უნდა დაემტკიცებინა ერთგულება, მისასვლელი პირი რომ ჰქონოდა.
Parnaoz considered himself in Popeye's debt: he had to act first in order to prove his loyalty, to be entitled to approach him.
62482.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ცოდვა გამხელილი ჯობია და ბახას სიკვდილმა სხვანაირად გაახარა ფარნაოზი, რადგან საშუალება ეძლეოდა, უბედურების ჟამს გვერდში ამოსდგომოდა დისშვილს.
Frankly, Bakha's death pleased Parnaoz in a different way, for it gave him a pretext to support his nephew at a time of grief.
62483.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მართლაც ის დღეები ერთი წუთით არ მოშორებია კუსას, ერთი წუთით არ ჩაუმუხლია.
All that time he stayed close to Popeye, never took a break.
62484.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
პატარა ბიჭივით დარბოდა ყოველ წვრილმან საქმეზე, თითქოს სხვები ვერ გააკეთებდნენ, ანდა ისე ვერ გააკეთებდნენ, კუსას მოსწონებოდა, კუსა კმაყოფილი ყოფილიყო.
He ran like a small boy on every petty errand, as if nobody else could do it, or not do it as Popeye wanted, in a satisfactory way.
62485.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
გაოფლილსა და მტვერში ამოგანგლულ ფარნაოზს კუსა თავს გადაუქნევდა ხოლმე, მერე, ღიმილისგან პირგახეული, გვერდზე გაიყვანდა და ეუბნებოდა: კაცო, სირცხვილია, გაჩერდი...შენ სულ სხვა რამისთვის მჭირდებიო.
Parnaoz, covered in sweat and dust, got a nod from Popeye, who then gave him a big smile, took him aside and told him, "‘You really mustn't, man: stop: I need you for something quite different".
62486.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ამას კი ისეთი ხმითა და სახით ამბობდა, ფარნაოზს ტანი ებურძგნებოდა.
He said it in a tone and with an expression that gave Parnaoz goose pimples.
62487.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ბავშვობიდან აკვიატებული შიში, მოსალოდნელი მარცხისა და გაწბილებისა, გველივით წამოუყოფდა ხოლმე თავს, სადღაც სულის ყველაზე ბნელსა და მიყრუებულ კუთხეში.
His innate childhood fear, foreseeing defeat and disappointment, reared its head, like a snake, in the darkest, furthest corner of his soul.
62488.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი ამასაც თავის თავს აბრალებდა, თვითონ მე ვარ ასეთი, ყველაფერი შებრუნებით მესმისო, ბრაზობდა წამიერი უნდობლობით აფორიაქებული.
Parnaoz blamed himself for being like this, for getting everything wrong, he was angry at getting worked up by a moment's mistrust.
62489.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
უნებურად თვალს არიდებდა დისშვილის მოღიმარ სახეს, მინის ჭურჭელივით სუფთასა და პრიალას, მოვარდისფრო სითხეს ოდნავ რომ შეუფერავს შიგნიდან.
He couldn't help averting his eyes from his nephew's smiling face, as clean and shiny as a glass vessel, just slightly tinged by the pinkish liquid it contained.
62490.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
როცა ეზოში შავთვალება მალალო და მისი ქალიშვილები შემოვიდნენ, ფარნაოზი სახტად დარჩა.
When black-eyed Malalo and her daughters came into the courtyard Parnaoz was stunned.
62491.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ტანმა უგრძნო, რაღაც უნდა მომხდარიყო, ახალი და იდუმალი, ყველაფერს რომ შეარყევდა და შეცვლიდა თავისი სიახლითა და იდუმალებით.
He intuitively sensed that something new and mysterious was about to happen, shaking and changing everything with its novelty and mystery.
62492.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზს გაქცევა მოუნდა, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ, როცა დარიაჩანგის ბაღში შუბუმ კუსას დაბადება აუწყა.
Parnaoz had a desire to flee, as he had a long time ago when Shubu announced Popeye's birth in Dariachangi's garden.
62493.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი მართლა გაიქცეოდა, კუსასი რომ არ შერცხვენოდა.
He would actually have fled if Popeye hadn't been there to shame him.
62494.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რატომღაც ახლა, შუა ეზოში გარინდულს, ყველაზე ძალიან კუსასი რცხვენოდა.
Now, for some reason, struck dumb in the middle of the courtyard, he was most embarrassed by Popeye.
62495.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ერჩივნა მიწა გახეთქოდა, მეხი დასცემოდა, ადგილზე მომკვდარიყო, ოღონდ კუსას არ დაენახა ისინი, ასე თამამად, ასე გამომწვევად რომ მოაბიჯებდნენ ეზოში.
He would rather that the earth split open, thunder struck him and killed him on the spot than have Popeye see the women stride so boldly and provocatively across the courtyard.
62496.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თითქოს ამოდენა ხალხი ბახას საპატივცემულოდ კი არა, მათ სანახავად შეკრებილიყო აქ.
As if all the people here had gathered to see them, rather than pay their respects to Bakha.
62497.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზმა ისიც დაინახა, როგორ გამოცოცხლდა, აჩოჩქოლდა და აჩურჩულდა სამძიმარზე მოსული ხალხი, აქამდე გულხელდაკრეფილი და თავჩაქინდრული რომ იდგა.
Parnaoz saw the guests at the wake, standing there with their arms folded and their heads lowered, come to life, get excited and start whispering.
62498.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მოეჩვენა, თითქოს ყველანი მისკენ იხედებოდნენ, თითქოს ფარნაოზს მოეყვანა ისინი და თვითონ ფარნაოზსაც ასეთი გრძნობა ჰქონდა.
He had the impression that everyone was looking at him, as if he had brought the women here, and he felt that he had.
62499.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
გულის სიღრმეში თავისიანებად თვლიდა იმათ, თავისი ფიქრის ბინადრებად, მისივე უყურადღებობის გამო უდროო დროს გამოხეტებულებს სააშკარაოზე.
He secretly considered them his kinsfolk, dwellers in his thought who, thanks to his negligence, had been prematurely driven out for all to see.
62500.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- მობრძანდნენ თუ არა?! - ჩაესმა ფარნაოზს კუსას ხმა.
"Well, they've come, have they?!" Parnaoz heard Popeye saying.