მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62501.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- კაცი არ ვიყო, ამ სულძაღლის ქელეხი ქორწილად თუ არ ვაქციოო - ამბობდა კუსა და თან ფარნაოზს შესცქეროდა სახეში.
"I'd wouldn't be a man if I couldn't turn a wake for that son of a bitch into a wedding", Popeye said, looking Parnaoz in the face.
62502.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
„ახლა რაღაც მოხდება, უნდა მოხდეს“, - გაიფიქრა ფარნაოზმა და ცოტა ხნის მერე ლოცვასავით გააგრძელა: მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ მალე, ახლავეო.
"Whatever will be, will be," thought Parnaoz, continuing after a short pause with a prayer, "Let what must happen, happen, but soon, right now".
62503.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რატომაც არა?! მადლობა თქვან, თუკი დავინათესავებთ! - ხმას აუწია კუსამ.
"Why not?! They should be grateful we let them into the family", Popeye exclaimed.
62504.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
არა, კუსა ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, მარტო ფარნაოზის გასაგონად.
He was talking in his ordinary voice, loud enough only for Parnaoz to hear.
62505.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზს კი მისი ლაპარაკი ყვირილად ესმოდა და ყურები უბჟუოდა, ისიც ვერ მოეხერხებინა, დისშვილი გაეჩუმებინა.
Yet it seemed like shouting to Parnaoz; his ears rang, but he couldn't silence his nephew.
62506.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თავჩაქინდრული იდგა, რადგან დარწმუნებული იყო, ყველანი მათ უყურებდნენ.
He stood there, his head bowed, sure everybody was looking at him.
62507.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
„ახლა ამის დრო არ არის, ახლა ამის დრო არ არისო“ - თავისთვის იმეორებდა ფარნაოზი, კუსა კი თავისას აგრძელებდა.
"Now is not the time for this, now is not the time for this", he repeated to himself, but Popeye would not let up.
62508.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ჩვენი ოჯახი სხვაა, ჩემი სიმამრი კი მეტის ღირსი მართლა არ იყოო, ცოლ-შვილს კი არა, ლოთებსა და მეძავებს მოუკვდა და აი, ეახლნენ კიდევაცო.
Our family is different, but my father-in-law deserved no better: he didn’t leave a family to mourn him, he left only drunks and whores: here they all are.
62509.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თუ გგონია, რომ ამოდენა ხარჯი იმ წუწურაქისთვის გავწიე, ძალიან შემცდარხარ, შენი ნანატრი დღე უნდა გავათენო, ბიძაჩემოო... და ვინ იცის, კიდევ რას არ ამბობდა კუსა.
If you think I've spent all that money for that skinflint, you're very mistaken. I've spent a long time waiting for this great day, uncle… - God knows what else Popeye said.
62510.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი რამდენჯერმე მოკვდა და გაცოცხლდა, რამდენჯერმე განიცადა სიკვდილის ნეტარებაცა და გაცოცხლების სიმწარეც, ხოლო როცა საბოლოოდ გამოერკვა, გაუკვირდა, კიდევ არ გამოუსვენებიათო?
Parnaoz died several deaths, dying was sweet, but reviving was bitter, and when he finally came to his senses, he expressed surprise that the deceased's coffin had not yet left the house.
62511.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ფარნაოზ! - დაუძახა კუსამ.
"Parnaoz!" Popeye called.
62512.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ჩემი ბრალია... - თქვა ფარნაოზმა.
"It's my fault", said Parnaoz.
62513.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ხომ არ გაწვიმდება ჰა, რას იტყვი, ბიძაჩემო? - თქვა კუსამ.
It's not going to rain, is it? "What do you say, uncle?" said Popeye.
62514.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზმა უნებურად ცას ახედა... მოწმენდილ ცაზე თეთრი, გამჭვირვალე ღრუბლები ერთმანეთს გაურბოდნენ.
Parnaoz couldn't help looking at the sky… A chain of light, translucent white clouds ran across a clear blue sky.
62515.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- მაგ დამპალმაც პატიოსნებაზე დამიწყო ლაპარაკი, - თქვა კუსამ.
"That bitch dared to talk to me about morality", said Popeye.
62516.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ქალთან შენ დადიოდი, ახლა ბიძას როგორღა უნდა მიათხოვოო. გესმის?
She said: "You were seeing that woman: how can you now marry her off to your uncle?" - You understand.
62517.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
საქმეში გამიყვანა. ნუ გეშინია, მეც კარგები ვუთხარი.
"She's dragged me into that dirty business. Don't be afraid, I gave her as good as I got".
62518.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
- ჩემი ბრალია, - გაიმეორა ფარნაოზმა.
"It's my fault", Parnaoz repeated.
62519.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
შენი ბრალია, რაღა თქმა უნდა, შენი ბრალია.
"It's your fault, of course it is".
62520.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
როცა ამ ხნის კაცს ცოლი არა ჰყავს, აღარც ხალხს გაემტყუნება, რაღაც-რაღაცებზე დაეჭვდეს.
"When a man your age doesn't have a wife, people can't be blamed for having their suspicions".