მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62461.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ მარტო იმის შეგრძნება, რომ მისი სატკივარი სხვასაც აწუხებდა, სხვასაც აფიქრებდა, აინტერესებდა, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, იმდენად იშვიათი და აუცილებელი, ფარნაოზი დიდხანს არიდებდა თვალს სინამდვილის მეორე მხარეს.
But just the feeling that his pain affected someone else, made them ponder, held their interest, was so pleasant, so rare and essential, that Parnaoz ignored the other aspect for some time.
62462.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ათასში ერთხელ, ისიც ერთი წამით, ჯოჯოსავით გადაახოხდებოდა ხოლმე გულზე იმის გაფიქრება, ვაითუ, კუსა მართლა მივიდეს შავთვალება მალალოსთან და სიკეთის ნაცვლად დათვური სამსახური გამიწიოსო.
Very rarely, just for a minute, an alarming thought came over him, crawling like a lizard, that Popeye might go and see black-eyed Malalo and instead of doing him a favour put a spanner in the works.
62463.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზი ინოს არ შეირთავდა, ამისმაგვარ აზრს ფიქრშიაც ვერ გაივლებდა, რადგან ინოზე უცხო ქალი არც არსებობდა და ალბათ არც იარსებებდა მისთვის.
Parnaoz wasn't going to marry Ino, the thought never crossed his mind, because no woman was or would be more alien to him than Ino.
62464.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ხოლო ის, კიკინებაპრეხილი გოგო მართლა დიდი ხნის მკვდარი იყო და მისი ჭრელაჭრულა ძონძების საქვეყნოდ გამოფრიალებას ფარნაოზი არავის აპატიებდა, კუსასაც კი.
And that girl with the curls sticking out had really been dead a long time and Parnaoz would never forgive anyone, let alone Popeye, for waving her colourful rags for the whole world to see.
62465.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თუმცა, ახლა კუსას დაეპყრო მთელი მისი არსება, როგორც პირველ სიყვარულს სულელი და გამოუცდელი გოგო, სული რომ მისდის, როდის გაიპარება შინიდან და თავგანწირულად, ბრმად, მთელი არსებით მიენდობა მომლოდინე გულისსწორს.
Now, however, Popeye dominated his whole being, as first love dominates a silly inexperienced girl who can't wait to run away and entrusts herself without reserve, blindly to a beloved.
62466.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რომელიც სულ ერთხელ უნახავს, წესიერად არც დალაპარაკებია, მაგრამ მასზე ახლობელი და ძვირფასი არავინ ეგულება ქვეყანაზე.
Whom she has seen only once, has never properly talked to, but finds to be closer and dearer than anyone on earth.
62467.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
თან იმასაც გრძნობს, მისი ასეთი ნაბიჯი მშობლებს დააღონებს, პატიოსან სახელს შეუბღალავს და შეარცხვენს, მაგრამ არჩევანი მაინც აუცილებელია, რადგან ორივენი, გულისსწორიცა და მშობლებიც, მასზე ძლიერები არიან.
At the same time she senses that this step will upset her parents, stain and shame their reputation, but the choice has to be made, because both sides, parents and beloved, are stronger than she is.
62468.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ერთი დამღუპველი სითამამით იზიდავს, მეორე კი დაკანონებული, შეჩვეული, ერთფეროვანი, მაგრამ საიმედო სიმშვიდით.
One side draws her with its destructive boldness, the other with its legitimate, accustomed, monotonous, but reliable peace and quiet.
62469.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ფარნაოზს მოსვენება დაეკარგა, ვეღარც საქმეს უდებდა გულს და სუფრასთანაც კრიჭაშეკრული იჯდა.
Parnaoz could no longer rest, or get down to anything, he sat at dinner with clenched teeth.
62470.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ყველაფერი აღიზიანებდა, უბრალო რამეზეც ისეთ ამბავს ასტეხდა, შეშინებული ქალები კუთხეში მიიბუზებოდნენ ხოლმე, სიტყვის შებრუნებას კი ვერავინ უბედავდა.
Everything irritated him, he made such a fuss about trivialities that the frightened women huddled in a corner, not daring to answer back.
62471.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
საკმარისი იყო, პოპინას ან ქალუკას კუსა ეხსენებინა, ფარნაოზი მაშინვე პირში ეცემოდა, თითქოს ისინი კუსას მტრები იყვნენ და ფარნაოზის თანდასწრებით აპირებდნენ მის განქიქებას.
Popina or Kaluka only had to mention Popeye for him to shut them up, as if they were Popeye's enemies, trying to disparage him in Parnaoz's presence.
62472.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ჩვენა ვართ ცუდები, ჩვენ.
It's us who've been bad, us.
62473.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კაცი შინიდან გავაგდეთ და კიდევ იქით ვსაყვედურობთო, - ყვიროდა ფარნაოზი და იმ წუთას ისე ემსგავსებოდა მამამისს, პოპინა უნებურად უხეიროს ოთახის გამოკეტილ კარს გახედავდა ხოლმე.
"We threw a man out of the house and we still reproach him", Parnaoz shouted: at such moments he resembled his father and Popina couldn't help looking at the locked door of Ukheiro's room.
62474.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ღამით კი, თვალდაჭვეტილი, გულაღმა იწვა ტახტზე, მადლიერების გრძნობით გულაჩუყებული, და ოცნებობდა, ისეთი რამე შემთხვეოდა კუსას, მარტო მას შეძლებოდა დახმარება.
But at night, lying on his back on the divan, his eyes wide open, comforted by gratitude, he dreamed of something happening to Popeye when only he could be of help.
62475.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ერთადერთი, რაც ამ სიამტკბილობას უშხამავდა, ისევ და ისევ ინო იყო, ცოცხალი ინო, კუსას ნაცნობი ინო, მისი იმედით რომ უწვებოდა თურმე მთელ ქალაქს და მისი უყურადღებობით რომ ამართლებდა თავის მეძაობას.
Only Popeye’s friend Ino, the live Ino, poisoned his pleasure: while waiting for him, she was bedding most of the city, using his neglect to excuse her fornication.
62476.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
კუსას რა ბრალია, - ფიქრობდა ფარნაოზი, - ალბათ ასე ეუბნებიან და იმასაც სჯერაო.
"It's not Popeye's fault", Parnaoz thought, "that's probably what he's told and believes".
62477.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
ლოგინში აწრიალებული ფარნაოზი ყოველღამე ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას იღებდა, უთენია დახვედროდა სასახლისკენ მიმავალ კუსას და ყველაფერი გულწრფელად მოეყოლა, აეხსნა, საქმეში გაერკვია დროულად.
Tossing and turning in bed, Parnaoz took the same decision every night, to intercept Popeye at dawn on his way to the palace and tell him everything frankly, explain, to make the things clear before it was too late.
62478.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
უნებურად მართლა არ ჩაედინა ის, რისი გამოსწორებაც მერე აღარაფერს შეეძლებოდა.
So that he did nothing that couldn't be put right later.
62479.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
მაგრამ დღის სითბო და სინათლე მის თითქოსდა მტკიცე გადაწყვეტილებასაც ჭირხლივით უცებ ადნობდა.
But the warmth and light of day made what seemed a firm decision evaporate like dew.
62480.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VI
რწმუნდებოდა, ასე უბრალოდ ვეღარ მივიდოდა კუსასთან, შეიძლება იმიტომაც, მისი სიახლოვე, მის გვერდით ყოფნა გაუნელებელ მოთხოვნილებად რომ გადაქცეოდა უკვე.
He assured himself that he could not just go and see Popeye, perhaps because it was now an urgent need to be near him, by his side.