მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სენი ძლიერდებოდა, იზრდებოდა, თავს ვეღარ მალავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გადაედებოდა ყველასა და ყველაფერს.
The disease was getting stronger, it was growing, it was no longer hidden and couldn't wait to infect everybody and everything.
62642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„შვილი დავღუპე, ქალუკა, შვილი, მე ბინძურმა დედაკაცმაო“ - შესჩიოდა პოპინა ქალუკას.
"I've doomed my son, Kaluka, my son; I'm a foul mother", Popina complained to Kaluka.
62643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მერე თვალი გაუშტერდებოდა და ისეთი ხმით იტყოდა, შვილისთვისაც ზედმეტი ვარ, რაღას ველოდებიო, ქალუკას ხორცი დაეწეწკებოდა ხოლმე.
Then her eyes stopped moving and she said in the same tone, "My son doesn't need me, I'm expecting something", and Kaluka would shudder.
62644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„შვილი არ ჰყავს და იმიტომ. ჯერ არ იცის მშობლის ფასი“ - განგებ ხმამაღლა შესძახებდა ქალუკა, უფრო საკუთარი მღელვარების დასაფარავად, ვიდრე პოპინას დასამშვიდებლად.
"He hasn't got children himself, that's why. He doesn't know the value of parenthood", Kaluka said deliberately loudly, more to hide her own emotion than to allay Popina's.
62645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინა ერთ რამეში ცდებოდა: დედის მიმართ კუსას სხვა გრძნობებიც ჰქონდა.
Popina was wrong on one point: Popeye had other feelings for his mother.
62646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სიძულვილი ერთადერთი გრძნობა არ იყო.
Hatred was not the only one.
62647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგალითად, კუსა მადლიერიც იყო პოპინასი და რაც დრო გადიოდა, მით უფრო უმტკიცდებოდა ეს გრძნობა.
For example, Popeye was grateful to Popina and, as time passed, this feeling strengthened.
62648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იმაშიც რწმუნდებოდა, პოპინა ერთადერთი კარიბჭე რომ იყო, საიდანაც მას ამ ქვეყანაში შემოღწევა შეეძლო.
He came to see Popina as the only gate for him to enter this world.
62649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ეს ქვეყანა კი უკვე ისე შეჰყვარებოდა, ხანდახან თავზარი დაეცემოდა ხოლმე.
He had grown to love this world so much that he was aghast.
62650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რა მეშველებოდა, იმ დამთხვეულ ფილამონეს აღვირი რომ ამოედო თავისი საოხრისათვის და ასე არ მომხდარიყოო.
What I would have done if that damned Philamon had been able to bridle his lust and things had happened differently.
62651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსას შიშისაგან სუნთქვა ეკვროდა, როცა წარმოიდგენდა, ბრმა ლეკვივით ტომარაში ჩაგდებული, როგორ მიჰყავდა იგი პოპინას მდინარისკენ.
Popeye gasped with fear when he imagined him being carried by Popina in a sack to the river like a blind puppy.
62652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფილამონეს დანატოვარი კვალის მოსასპობად, უარესი ცოდვის ჩასადენად, ვიდრე საკუთარ მონასთან ბღლარძუნია.
To get rid of Philamon's traces, committing a worse sin than fumbling with her own slave.
62653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მართლა უღრმესი მადლობა ღმერთებს, ასე რომ არ მოხდა, თუმცა, პოპინას არ ჰქონდა მისი მოკვლის უფლება, პოპინას მისი გაჩენა ევალებოდა მხოლოდ.
He gave deepest thanks to the gods that this hadn't happened, not that Popina had any right to kill him, she was only obliged to give birth to him.
62654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
დანარჩენი თვითონ კუსაზე იყო დამოკიდებული, გაართმევდა თუ ვერა თავს სხვების გაფუჭებულ საქმეს.
Everything else depended on Popeye: whether he tried to put right something spoiled by others from the start, or not.
62655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსამ უფრო მეტი შეძლო, კუსამ აღმოაჩინა, რომ ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, ერთნაირები იყვნენ.
Popeye managed more than that by discovering that everyone was similar, of the same kind.
62656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კანონიერება და უკანონობა ცარიელი სიტყვები იყო მხოლოდ, ვიღაცას ყალბი ფულებივით რომ გადაეყარა ბრბოში.
Legitimacy or illegitimacy were just empty words, which someone tosses to the crowd like fals and then bursts into laughter at the ensuing scramble.
62657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თვითონ სიცილით იგუდებოდა ზედახორის შემყურე.
Then he burst into laughter at the ensuing scramble.
62658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსა უპირველეს ყოვლისა პოპინას ემადლიერებოდა, ამის აღმოჩენის საშუალება რომ მისცა.
First of all, Popeye was grateful to Popina for giving him a chance to discover this.
62659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამ აღმოჩენამ მიზანიც გაუჩინა: ახლა სხვებისთვისაც უნდა დაემტკიცებინა ის, რაც ჯერჯერობით მარტო მან იცოდა.
The discovery gave him a goal: now he had to prove to others what so far only he knew.
62660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მან კი იცოდა, რომ ყველას ერთნაირად მოჰყვებოდა დედის მუცლიდან ცოდვის ტყირპი, ოღონდ, ზოგს ეს ტყირპი სახეზე ჰქონდა, ზოგს კი დამალულ ადგილას.
He knew that everyone had the same birthmark of sin from their mother's womb, some on their face, others somewhere hidden.