მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62661.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი“ - სამჯერ ზედიზედ იმეორებდა გუნებაში კუსა.
"That's agreed, then; that's agreed, then; that's agreed then", he kept Popeye repeating to himself.
62662.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მერე მკურნალის სიდინჯით დაამატებდა ხოლმე: მოვითმინოთ, ვნახოთ, კაცის გაშიშვლებას რა უნდაო.
Then he added with the gravity of a folk healer, "We must be patient, let's wait and see, it's not hard to strip a man naked".
62663.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსას ებრალებოდა კიდეც პოპინა, მაგრამ მარტივი, უსაფუძვლო, წამიერი, ზიზღნარევი სიბრალულით.
Sometimes Popeye was even sorry for Popina, but his pity was simple, baseless, momentary, mixed with loathing.
62664.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსას მკვდარი ჩიტივით ეცოდებოდა დედა და მაშინ ეცოდებოდა, როცა ხედავდა, ნახვით კი იშვიათად ნახულობდა.
Popeye felt pity for his mother as for a dead bird, only when he saw her. He seldom saw her.
62665.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უფრო იმიტომ მოდიოდა, თავი გაეხსენებინა თავისიანებისათვის, არ ეფიქრათ, ისიც ფილამონესავით ადვილად მოსაშორებელი იქნებოდა, გამქცევი.
He came more often to remind his kinsfolk of his existence, lest they think he'd be as easy as Philamon to get rid of, to send away.
62666.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არა, კუსას ადგილი აქ იყო, აქ ჰქონდა საქმე.
No, Popeye's place was here, where he had business to attend to.
62667.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„გამარჯობათ“ - იტყოდა შემოსვლისთანავე და სკამზე გაღიმებული დაეშვებოდა.
"Hello!" he would say as he came in, and, smiling, lower himself onto a chair.
62668.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იშვიათი სტუმარივით, ანდა საჩოთირო საქმეზე მოსული კაცივით, ღიმილს არ იშორებდა პირიდან.
Like a rare visitor, or a man who'd come on a matter of some delicacy, he never stopped smiling.
62669.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პირველსავე სკამზე ჩამოჯდებოდა, ტყავის ტომარას ფეხებთან დაიდებდა, მეწვრილმანე ვაჭარივით, და იღიმებოდა.
He sat on the first chair he found, put his leather sack by his feet, like a pedlar, and smiled.
62670.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსა აქ ისვენებდა, ერთობოდა, სიამოვნებდა, ამდენ ხალხს ერთბაშად რომ შეაკრთობდა ხოლმე მისი მოულოდნელი გამოჩენა.
Popeye found it restful, entertaining, pleasant to startle so many people at once by turning up when least expected.
62671.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ყველანი თვალებში შესციცინებდნენ, უყვავებდნენ, ებოდიშებოდნენ და დაბნეულობისაგან თვითონაც არ იცოდნენ, რას ამბობდნენ.
They all looked him in the eye lovingly, spoke ingratiatingly and apologetically, too taken aback to know what they were saying.
62672.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინა შეეხვეწებოდა: მოშინაურდი, წყალი მაინც შეისხი პირზე, ესეც შენი სახლიაო.
Popina begged him to make himself at home, at least wash his face, for it was after all his house.
62673.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უარის ნიშნად თავს იქნევდა მხოლოდ და იღიმებოდა, მაგრამ ახლა სხვანაირად, შემწყნარებლურად, სულგრძელად.
He just shook his head to say "no" and smiled, but this time in a different, reassuring, magnanimous way.
62674.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
როგორც მდაბიურად გადაცმული მეფე, რომელსაც შემთხვევით, ავდრის გამო შეუფარებია თავი საბრალო დედაბრის ქოხში.
Like a king disguised as a commoner whom bad weather forces to take shelter in a poor old woman's hovel.
62675.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უხარია, ბავშვურად უხარია, საცნაური რომ დაჰკარგვიათ, ვერ მიმხვდარან, ვინ სწვევიათ სტუმრად.
He is glad, glad as a child, to pass unrecognized, glad that people don't realise who their guest is.
62676.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თორემ, როგორ გაუბედავდნენ დარწყილული ლოგინის გაშლასა და ნათაგვარი პურის მირთმევას.
Or they wouldn't dare offer him a flea-ridden bed and mouse-eaten bread.
62677.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„სახლიც მაქვს და კარიც. რა შემატყვეთ სამაგისოო“ - იღიმებოდა კუსა.
"I have my own house and home. You don't need to offer me all this", Popeye said, smiling.
62678.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსა ახლაც მოულოდნელად მოვიდა. ის იყო, ევახშმათ.
This time Popeye had come unannounced. They had just had supper.
62679.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინას ერთმანეთზე შეწყობილი თეფშები გაჰქონდა სამზარეულოში, მაგრამ ტომრის ჟღრიალი რომ გაიგო, კარისკენ შემობრუნდა და გაჩერდა.
Popina was carrying a pile of plates to the kitchen, but when she heard the jingling sack, she turned towards the door and stopped.
62680.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა შვილს, უვნებელსა და საღ-სალამათს.
She was hoping to seeing her son safe and sound.