მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62821.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რა თქმა უნდა, მე ხომ შენი დისშვილი ვარ, ხალხი რას იტყვის?
"Of course, I'm your nephew, what will people say?"
62822.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფეხებზე მკიდია, რას იტყვის ხალხი. სადაც მინდა, იქ შევალ, ვისი რა საქმეა.
"I don't give a damn what people say. I go where I want, whose business is it?"
62823.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მე ცხოვრება მინდა, ცხოვრება კი ყველასია, ვინც მოიხმარს, ვისაც შნო აქვს.
"I want to live, and life is for anyone who can use it, who has any energy".
62824.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პატიოსნება მერე, როცა დავბერდებით, ჯერ კი ჩემი და შენი არ არსებობს.
"Morals are for later, when we get old: at the moment what's mine is yours, what's yours is mine".
62825.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რაც გუშინ შენი იყო, ის, შეიძლება, ხვალ ჩემი გახდეს. გახდება კიდეც.
"What was yours yesterday may be mine tomorrow, and it will be".
62826.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არავის არა აქვს ნება, წინ გადამიდგეს, დამიშალოს, მხოლოდ იმიტომ, დედაჩემმა არასწორად რომ გამაჩინა, სიჩქარეში რაღაც გამორჩა, რაღაც დაავიწყდა.
"Nobody's allowed to get in my way, or spoil things for me just because my mother had me in the wrong circumstances, was in too much of a hurry and forgot a few things".
62827.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არც შენ არა გაქვს უფლება, პირველ რიგში შენ, რადგან, სხვა თუ არაფერი, დედაჩემი შენი დაა, შენი სისხლი და ხორცი.
"And you, uncle, have no right, especially you, because my mother, among other things, is your sister, your flesh and blood".
62828.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რა ჩემი საქმეა, რომელმა გამაჩინეთ, ცალ-ცალკე თუ ორივემ ერთად. ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ, ერთნაირები.
"So what do I care who gave birth to me, one of you or both? To me, the two of you are one person, the same people".
62829.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ასე რომ, მეც თქვენისთანა ვარ, თუმცა ჩვენი ცხოვრება მაინც არ შეიძლება ერთად. ასე არ არის?
"And I'm one of you, although we can't get on with each other. That's so, isn't it?"
62830.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ასეაო“ - უპასუხა ცოტა ხნის მერე საკუთარ თავს და ტომრის ასაღებად დაიხარა.
"It is", he answered himself after a pause and bent down to pick up his sack.
62831.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ოთახიდან ზურგით გავიდა, თვალი არ მოუშორებია ფარნაოზის ხელებისათვის, ამ ხნის განმავლობაში მართლა ქვის ნამტვრევებივით უძრავად რომ ეყარნენ პატრონის მუხლებზე.
He walked backwards out of the room, not taking his eyes off Parnaoz's hands, which all this time lay on their owner's knees as motionless as fragments of stone.
62832.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სანამ კუსა ლაპარაკობდა, სიბნელიდან ხან მისი წითელი ხელის მტევანი გამოხტებოდა, ხან აცახცახებული ყბა, ცხვირი თუ ყურის ბიბილო.
While Popeye was talking, sometimes his red hands, and sometimes his quivering jaw, nose or ear-lobe would leap out of the dark.
62833.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თითქოს მდუღარე წყალი ადამიანის დაკუწულ სხეულს უთავბოლოდ ატრიალებდა.
As if chopped pieces of human flesh were constantly swirling in boiling water.
62834.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსას ლაპარაკმა ყველაზე მეტად პოპინა დააფრთხო.
What Popeye said frightened Popina most.
62835.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იატაკზე ჩაცუცქული, შიშისაგან უარესად დაპატარავებული, ცდილობდა, ჩოჩვა-ჩოჩვით, რაც შეიძლება შეუმჩნევლად გასცლოდა იქაურობას.
Crouching on the floor, even smaller when frightened, she was trying furtively to creep away.
62836.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ცდილობდა დასხლტომოდა სიძულვილის იმ წებოვან გუბეს, მის შვილს რომ ამოენთხია და თანდათან კიდევ უფრო იზრდებოდა.
She was trying to slip away from this sticky pool of hatred spewed out by her son, but the pool kept spreading.
62837.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იატაკის ღრმულებს ავსებდა, უხსენებლის ჯოგივით ბზინავდა და მოცოცავდა, თითქოს პოპინას უნდა სწვდენოდა კალთაში.
It was filling cracks in the floor, slithering like a shiny pack of horrible snakes, trying to get up her skirts.
62838.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინას გაქცევა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა.
Popina wanted to flee, but her feet would not obey her.
62839.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
დაკივლება უნდოდა და პირი ვერ გაეღო, თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა.
She wanted to scream, but couldn't open her mouth, as if it was all happening in a nightmare.
62840.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფარნაოზიც ისევ უძრავად იჯდა, მოწმესავით, და გული ამაზრზენი სიბრალულით ეწურებოდა.
Parnaoz still sat there motionless, like a witness; his heart overflowed with loathsome pity.