მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62841.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„არა, არ შეიძლება... ასე როგორ უნდა იცხოვროსო“ - ფიქრობდა იგი.
"No, we can't… we can't go on living like this", he thought.
62842.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსამ გული კი იჯერა, კი ამოიბერტყა, მაგრამ ფარნაოზის დუმილმა შეაშინა.
Popeye had unburdened himself and relieved his feelings, but he was alarmed by Parnaoz's silence.
62843.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ტანმა საფრთხე უგრძნო, უარესი, ნამდვილი საფრთხე, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის გაჩენილი, მისკენ მომავალი და არა ბრმა და განუკითხავი, ალალბედზე მოხეტიალე.
He intuitively sensed a new, greater danger, a real one threatening only him, directed at him, not blind, indifferent or random.
62844.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსა ლაპარაკშივე მიხვდა, მეტი რომ მოუვიდა, ღრმად რომ შეტობა უცნობ მდინარეში, დაუკრეფავში რომ გადავიდა.
Even as he talked, Popeye realised that he'd gone too far, leaping into an unknown river, crossing into alien territory.
62845.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ თავს ვეღარ მოერია, მცველის დუმილმა და გულგრილობამ გააცოფა, გაათავხედა.
But he couldn't stop himself: the guard's silence and indifference enraged him, provoked him to an outrage.
62846.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თუმცა იმ მცველს მძიმე და ბასრი ქვები წინასწარვე მოეგროვებინა კალთაში.
Even though this guard had got ready in his coat-tails a whole pile of heavy, razor-sharp stones.
62847.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„გიტყუებს, გეყოფა, ნუღა მიხვალ ახლოსო“, - განგაშობდა კუსას მეორე, მარად ფხიზელი გონება.
"He's luring you on, stop it, don't get any closer", Popeye's second, always sober mind warned him.
62848.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ კუსას აღარ შეეძლო გაჩერება, წერას აეტანა, წერა ერეკებოდა წინ.
But Popeye could not stop now, he was in thrall to fate.
62849.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსა ისე აიტანა შიშმა, შინამდე ძლივს მიათრია ფეხები.
Popeye was so carried away by fear that he could drag himself home.
62850.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„დამიგე, ვკვდებიო“, - ზღურბლიდანვე მიაძახა ცოლს და თითქმის გაუხდელი შეწვა ლოგინში.
"Make my bed, I'm dying", he called to his wife from the threshold and, barely undressing, got into bed.
62851.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პატუს სულელური შეკითხვებისთვის თავი რომ აერიდებინა, მაშინვე კედლისკენ გადაბრუნდა და ფიქრებს მიეცა. საფიქრალი კი ბევრი ჰქონდა.
To avoid Patu's stupid questions, he immediately turned to the wall and plunged into thought. He had a lot to ponder.
62852.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამ მოკლე ხანში ბევრი რამე გადახდენოდა თავს, რასაც წონასწორობიდან გამოეყვანა და თანდაყოლილი სიფრთხილის გრძნობაც დაევიწყებინა მისთვის.
A lot had happened to him in a short time, and it unbalanced him and blotted out his innate feeling of fear.
62853.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მართლაც რა საჭირო იყო, ფარნაოზსაც სცოდნოდა, რას ფიქრობდა მასზე კუსა. განა ამით ფარნაოზს რამე დააკლდებოდა?
Was it really necessary for Parnaoz to know what Popeye thought of him? Did that lessen his power?
62854.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პირიქით, ფარნაოზი ახლა უფრო ძლიერი იყო, მან იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა: მტრის ვინაობა და განზრახვა.
On the contrary, Parnaoz was now in a stronger position, he knew what he shouldn't know: his enemy's identity and plans.
62855.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსამ საიდუმლო გასცა. უბრალო კი არა, გადამწყვეტი, რომელსაც უნდა წარემართა მომავალი ბრძოლის ბედი.
Popeye had betrayed a secret, and not a simple one, but a decisive one which determined the result of the battle to come.
62856.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსამ კი ეს საიდუმლო თავისი ფეხით მიურბენინა მტერს; ვინ მოიქცეოდა ასე, ბრიყვის მეტი. არავინ.
Popeye had kicked this secret into enemy territory: nobody but a fool would do such a thing.
62857.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
შეიძლება ბრიყვსაც შეეკავებინა თავი. ბრიყვსაც! კუსამ კი ვერ შეიკავა, იმიტომ რომ...
Even a fool would have controlled himself! But Popeye didn't because…
62858.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არა, რაც არ უნდა გაბრაზებულიყო კუსა, სიბრიყვეს ვერ დასწამებდა თავს; ისევ შიშმა, ისევ წყეულმა შიშმა აურია გზა-კვალი.
No, however angry Popeye was, he couldn't call himself a fool: it was fear, that damned fear, that had thrown him.
62859.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
როცა ერთი ნაბიჯიღა აკლდა მსხვერპლამდე, უფრო ძლიერმა მხეცმა თვითონ მას გაუკეთა ნაბული.
Only a step away from his prey, he was ambushed by a more powerful beast.
62860.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კაცმა რომ თქვას, არც შიში გაემტყუნებოდა კუსას. ბიჭი იყავი და ნუ შეგეშინდებოდა.
In fact, Popeye couldn't be blamed for being afraid: you try not being afraid in his shoes!