მოიძებნა 668048 ჩანაწერი
62921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ვკვდებიო“ - სულთმობრძავივით ამოიქშენდა ხოლმე.
"I'm dying", he groaned like a man on his death-bed.
62922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ საწოლთან მირბენილ პატუს წიხლით იშორებდა, რადგან პატუც ის იყო, რაც მამამისი.
But when Patu came running to his bedside he kicked her away, because Patu and his father-in-law were one and the same.
62923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იმ დღეს დაჰკარგა კუსამ გონება, როცა ღვინის ვაჭარმა ბახამ ამ ქვეყანას თავი დაუკრა.
Popeye lost his mind the day Bakha the vintner went to a better world.
62924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ძაღლი მიგაკვდეს სულშიო“, - კი მიაძახა სიმამრს, ამდენი ხნის მოლოდინი წყალში რომ ჩაუყარა.
"You should be buried like a dog", he called to his father-in-law, who had wasted all his years of expectation.
62925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მთელი ქალაქის სამასხარაო გახადა, მაგრამ ბოლოს ლამის თვითონვე მიაკვდა.
It made him the laughing stock of the city and nearly taken him with him to death.
62926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
იმ დღეს დაიწყო ყველაფერი. დღეს კი დაგვირგვინდა. დღეს რომ კუსამ შიში და მღელვარება გადაიტანა, თავგზა დაებნეოდა კი არა, ისიც საოცარია, სული როგორ შერჩა.
That was the day when it all began. Today was the crowning day when Popeye endured fear and worry: it was surprising that he hadn't lost his bearings, that he was still alive.
62927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მართალია, მგელს გადაურჩა, მაგრამ ცოტას მორჩა მგლისფერ ძაღლს თვითონვე ჩაუვარდა ხახაში.
He'd escaped the wolf, only to risk falling into the jaws of a vicious dog.
62928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კაცი რომ დიდ განსაცდელს გადაურჩება, ტროყიაანთ ბიჭივით სულელდება, ლომი ბუზად ეჩვენება, ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.
When a man survives a great ordeal, he becomes a lumbering oaf of a boy, he thinks a lion is a fly, that heaven and earth are both under his control.
62929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თუმცა მაინც კუსაა დამნაშავე. ხომ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
But it was still Popeye's fault. He knew whom he was dealing with.
62930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კაცი კუბოშიც რომ გაღიმებული იწვება, იმისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
A man who smiles as he lies in his coffin is capable of anything.
62931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ისე, კაცმა რომ თქვას, რა ჰქონდა სატირელი.
Frankly, though, what had he got to complain about?
62932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ტაშფანდურით იცხოვრა, რაც რამე ჰქონდა, მუცელს მოახმარა.
He lived to the sound of music, whatever he had he spent on his stomach.
62933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თუმცა არა, ოჯახზედაც იზრუნა, ისეთი სახედარი დაუტოვათ, არაფერს გაუჭირვებდათ.
But he did look after his family by leaving them such a good working donkey that they needed nothing else.
62934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
აკი ასეც დაუბარა იმ მართლა ვირსა და ოტროველას: ახლა შენ იცი და შენმა ბიჭობამო.
And that stupid donkey inherited what it deserved: "Now you know what sort of man you are", it was told.
62935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კისერზე კი კრამიტის ნამტვრევი და ორმეტრიანი თამასუქი ჩამოჰკიდა, ნიშანი დაადო, ჩემს არყოფნაში, ემანდ ვინმეს არ შეგეშალოთ, ჩემი ვირიაო.
It had a broken roof tile and a yard-long promissory note hung round its neck, so that in the absence of the deceased nobody should doubt whose donkey it was.
62936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამიტომაც იღიმებოდა, არხეინად იწვა ვაზის ყლორტებით მორთულ სარკოფაგში და იღიმებოდა.
That's why Bakha was smiling, relaxing in his sarcophagus decorated with vine shoots.
62937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ, თუ სამართალი არსებობდა, ახლა კუსასთვის უნდა ეცლიათ, მისი ჯერი იყო და არც აპირებდა ვალში დარჩენას.
But if there was any justice, it was now Popeye's turn, and he was going to have his due.
62938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თუმცა, მკვდრის ღიმილი მოსვენებას უკარგავდა, თავისკენ ეწეოდა, გამოცანასავით კვიმატი და მიმზიდველი.
But the dead man's smile unsettled him, it intrigued him as an ominous and alluring puzzle.
62939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსაც, ვინ იცის მერამდენედ, გადაემხობოდა ხოლმე სარკოფაგს და სიმამრის შეშუპებულ სახეს ჯიუტად ჩასცქეროდა.
Popeye bent over the sarcophagus countless times, staring hard at his father-in-law's swollen face.
62940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„მგონი კიდევ რაღაცას მიპირებს ეს პირქვე დასამარხიო“, - ფიქრობდა.
"I feel that vampire's got something more in mind for me", he thought.