მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„რაც უფრო პატარა ხარ, უკეთესად დაიმალებიო; ხოლო რაც უკეთესად დაიმალები, ხმაც აგეწევა და ფასიცო“.
"The smaller you are, the easier it is to hide; and the better you hide, the louder your voice and the greater your value".
63002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ვერ უნდა გიპოვონ, ვერა!“ - იყვირა უცებ კუსამ.
"They mustn't be able to find you, ever!" Popeye suddenly yelled.
63003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
საწოლზე წამოჯდა, მერე საჩვენებელი თითი ბზარში შეყო და ჭრიჭინა გაჭყლიტა, გამომჟღავნებული მსტოვარივით ზედმეტი და უვარგისი.
He sat up in bed, then stuck his index finger in the crack and squashed the cricket, which, as an exposed spy, was now superfluous and worthless.
63004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სანამ ფარნაოზი კრეტაზე წავიდოდა, ბიძა-დისშვილი ერთხელ კიდევ შეხვდნენ სალაპარაკოდ.
Before Parnaoz left for Crete, uncle and nephew met once more for a talk.
63005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უთენია წამომდგარ ფარნაოზს კარგა ხანს მოუწია ლოდინი ბერძნის წყაროსთან, სანამ კუსას ტომრის ჟღრიალს გაიგონებდა.
Parnaoz got up at dawn and spent some time waiting at the Greek's source, until he heard the jingling of Popeye's sack.
63006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ბიძა რომ დაინახა, კუსამ ნაბიჯი შეანელა, მაგრამ არ შეჩერებულა, არც ღიმილი მოშორებია.
Once he saw his uncle, Popeye slowed down, but didn't halt, or stop smiling.
63007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სახე დაეძაბა, თითქოს გზაზე გაწოლილი ქოფაკისთვის გვერდი უნდა აევლო.
His face became tense, as if he had to avoid a lurking vicious dog on his way.
63008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
კუსამ სწორედ წინა დღეს კრეტაზე გასაგზავნი ხელოსნების სიაში ჩააწერინა ფარნაოზი და სრულებითაც არ გაჰკვირვებია ამ დილა-უთენია მისი დანახვა.
The day before Popeye had put Parnaoz's name on a list of craftsmen being sent to Crete, so that he wasn't at all surprised to see him at the crack of dawn.
63009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სასახლეში ნათქვამი სიტყვა ყოველთვის მთქმელზე ადრე გამოდიოდა ქალაქში.
Anything said in the palace always did the rounds of the city before the person who had said it.
63010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ კუსამ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, რადგან იმ წუთას დარწმუნებული იყო, ორივესთვის, თავისთვისაც და ბიძისთვისაც, სასიკეთო საქმეს აკეთებდა.
But Popeye didn't give a damn, because he was at that moment sure that he was doing the right thing for both of them, for himself and for his uncle.
63011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არც სხვებისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და გასაკვირი კუსას ამგვარი თავგამოდება.
Nor should anyone else be surprised or amazed by Popeye putting himself out like this.
63012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ხელოსანი რომ ყოფილიყო, თვითონაც ჩაეწერებოდა, რადგან, როგორც სასახლეში გაეგო და დაესწავლა, მინოსის სამსახური ყველა მოკვდავის წმიდათაწმიდა ვალი იყო.
If he'd been a craftsman, he would have enlisted, too, because, as he heard and realised in the palace, serving King Minos was every mortal's most sacred duty.
63013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მინოსს კი, ყველაზე დიდ მეფეს, ყველაზე დიდი სასახლის მშენებლობა წამოეწყო და ხელოსნები სჭირდებოდა.
And Minos, the Supreme King, had started building the biggest palace in the world and needed craftsmen.
63014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
განა ასე არ გამოუცხადეს: მინოსს ხელოსნები შემოუთვლია და აბა, თქვენ იცით, არავის არ უნდა ჩამოვრჩეთო.
This had been announced, of course: Minos has ordered craftsmen to be sent and so, naturally, we should all pull our weight.
63015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რომელი ხელოსანი დაიხევდა უკან, თუკი ასეთი ბედნიერი შემთხვევა მიეცემოდა თავისი ერთგულებისა და ოსტატობის გამოსამზეურებლად.
What craftsman would back out if he were given such a chance to demonstrate his loyalty and his craftsmanship?
63016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ხე, ხე, სირცხვილი არ არის, ამისთანა ბიძის პატრონს ჩაქუჩის დაჭერაც არ შემეძლოსო“, - ამბობდა კუსა.
"Ha, ha, what a shame that I have an uncle like that, but I can't even handle a hammer", Popeye said.
63017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ეღიმებოდა, როცა რომელიმე კარისკაცი ხელს წაკრავდა და მიაძახებდა, შენც კარგი მამაძაღლი ხარო.
He smiled when a courtier clapped him on the back and said, "You really are a fine son of a bitch!"
63018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
გამოჩნდა თუ არა კუსა, მაშინვე მიხვდა ფარნაოზი, ისევ რომ გაბითურებულიყო, ისევ გაბმულიყო მახეში და ისევ საკუთარი სიბრიყვის წყალობით.
The moment Popeye appeared, Parnaoz realized that he'd been fooled again, ensnared again, yet again thanks to his own stupidity.
63019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ეტყობა, ვერასოდეს ვისწავლი ჭკუასო“, - ფიქრობდა იგი, მაგრამ აღარც გაბრუნება შეეძლო.
"It looks as if I'll never learn sense", he thought, but it was too late to turn back.
63020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უბრალოდ თავიც აღარ ჰქონდა, ერთი დღე კიდევ გაეძლო მტანჯველი ფიქრებისათვის.
He was unable to endure one more day of agonizing thoughts.