მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63061.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მონახვეჭი კი არ გააძლიერებდა, როგორც ჭირნახული გლეხს, არამედ დაასუსტებდა, როგორც მახრჩობელა გველს გადაყლაპული კურდღელი.
His acquisitions didn't strengthen him, as a harvest makes a peasant; they weakened him, as swallowing a rabbit weakens a python.
63062.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ეს ბუნებასაც გაეთვალისწინებინა და ამიტომაც გამოეყოლებინა გესლის ჯირყვლები.
Nature had foreseen this and therefore gave him poison glands.
63063.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მონელების ჟამს, მშობიარე ქალივით დაუძლურებული, გესლს უნდა დაეცვა იგი.
When digesting, he was as weak as a woman giving birth, and had to be protected by poison.
63064.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამგვარმა ფიქრებმა ფარნაოზს ძილი გაუტეხა, სამარიდან ამოღებულს დაემსგავსა.
Such thoughts stopped Parnaoz from sleeping: he looked like a disinterred corpse.
63065.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სანამ პოპინა არ მოუკაკუნებდა კედელზე, უთავბოლოდ დაბორიალობდა ოთახში, თითქოს კარ-ფანჯარა ამოექოლათ და გამოსავალს ვეღარ პოულობდა.
Until Popina knocked on the wall, he would prowl up and down his room as if the door and window had been bricked up and he couldn't find a way out.
63066.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
დილით პოპინას დანახვისა რცხვენოდა და უსაუზმოდ გარბოდა შინიდან.
In the morning he was embarrassed when he saw Popina and ran out of the house without breakfasting.
63067.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რათა ჩქარა აცოცებულიყო თავის უკაცურ კუნძულზე და ჩაქუჩით ემტვრია ქვის ხორკლიანი ზედაპირი.
All the quicker to climb onto his desert island and break the stone's rough surface with his hammer.
63068.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
საზარელი განზრახვის ლიბრგადაკრული თვალები და ბასრი, გამყინავად ბასრი კბილები.
Carving the wall-eyes and the chillingly razor-sharp teeth of the horrific plan.
63069.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„მაგ ხნის კაცები ბავშვებივით არიან, მარტო წოლა უჭირთო“ - ეუბნებოდა ქალუკა ძმის მოუსვენრობით აფორიაქებულ პოპინას.
"Men his age are like children, they can't go to bed alone", Kaluka told Popina, who was upset by her brother's restlessness.
63070.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინაც ასე ფიქრობდა, გული უგრძნობდა, ქალი იყო გახვეული საქმეში და ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა ის, რისიც ყველაზე ძალიან ეშინოდა.
Popina agreed: she suspected there must be a woman involved, and sooner or later what she most feared would happen.
63071.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინას ფარნაოზის მომავალი ცოლის ეშინოდა.
Popina was afraid of Parnaoz's future wife.
63072.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ქალღმერთი თუ მეძავი, პოპინა მაინც ფეხებს დაუკოცნიდა, გულითა და სულით შეიყვარებდა.
Whoever she was, goddess or whore, Popina would still kiss her feet, would love her, heart and soul.
63073.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ რა ვალდებული იქნებოდა ის, ან რატომ უნდა მოეთმინა ნამუსახდილი და მიგდებული დედაკაცი.
But what obligations would she feel, why should she put up with a dishonoured and rejected woman?
63074.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
საკუთარი ოჯახისთვის შერცხვენის მეტი არაფერი მოეტანა, რომლის მიზეზითაც ამ დასაქცევ სახლში ყველას ერთმანეთი ძულდა.
She had brought nothing but shame to her family and who was the reason why everyone in this accursed house hated one another.
63075.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რძალმა კი არა, შვილმა არ ინდომა იგი და სწორეც იყო, რადგან დედას თუ წაიყვანდა, ცოდვიანად უნდა წაეყვანა.
A sister-in-law would feel the same as her son who disliked her, and rightly so, because if he took her to his new house he would bring her sin with her.
63076.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინას ცოდვას კი ერთი სახლი უკვე წაებილწა და ესეც კმაროდა.
It was enough that Popina's sin had already defiled one house.
63077.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
აქაც მამის ხათრით აჩერებდნენ ალბათ.
They kept her on here probably only out of respect for her father.
63078.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არა, ფარნაოზს არასოდეს არ უგრძნობინებია, არ მსიამოვნებს შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაო.
Parnaoz had never made her feel that he disliked living under the same roof as her.
63079.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ ვინაა თავდები, ძალით რომ არ აკავებდა ფარნაოზი პირზე მომდგარ სიტყვას.
But who could be sure that he was just being guarded about what Parnaoz said?
63080.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ავს თუ არ ამბობდა, არც კარგი უთქვამს ფარნაოზს როდისმე დისთვის.
Parnaoz'd never said a kind word or a bad word to his sister.