მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მართლა არ ახსოვდა პოპინას ძმის ტკბილი სიტყვა, ხოლო კუსა რომ გაჩნდა, იმ დღის მერე გაღიმებულიც აღარ უნახავს.
Popina really couldn't remember her brother saying a kind word and, ever since Popeye had appeared, she'd never seen him smile, either.
63082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
არ აპატია და იმიტომ, მაგრამ ფარნაოზი მაინც სხვა იყო და ფარნაოზის ცოლი სხვა.
So he'd never forgiven her. Parnaoz was one thing, his future wife another.
63083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ცოლს ბევრი რამე შეეძლო.
A wife could do a lot.
63084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
შეიძლება ფარნაოზიც ამიტომ ითრევდა ფეხს, დას ზოგავდა, და ეცოდებოდა.
Perhaps that was why Parnaoz was in no hurry, he was sparing his sister, he was sorry for her.
63085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ აღარც უცოლობა შეეძლო და უხმოდ, უთქმელად იტანჯებოდა.
But he couldn't manage without a wife and he was suffering silently.
63086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ანდა... არა, პოპინას არ უნდოდა დაეჯერებინა კუსას იმდღევანდელი ნათქვამი.
Or else… Popina didn't want to believe what Popeye had said that day.
63087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რას არ ამბობდნენ კაცები სიბრაზეში, მამა შვილს არ ზოგავდა და შვილი მამას.
The things men say when they’re angry: father doesn't spare son, nor son father.
63088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მეტი რა იცოდა პოპინამ, მეტი რა მოესმინა, რამდენჯერ გადატრიალებია გული, სანამ დარწმუნდებოდა, რომ ეს კაცების თვისება იყო.
Popina was well aware, she'd heard a lot, how often she'd been distraught, until she became convinced that this was just typical of men.
63089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სამაგიეროდ, დღემდე სჯეროდა, მის დასაშინებლად რომ იქცეოდნენ კაცები ასე.
Now she still believed that men acted like this to frighten her.
63090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მის დასაკნინებლად იგონებდნენ საზარელ სიტყვებს, თვითონ კი, ერთი წუთის შემდეგ აღარაფერი ახსოვდათ.
They found horrible words to demean her, but a minute later they themselves remembered nothing.
63091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
„ყველას ხელს ვუშლი, ყველას სიცოცხლეს ვუმწარებო“ - ზმუოდა პირმოკუმული პოპინა.
"I'm in everyone's way, I spoil everyone's life", Popina lamented through pursed lips.
63092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
დატყვევებული ჩიტივით შემკრთალი და გაკვირვებული უსმენდა, როგორ დაძრწოდა ძილგამკრთალი ფარნაოზი კედლის იქით.
As frightened and startled as a trapped bird, she listened to Parnaoz prowling, unable to sleep, on the other side of the wall.
63093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფარნაოზმა ერთი პირობა გადაწყვიტა კიდეც, ეთქვა პოპინასთვის თავისი წუხილისა და მოუსვენრობის მიზეზი.
Parnaoz almost decided to tell Popina the reason for his misery and restlessness.
63094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ რა სიტყვებითაც არ უნდა გამოეთქვა ეს მიზეზი, ისე დაუჯერებლად და ამავე დროს ისე საზარლად ჟღერდა, უკანასკნელ წამს ენას კბილს დააჭერდა ხოლმე.
But whatever words he might use to express that reason sounded so unbelievable and so horrible, that at the last moment he bit his tongue.
63095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
დას ეხვეწებოდა: თავი გამანებე, არც არაფერი მტკივა, არც ცოლის შერთვას ვფიქრობო.
He just begged his sister, "Leave me alone, I'm not in any pain, I'm not thinking of marrying".
63096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მართლაც, როგორ ეთქვა ამ საბრალო ქალისთვის, მისი შვილის მოკვლას რომ აპირებდა და იმიტომ ვეღარ დატეულიყო თავის საწოლში.
How could he tell this poor woman that the reason he couldn't stay in bed was that he intended to kill her son?
63097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
პოპინა ერთ რამეში იყო მართალი.
Popina was right in one respect.
63098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
თავისი გაუთავებელი შეკითხვებით ფარნაოზიც მიახვედრა, რომ კუსას მკვლელობაზე ფიქრი, თავისი დაუნდობლობითა და ტკივილებით, ძალიან ჰგავდა ინოზე ფიქრს.
Her constant questioning made Parnaoz realise that his thoughts of killing Popeye were just as relentless and painful as his thoughts about Ino.
63099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფარნაოზის განზრახვას აღსრულება არ ეწერა, მაგრამ ამაზე მეტად მაინც ვერ დაიტანჯებოდა, გინდაც მართლა მოეკლა კუსა.
Parnaoz's plan was doomed to be abandoned, but he couldn't have been in more agony if he had actually killed Popeye.
63100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფარნაოზს გონებაში მკვლელობა უკვე ჩაედინა, ახლა მხოლოდ გვამის გამოტანაღა აკლდა სააშკარაოზე, უფრო სწორედ, სასჯელი.
In his mind, Parnaoz had already committed murder, all he had to do was to drag out the corpse for all to see, or rather face punishment.