მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63101.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
რადგან მხოლოდ სასჯელს შეეძლო მისი დამშვიდება.
Because only punishment would give him peace.
63102.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამიტომაც იყო, დღემდე განუცდელი მღელვარება რომ დაეუფლა.
That's why he was overcome by a hitherto unprecedented anxiety.
63103.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამიტომაც იყო, გამაოგნებელი ნეტარება რომ მოჰგვარა ქალაქში დარხეულმა ხმამ ხელოსნების კრეტაზე გამგზავრების შესახებ.
That's why the rumour that shook the city about craftsmen being despatched to Crete gave him a stunning feeling of bliss.
63104.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ფარნაოზს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს პირადად მისთვის გამოეტანა განაჩენი.
Parnaoz felt as if sentence had been passed on him personally.
63105.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სადღაც, ცხრა ზღვის იქით, ვიღაცას, ღმერთივით მკაცრსა და სამართლიანს, ზღვების იქითაც რომ შეეძლო კაცის გულში ჩახედვა, ფიქრის ამოკითხვა და დასჯაც.
Somewhere, far across the ocean, someone as cruel and just as a god had looked into a man's heart, read his mind and judged him.
63106.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ იყო მეორე საშიშროებაც.
But there was another danger.
63107.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ხომ შეიძლებოდა, აქ ვერ მიმხვდარიყვნენ, ვისთვის იყო ეს განაჩენი გამოტანილი.
It was possible that they misunderstood whom sentence had been passed on.
63108.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ანდა, სწორედ იმიტომ, რომ მიხვდებოდნენ, მის მაგივრად სხვა გაეგზავნათ, ის კი დაენდოთ, დაემალათ, როგორც უხეიროს შვილი და კუსას ბიძა.
Or they understood but had despatched someone else instead, while they trusted in Parnaoz and hid him because he was Ukheiro's son and Popeye's uncle.
63109.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
ამიტომაც, ბევრი აღარ უყოყმანია და მეორე დილასვე, უთენია წამომდგარი, ბერძნის წყაროსთან დაელოდა კუსას.
So he did not delay and the very next morning got up at dawn to wait for Popeye at the Greek's source.
63110.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
- კრეტაზე რა გინდა, ოჯახს ვის ანაბარა ტოვებო? - ხელები გაშალა კუსამ, როცა ბიძის სათხოვანი მოისმინა.
"Why do you want to go to Crete: who's going to take care of the family?" asked Popeye, spreading his arms when he heard his uncle’s request.
63111.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
გუნებაში კი გაიფიქრა: მთლად წამხდარა ეს უბედურიო.
Privately he was thinking: "The wretch really is off his head".
63112.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
- ქვეყანა მიდის. წავალ, ბედსა ვცდი. - თქვა ფარნაოზმა.
"The whole country is going. I'll go and try my luck", said Parnaoz.
63113.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
- კაცო, წუხელ კოღომ მიკბინა, რა შხამი ჰქონდა ამისთანა იმ ოხერს, ძუძუს ქვეშ მუშტისხელა ღუღუდო გამიჩინაო - თქვა კუსამ და მკერდი მოიქექა.
"Listen, man; yesterday I was stung by a mosquito: it must have been a venomous one, it's left a lump the size of my fist under my nipple" said Popeye, scratching his chest.
63114.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
- დანის პირი უნდა მოგესვა, - უთხრა ფარნაოზმა.
"You should have lanced it with the tip of a knife", Parnaoz told him.
63115.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
- დანის პირი რა, კრაზანას კი არ უკბენია, შე კაცო - გაიღრიჯა კუსამ.
"Why use a knife? It wasn't a wasp that stung me, man", said Popeye with a smile.
63116.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მერე დაამატა: არ დაგზარდები, ბიძაჩემო, მაგრამ ცოტა ძნელი საქმე კია, მსურველი ბევრიაო.
Then he added: "I don't mind helping you, uncle, but it's not very easy, there are a lot of people who want to go".
63117.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
სანამ კუსა თვალს არ მიეფარა, ფარნაოზი ბერძნის წყაროსთან იდგა და გაჰყურებდა.
Parnaoz stood by the Greek's source watching until Popeye was out of sight.
63118.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
გამგზავრების დღე რომ დადგა, ფარნაოზი გამოსამშვიდობებლად მამასთან შევიდა.
When the day came for departure, Parnaoz went in to say goodbye to his father.
63119.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
უხეირო ისევ ქარგავდა, თითქოს ამ ხნის განმავლობაში მისთვის არაფერი შეცვლილიყო.
Ukheiro was embroidering, as if all this time nothing had changed.
63120.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი VII
მაგრამ ფარნაოზს მაშინვე თვალში ეცა, როგორ მოეტეხა და გაენადგურებინა დროსა და ავადმყოფობას უხეიროს უზარმაზარი სხეული.
But Parnaoz was immediately struck by the way time and illness had broken and destroyed Ukheiro's enormous body.