მოიძებნა 669200 ჩანაწერი
630981.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
3. საბერძნეთისთვის, დროებითი განთავისუფლების სახით, მის ტერიტორიაზე წარმოებული სიგარეტების 1-ლ პუნქტში მოხსენიებული მაქსიმალური გამოსავლიანობის გამოყენების თარიღია 2007 წლის 1-ლი იანვარი.
3. For Greece, as a temporary derogation, the date of application of the maximum tar yield of cigarettes manufactured and marketed within its territory, as referred to in paragraph 1, shall be 1 January 2007.
630982.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
მუხლი 4 გაზომვის მეთოდები
Article 4 Measurement methods
630983.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
1. სიგარეტებიდან ფისის, ნიკოტინისა და ნახშირჟანგის გამოსავლიანობა იზომება თანახმად ISO-ს სტანდარტებისა: 4387 ფისისათვის, 10315 ნიკოტინისათვის და 8454 ნახშირჟანგისათვის.
1. The tar, nicotine and carbon monoxide yields of cigarettes shall be measured on the basis of ISO standards 4387 for tar, 10315 for nicotine, and 8454 for carbon monoxide.
630984.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
პაკეტებზე ფისისა და ნიკოტინის აღნიშვნების სიზუსტე მოწმდება თანახმად ISO-ს სტანდარტისა 8243.
The accuracy of the tar and nicotine indications on packets shall be verified in accordance with ISO standard 8243.
630985.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
2. 1-ლ პუნქტში მოხსენიებული ტესტები ტარდება და მოწმდება ტესტირების ლაბორატორიების მიერ, რომლებიც დამტკიცებულია და კონტროლდება წევრსახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
2. The tests referred to in paragraph 1 shall be carried out or verified by testing laboratories which are approved and monitored by the competent authorities of the Member States.
630986.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
წევრსახელმწიფოები კომისიას უგზავნიან დამტკიცებული ლაბორატორიების სიას, აღნიშნავენ რა დამტკიცებისთვის გამოყენებულ კრიტერიუმებსა და კონტროლის გამოყენებულ მეთოდებს, 2002 წლის 30 სექტემბრისთვის და ყოველთვის, როდესაც კი რაიმე ცვლილება იქნება განხორციელებული.
Member States shall send the Commission a list of approved laboratories, specifying the criteria used for approval and the methods of monitoring applied, by 30 September 2002, and whenever any change is made.
630987.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
3. წევრსახელმწიფოებს შეუძლიათ აგრეთვე მოსთხოვონ თამბაქოს მწარმოებლებს ან იმპორტიორებს, ჩაატარონ ესა თუ ის სხვა ტესტები, რომლებიც შეიძლება დააწესონ კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა, რათა შეაფასონ გამოსავლიანობა სხვა ნივთიერებებისა, რომელთაც წარმოქმნის მათი თამბაქოს ნაწარმი მისი სამარკო სახელწოდებებისა და ტიპების მიხედვით, და იმისთვის, რათა შეაფასონ ამ სხვა ნივთიერებათა ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, მათი შეჩვევის გამომწვევი თვისების გათვალისწინებით.
3. Member States may also require tobacco manufacturers or importers to carry out any other tests as may be laid down by the competent national authorities in order to assess the yield of other substances produced by their tobacco products on a brand-name-by-brand-name basis and type-by-type-basis and in order to assess the effects of those other substances on health, taking into account, inter alia, their addictiveness.
630988.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
4. მე-3 პუნქტის თანახმად ჩატარებული ტესტების შედეგები ყოველწლიურად წარედგინება შესაბამის ეროვნულ ორგანოებს.
4. The results of tests carried out in accordance with paragraph 3 shall be submitted to the relevant national authorities on an annual basis.
630989.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
წევრსახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ტესტების შედეგების ნაკლებად ხშირი გამჟღავნება იმ შემთხვევებში, როდესაც პროდუქტის სპეციფიკაციები არ შეცვლილა.
Member States may provide for less frequent disclosure of test results in cases where the product specifications have not varied.
630990.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
წევრსახელმწიფოებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ამგვარი პროდუქტის სპეციფიკაციების ცვლილებების შესახებ.
Member States shall be informed of changes in such product specifications.
630991.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
წევრსახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ მუხლის თანახმად წარდგენილი ინფორმაციის ყველა სათანადო საშუალებით გავრცელებას მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით, რის დროსაც მხედველობაში იღებენ, როდესაც კი ეს მიზანშეწონილია, ნებისმიერ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სავაჭრო საიდუმლოს შეადგენს.
Member States shall ensure the dissemination, by any appropriate means, of information submitted in accordance with this Article with a view to informing consumers and in so doing shall take account, where appropriate, of any information which constitutes a trade secret.
630992.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
5. ყოველ წელს წევრსახელმწიფოები ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ მთელს მონაცემებსა და ინფორმაციას გადასცემენ კომისიას, რომელიც მხედველობაში მიიღებს მათ მე-11 მუხლში მოხსენიებული ანგარიშის შედგენისას.
5. Each year Member States shall communicate all data and information submitted pursuant to this Article to the Commission, which shall take account thereof when drawing up the report referred to in Article 11.
630993.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
მუხლი 5 ეტიკეტირება
Article 5 Labelling
630994.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
1. სიგარეტებიდან ფისის, ნიკოტინისა და ნახშირჟანგის გამოსავლიანობა, გაზომილი მე-4 მუხლის თანახმად, იბეჭდება სიგარეტის პაკეტის ერთ მხარეზე, იმ წევრსახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, სადაც ეს პროდუქტი ბაზარზეა გატანილი, ისე, რომ დაფარული იყოს შესაბამისი ზედაპირის არანაკლებ 10%.
1. The tar, nicotine and carbon monoxide yields of cigarettes measured in accordance with Article 4 shall be printed on one side of the cigarette packet in the official language or languages of the Member State where the product is placed on the market, so that at least 10 % of the corresponding surface is covered.
630995.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
აღნიშნული პროცენტული ნორმა იზრდება 12%-მდე იმ წევრსახელმწიფოთათვის, რომელთაც ორი ოფიციალური ენა აქვთ, და 15%-მდე იმ წევრსახელმწიფოთათვის, რომელთაც სამი ოფიციალური ენა აქვთ.
That percentage shall be raised to 12 % for Member States with two official languages and to 15 % for Member States with three official languages.
630996.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
2. თამბაქოს ნაწარმის ყოველ ინდივიდუალურ საფუთავზე, გარდა პერორალური გამოყენებისთვის განკუთვნილი თამბაქოსი და სხვა უკვამლო თამბაქოს ნაწარმისა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი გაფრთხილებები:
2. Each unit packet of tobacco products, except for tobacco for oral use and other smokeless tobacco products must carry the following warnings:
630997.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
(ა) ზოგადი გაფრთხილებები:
(a) general warnings:
630998.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
1. „თამბაქოს მოწევა კლავს/თამბაქოს მოწევამ შეიძლება მოგკლათ“;
1. ‘Smoking kills/Smoking can kill;
630999.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
2. „თამბაქოს მოწევას სერიოზული ზიანი მოაქვს თქვენთვის და თქვენ გარშემო მყოფთათვის“.
2. ‘Smoking seriously harms you and others around you.’
631000.
საერთაშორისო ურთიერთობები | ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2001-37-EC
ზემოთ აღნიშნული ზოგადი გაფრთხილებები ისეთნაირად უნდა მონაცვლეობდეს, რომ გარანტირებული იყოს მათი რეგულარული გამოჩენა.
The general warnings indicated above shall be rotated in such a way as to guarantee their regular appearance.