მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63181.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს ორმოცი ათასი ფარნაოზი ტყუპისცალივით ერთდროულად გარბოდა ფეხსადგილისკენ.
These forty thousand, like Parnaoz's twins, ran together to the latrine.
63182.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთდროულად იკლავდა წყურვილს და ერთდროულად წვებოდა დასაძინებლად.
They quenched their thirst at the same time and lay down to sleep at the same time.
63183.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რათა უთენია, ზედამხედველების ყვირილზე, ისევ სინანულითა და გინებით მიეტოვებინა გაურანდავი ფიცრის ნარები.
In order, when the overseers yelled at dawn, to leave their bunks of unplaned boards with regret and curses.
63184.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მძიმე ჩაქუჩებით აღჭურვილი ისევ ლოდებს მისეოდა, ისევ ლოდებზე ამოეყარა ჯავრი.
Armed with heavy hammers, to attack the rocks again, and work out their anger on the rocks.
63185.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დილიდან საღამომდე ეჭიდებოდნენ ისინი ქვის სიჯიუტეს, ხლეჩდნენ და აპობდნენ, ამტვრევდნენ და აქუცმაცებდნენ ამ უძრავსა და უგრძნობელ ურჩხულებს.
All day long they fought the stone, chopping and cleaving it, crumbling and shattering these immobile and unfeeling monsters.
63186.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
საზარელი პირებიდან მტვერს და ნაპერწკლებს აფრქვევდნენ და ხარხარებდნენ.
They showered them with dust and sparks from their horrible mouths and guffawed.
63187.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სანამ მათი სიმტკიცითა და სიკერპით გასავათებულ კაცს მკლავები დააწყდებოდა.
Until humans, worn out by their hardness and obstinacy, could no longer lift their arms.
63188.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სხვებისაგან განსხვავებით ფარნაოზს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ქვასთან.
Unlike the others, Parnaoz had a special relationship with stone.
63189.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მას ქვა უყვარდა, მესაიდუმლედ გაეხადა, მოგონებებით დაესახლებინა.
He loved stone, dressing it with mysteries, filling it with memories.
63190.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ნამდვილი ბუნება ჯერ კიდევ ბედავდა სამზეოზე გამოსვლას.
This was the only place where his real nature dared to come to the surface.
63191.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ქვა ფარნაოზის მეგობარი იყო, უტყვი და ერთგული მეგობარი.
Stone was Parnaoz's friend, a dumb and loyal friend.
63192.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რომელსაც ყოველ დილით გამოყავდა იგი ორმოციათასიანი კაცის აშმორებული ზღვიდან, რათა ერთხელ კიდევ გადაერჩინა დახრჩობას.
Who lifted him every morning out of the musty sea of forty thousand men and once more stopped him drowning.
63193.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზიც ანებივრებდა თავის მეგობარს, გაუფრთხილებლად არასოდეს დაჰკრავდა ჩაქუჩს.
Parnaoz was indulgent towards his friend, always taking care where he aimed the hammer.
63194.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჯერ ხელს გადაუსვამდა, მტვერს გადასწმენდდა, გამოაღვიძებდა და მხოლოდ მერე შეაბიჯებდა დაბურულ ტალავარში, თვითონვე რომ ამოეტვიფრა ხორკლიან ზედაპირზე.
First he used his hand to wipe off the dust, then he woke the stone before stepping into the virgin territory which he had cut in the rough surface.
63195.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამიტომაც იყო, მისი საჭრეთელი თავისუფლად, ვნებიანი თრთოლვითა და ტკრციალით რომ მისრიალებდა ქვის ძარღვებში, როგორც ქალის თმაში სავარცხელი.
That was why his chisel slipped freely, with a passionate quiver and crackle, into the rock's veins, like a comb through a woman's hair.
63196.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გახარებული ცუგა მთელ კუნძულს ყეფით იკლებდა, ყველა ხვრელსა და ნაპრალში ცხვირსა ყოფდა.
Tsuga joyfully filled the whole island with her barking, she stuck her nose into every cranny and crack.
63197.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
აცემინებდა და ნაცრისფერ მტვერში ამოგანგლულ ნესტოებს ფარნაოზს წვივზე ახოცავდა.
She would sneeze and wipe her nostrils, covered in grey dust, on Parnaoz's shins.
63198.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კუნძულზე ვაშლის სუნი იდგა, ვაშლისა და მარადიულ სიგრილეში დარბილებული მიწისა.
The island smelled of apples and of earth softened in constant coolness.
63199.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„კარგი გოგოა ინო, ფარნაოზ, აგე, რა ამბით მორბის“ - ეუბნებოდა ფარნაოზს უჩინარი დარიაჩანგი.
"Ino's a good girl, look, Parnaoz, what she's up to!" an invisible Dariachangi would say to Parnaoz.
63200.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზიც უნებურად იქითკენ იყურებოდა, საითაც ხმა ახედებდა.
Parnaoz would automatically look as the voice told him.