მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63241.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
პატრონი კი ნელა მოდის, ძაღლების სიფხიზლეში დარწმუნებული, სიამოვნებას იხანგრძლივებს, მოღიღინებს, კეტს მოათამაშებს.
But the master takes his time coming; sure of the dog's vigilance, he prolongs his pleasure, humming, playing with his club.
63242.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არა, უხეირო შორიდან ქვების ყორეს ჰგავდა, გაქურდულ კვარცხლბეკს.
Didn't Ukheiro look from a distance like a heap of stones, a looted pedestal.
63243.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რომელზედაც, სისხლითა და სიმამაცით მოპოვებული სახელის ნაცვლად, ვერაგი ბედისწერა დასკუპებულიყო და ათასნაირად იჭყანებოდა.
On which, instead of a name renowned for blood and bravery, treacherous fate had clambered and made countless mocking faces.
63244.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამიტომ იყო, მოსაყოლიც რომ არაფერი ჰქონდა ფარნაოზს ერთი ქეციანი ძაღლისა და გოგოს ამბის მეტი.
So Parnaoz had nothing to tell apart from the story of a mangy dog and a girl.
63245.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ის ერთი უბრალო ხელოსანი იყო, კუსას თქმის არ იყოს, ქვის კოდალა და მეტი არაფერი.
He was just a simple artisan, merely a woodpecker in stone, as Popeye said.
63246.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად იქნებოდა, ვანში თუ კრეტაზე, თუკი არც ერთის აშენება შეეძლო და არც მეორის დანგრევა.
What did it matter whether he was in Vani or Crete, if he couldn't build one or destroy the other.
63247.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
საითაც ქვა წაიყვანდა, იქით უნდა წასულიყო, უარესად უნდა გადაკარგულიყო, უფრო უნდა დაშორებოდა მამისეულ სახლს.
He had to go wherever the stone took him, he had to disappear, to get further from his father's house.
63248.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რათა მოთმინებიდან გამოსულს იმ წმინდა ქვისთვისაც არ შემოეკრა ჩაქუჩი, რომელიც თავის კვარცხლბეკად გაეხადა გაჯამბაზებულ ბედისწერას.
So as without losing his patience to strike the hammer against the sacred stone which a mocking fate had made his pedestal.
63249.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ასე ფიქრობდა ფარნაოზი და ერთი პირობა გადაწყვეტილიც ჰქონდა, სხვა ვანელების მსგავსად, სამუდამოდ დარჩენილიყო ამ უცხო მიწაზე.
That was how Parnaoz thought, and he nearly decided, like others from Vani, to stay permanently in this alien land.
63250.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სახლი ჩაედგა, ეზო შემოეღობა, ხეხილი ჩაეყარა, რათა უფრო ძნელი შესალევი გაეხადა აქაურობა.
To build a house, fence in a yard, plant fruit trees, so as to make it harder to abandon this country.
63251.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
და, ერთხელ და სამუდამოდ ბედს შეგუებული კაცივით მასაც ამოხვნეშით ეთქვა: მე თუ არა, ჩემი შვილიშვილი ხომ შეჭამს პაპამისის დარგულ ქლიავსო.
And, once and for all, accept fate like a man and say with a sigh, "Even if I don't, then my grandson will eat the plums his grandfather planted".
63252.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო აუტანელი ხდებოდა სამშობლოზე ფიქრი.
But as time passed, thoughts of the motherland became more unbearable.
63253.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისეთ რამეს ამოუტივტივებდა ხოლმე დაუნდობელი მახსოვრობა, აღარ იცოდა, როგორ ჩაეყლაპა, როგორ მოენელებინა ყელში მობჯენილი ცრემლი.
His merciless memory kept bringing up something, so that he could no longer swallow or stop the tears blocking his throat.
63254.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მახსოვრობას, კარგი დიასახლისივით, ყველაფერი გადაენახა, უბრალო, თითქმის უმნიშვნელო წვრილმანიც კი.
Memory, like a good housewife, never threw anything away, even the simplest almost insignificant detail.
63255.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ყოველ წვრილმანს იმქვეყნიური სურნელება ასდიოდა და, ჩვილის ხელივით, სევდისა და სიბრალულის აღმძვრელი იყო.
But every detail now had a foreign fragrance and aroused sadness and pity, like a baby's hand.
63256.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა აღარ იცოდა, რომელს მისიყვარულებოდა, რომელი ჩაეკრა გულში, სამფეხა ჯორკო, თუ კედელზე ნემსით მიმაგრებული პეპელა.
Parnaoz no longer knew what to hold dear, what to keep in his heart: the three-legged stool, or the butterfly pinned to the wall.
63257.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თეთრი, ხორკლიანი ნიჟარა, პოპინას ოთახში რომ იდო და რაღაცას უსასრულოდ ჩურჩულებდა, როგორც კი ყურზე მიიდებდი.
The rough white shell that lay in Popina's room and kept on whispering something when you put it to your ear.
63258.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წითელხალება ჯამი, ოდნავ კიდეჩამომტვრეული, თითქოს სიმაგრისა თუ გემოს გასასინჯად ვიღაცას წინა კბილებით მოუციცქნიაო.
The red-spotted bowl with the chipped rim, as if someone had nibbled it with their teeth when testing the strength or the taste.
63259.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი ამ საგნებზეც ისე ფიქრობდა, როგორც ინოსა და ცუგაზე.
Parnaoz thought of these objects the same way as he thought of Tsuga and Ino.
63260.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თითქოს ისინიც მხოლოდ მის გონებაში არსებობდნენ და სხვაგან არსად ჰქონდათ ადგილი.
As if they existed only in his mind and had no other place.