მოიძებნა 669200 ჩანაწერი
632201.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მას არ სიამოვნებდა ის, რომ მედია მისი წარსულის გამორკვევას ცდილობდა.
She did not like the media probing into her past.
632202.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
პოლიციამ გამოიძია განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი ნარკოტიკებს ყიდდა.
Police probed claims that he had sold drugs.
632203.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
დეტექტივები მას მრავალი საათის განმავლობაში კითხავდნენ და ცდილობდნენ მის ნაამბობში რაიმე შეუსაბამობები ეპოვათ.
Detectives questioned him for hours, probing for any inconsistencies in his story.
632204.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ინფექციის ნიშნების გამოსავლენად ექიმმა ჭრილობა ზონდით გასინჯა.
The doctor probed the wound for signs of infection.
632205.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ბეჭედი დაუვარდა და მის საპოვნელად ჯოხით ტალახს სინჯავდა.
He probed the mud with a stick, looking for the ring he had dropped.
632206.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ჩიტი გროვას ნისკარტით ქექავდა.
The bird was probing the mound with its bill.
632207.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
დაკარგული ნივთის საპოვნელად ერთხანს ბუჩქებში ვაფათურებდი ხელებს.
I probed around for some time in the bushes.
632208.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
პროჟექტორების სხივები ღამის ცაზე მიმოდიოდა.
Searchlights probed the night sky.
632209.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მოწინააღმდეგეს მთელი ღამის განმავლობაში მოაქვს სასინჯი იერიშები ჩვენს პოზიციაზე.
The enemy has been probing our line throughout the night.
632210.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
იგი მოწინააღმდეგის სუსტი პოზიციების მოსინჯვას ეწევა, სიმაგრეებს კი უყურადღებოდ ტოვებს.
He probes the enemy's weak positions, ignoring his strongholds.
632211.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მან რამდენიმე დეტალური კითხვა დამისვა.
She asked me a few probing questions.
632212.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ქალმა მზერა მოარიდა მის მუქ, გამჭრიახ თვალებს.
She looked away from his dark probing eyes.
632213.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
თუ რაიმე პრობლემა გაგიჩნდა, შემატყობინე.
Let me know if you have any problems.
632214.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
აქ მოსვლასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები ხომ არ გქონია?
Did you have any problems getting here?
632215.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ჩემს კომპიუტერს რაღაც პრობლემები აქვს.
I'm having problems with my computer.
632216.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ძალიან კარგი მაგიდაა! ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ იგი ჩვენი ოთახისთვის მეტისმეტად დიდია.
It's a nice table! The only problem is that it's too big for our room.
632217.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
მასწავლებელმა 15 მათემატიკური ამოცანა მოგვცა ამოსახსნელად.
The teacher gave us 15 mathematical problems to solve.
632218.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ათი ამოცანის ამოხსნა დაგვავალეს.
We were given ten problems to solve.
632219.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
იგი პრობლემური ბავშვი იყო და პოლიციასთან მუდამ რაღაც სირთულეები ჰქონდა.
She was a problem child, always in trouble with the police.
632220.
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი | ასო P-10
ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემური ბავშვი სპეციალურ სკოლაში გადაჰყავთ ხოლმე.
In some cases a problem child is placed in a special school.