მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63301.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს იყო ცხოვრება, ამას ერქვა, მან კი იქამდე ვერ გაიგო, იქამდე ვერ შეამჩნია, სანამ მის მკლავებში ფილამონემ უკანასკნელი სული სისხლს არ ამოაყოლა.
That was what people called life, and he hadn't understood or noticed, until Philamon emitted his last breath and blood.
63302.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამის მერე დიდი დრო არ გასულა და მისი მუყაითობით გაბოროტებული ქვისმთლელები სამუშაოდან მობრუნებულს სადგომში დახვდნენ.
After that it wasn't long before the stone-cutters, angered by his diligence, intercepted him on his way back from work to camp.
63303.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კარი მიუკეტეს, იატაკზე წამოაქციეს და ფეხებით შესდგნენ ზედ.
They locked the door, flung him to the floor and gave him a terrible kicking.
63304.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ორი კვირა უგონოდ ეგდო ფარნაოზი, ორი კვირა სიკვდილი დაბზუოდა თავზე, მაგრამ, ეტყობა, არ ეწერა ასე სიკვდილი.
Parnaoz lay in a coma for two weeks, death hovering over his head, but fate seemed not to have doomed him.
63305.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თვალი რომ გაახილა, სახელგანთქმული ათენელი მხატვრის, დედალუსის სახლში იწვა.
When he opened his eyes, he was lying in the house of a famous Athenian artist, Daedalus.
63306.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ესეც მერე გაიგო, როცა ლოგინში წამოჯდომა და ხელში კოვზის დაჭერა შეძლო.
But that was something he learned later when he could sit up in bed and hold a spoon.
63307.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
- განა ადამიანს სამშობლო აქვსო? - ეკითხებოდა ხოლმე მის ფეხებთან ჩამომჯდარი დედალუსი, ვითომ ერთი წუთით რომ შემოდიოდა ავადმყოფის დასახედად.
"Can a human being have a motherland?" Daedalus would ask him as he sat by his feet, after coming in apparently just for a minute to see the patient.
63308.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ მერე ისე ერთობოდა ლაპარაკით, წასვლა ავიწყდებოდა.
But he was so entertained by the conversation that he forgot to leave.
63309.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ცოლი კარში იდგა და ეძახდა, გეყოფა, ნუ დატანჯე ავადმყოფიო.
His wife stood in the doorway, calling out, "That's enough now, don't torment a sick man".
63310.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
შვილი იატაკზე იჯდა, ხელისგულზე ბუმბული ედო და დიდი, გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა მამას.
Their son sat on the floor, holding some fluff in his hand, looking at his father with his big shining eyes.
63311.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი კი ღიმილით ებოდიშებოდა სამივეს, რადგან სამივენი ეცოდებოდა, თუმცა ვერ გაეგო, ვერ მიმხვდარიყო, რა სჭირდათ მისი შესაცოდი.
Parnaoz apologized with a smile to all three, because he was sorry for them, though he couldn't have known why he should be sorry for them.
63312.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დედალუსს თმაში ჭაღარა გარეოდა უკვე, სახე ერთიანად დანაოჭებოდა, თუმცა არც იმდენი ხნისა იყო, ეს ნაოჭები სიბერის ბრალი ყოფილიყო.
Daedalus already had grey hairs, his face was wrinkled all over, although he was not old enough to blame the wrinkles on old age.
63313.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სამაგიეროდ, ისეთი ცოცხალი და მოუსვენარი თვალები ჰქონდა, თითქოს ეს წუთია გაახილა და ყველაფერი პირველად დაინახაო.
But he had such lively and restless eyes, as if he had just opened them and was seeing everything for the first time.
63314.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ყმაწვილივით მოუსვენარი, თუ იჯდა, განუწყვეტლივ ცქმუტავდა.
As restless as a child, he fidgeted all the time he was sitting down.
63315.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სიარულისას კი, იდაყვებში ოდნავ მოხრილი მკლავები განზე ეწეოდა, როგორც მიწაზე გარბენილ ფრინველს - ფრთები.
When he was walking he spread out his arms, bent at the elbow, like a bird running on the ground.
63316.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ლაპარაკი რომ არ ყვარებოდა, ალბათ, ერთი წუთითაც არ გაჩერდებოდა, სულ ივლიდა.
If he were not so fond of talking, he would probably never have stopped walking.
63317.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ იმდენი რამე იცოდა, იმდენი რამე აწუხებდა, ყველანი გაებეზრებინა ლაპარაკით, ყველანი ერიდებოდნენ.
But he knew so much and was perturbed by so many things that he'd bored everyone with his talk so that they avoided him.
63318.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მას კი მსმენელი ისევე სჭირდებოდა, როგორც ნაყოფით დახუნძლულ ხეხილს - ბიჯგი.
But he needed a listener as a tree laden with fruit needs a prop.
63319.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არც ღამით ჰქონდა მოსვენება, რადგან ძილშიც ეკამათებოდა, ძილშიც ებრძოდა და უყვიროდა ვიღაცას.
Even at night he did not relax: even in his sleep he argued and fought with and shouted at someone.
63320.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზიც სწორედ მისმა ყვირილმა გამოაფხიზლა და ორკვირიანი სიკვდილიდან ისევ ამ ქვეყანაზე გამოათრია.
It was his shouting that woke up Parnaoz, dragging him back to this world from a fortnight-long death.