მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი ფილამონესაც სტიროდა და საკუთარ თავსაც.
Parnaoz was weeping for Philamon and himself.
63282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უკანასკნელი თანამემამულე მოჰკვდომოდა.
He felt as if his last compatriot had died.
63283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
პირველად ახლა მიმხვდარიყო, რა ძნელი ასატანი იქნებოდა დაკარგული სამშობლოს მონატრება.
He understood for the first time how hard it would be to endure a longing for his lost motherland.
63284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თვითონაც ასე ამოხდებოდა სული, ერთ დღესაც ვეღარ გაძლებდა.
He would give up the ghost like this, too, and one day be unable to cope..
63285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მოკვდებოდა, როგორც ჩიტი კვდება ხოლმე ჰაერში, ფრენით დაღლილი და გამოფიტული, სანამ ტოტამდე, ანდა სახურავამდე მიაღწევდეს.
He would die, as birds die in the air, too tired to fly, exhausted before they could reach a branch or roof.
63286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა ისიც იგრძნო, რომ მის მახსოვრობაში დაგროვილი საგნები და სახეები ათი წლით დაძველდნენ, ათი წლით დაბერდნენ და უხმოდ, უსიტყვო საყვედურით გამოხედეს.
Parnaoz also felt that the objects and faces accumulated in his memory had aged by ten years, and now looked at him in silent reproach.
63287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღამით კი მამა დაესიზმრა. თავის სიცოცხლეში პირველად ნახა ფეხზე მდგარი მამა.
At night he dreamt of his father. For the first time in his life he saw his father standing.
63288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უხეირო მასთან შემოვიდა, ხელში ფერადი ძაფი ეჭირა და ეუბნებოდა, ძაფი მიწყდება და ვერაფრით ვეღარ გადამიბიაო.
Ukheiro had come in to see him, holding a coloured thread, and told him, "My thread is breaking and I just haven't been able to tie it together".
63289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„აღარ არის მამაჩემიო“ - ამ ფიქრით გაიღვიძა ფარნაოზმა.
Parnaoz woke up thinking, "My father's died".
63290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს სიზმარიც ბედისწერის მოგზავნილს ჰგავდა.
The dream seemed to be a message from fate.
63291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუ უხეირო მართლა წაეყვანა სიკვდილს, მაშინ ფარნაოზს ევალებოდა კიდეც, სამშობლოში დაბრუნებულიყო და უკაცო ოჯახისთვის მიეხედა.
If death had really taken Ukheiro, then Parnaoz was obliged to return to his homeland and, as the only man, look after his family.
63292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
იმის შეგრძნებამ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა, ხალისი შემატა, თავისიანებზეც სხვანაირად ფიქრობდა.
The feeling that he was needed gave him joy, and he thought of his kinsfolk differently.
63293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ვინ იცის, იქნებ ჭერი ჩამოენგრათო, ქალუკა დაბერდებოდა და მთელი საქმე პოპინას დააწვებოდა კისერზეო.
Who knows, perhaps their home is in ruins, Kaluka will have aged and all the work falls onto Popina's shoulders.
63294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კუსაზე კი, არ იცოდა რა ეფიქრა და ამიტომაც ცდილობდა საერთოდ არ ეფიქრა მასზე.
But he did not know what to think about Popeye, and so tried not to think about him.
63295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ან კუსა რა შუაში იყო, კუსას იმედით რატომ უნდა მიეგდო მამისეული სახლი?
What business was it of Popeye's, how could he assume that Popeye would look after Ukheiro's household?
63296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კეთილი უნდა ენება და ისე ეცხოვრა, როგორც მოეთხოვებოდა, როგორც შეეფერებოდა და როგორც სხვები ცხოვრობდნენ: დღევანდელის მორჩილებითა და ხვალის იმედით.
He should do the right thing and live as was required of him, as befitted him, as others lived: accepting today, and hoping for tomorrow.
63297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ახლობელს მხარში ამოსდგომოდა, ავადმყოფისთვის ეზრუნა, სახურავზე კრამიტი გაესწორებინა.
He would support those dear to him, care for the sick, repair the tiles on the roof.
63298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წყალი მოეზიდა, შეშა დაეჩეხა და პატიოსნად დაელია სული, როცა ამის დროც დადგებოდა.
He would fetch water, chop firewood and die a respectable death when his time came.
63299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ის კი არა, ჩასვლისთანავე ცოლსაც შეირთავდა, თუნდაც იმიტომ, პოპინას მომხმარე რომ ჰყოლოდა.
Apart from that, he would marry as soon as he got there, so that Popina had someone to help her.
63300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
შვილებსაც გააჩენდა, რათა მათთვის გაეკეთებინა ის, რაც ინოსა და ცუგას ვერ გაუკეთა ბავშვობისა და გამოუცდელობის წყალობით.
He would have children so that he could do for them what he couldn't do for Tsuga and Ino, because of his childishness and naivety.