მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს უყვარდა მათი ყურება, საათობით იჯდა სისუსტისგან თავბრუდახვეული.
Parnaoz loved to look at them, he sat for hours, dizzy with weakness.
63342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხედავდა, ესმოდა, გრძნობდა, როგორ ფეთქავდა და ფაჩუნობდა მზეზე გამთბარი მარმარილო.
He saw, heard and felt the marble pulse and stir as it was warmed by the sun.
63343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
- ჩემი შვილისა არ იყოს, ეგენიც კუტები არიანო - ისეთი ხმით იტყოდა ხოლმე დედალუსი, ფარნაოზს ენა მუცელში უვარდებოდა.
"They're as paralysed as my son", Daedalus said in a voice that made Parnaoz's heart sink.
63344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ან რა უნდა ეთქვა, რითი ენუგეშებინა ეს უბადლო მოქანდაკე და უბედური მამა, შურიანსა და დამცინავ ღმერთებს კუტი შვილით რომ დაეჯილდოებინათ.
What could he say to console this peerless sculptor and unhappy father, rewarded with a paralysed son by the mocking gods.
63345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ტყუილად გვეჯიბრები, ტყუილად მისდევ ჩვენს ხელობას.
"You are wrong to compete with us, you are wrong to take up our art.
63346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რადგან როგორც არ უნდა მოინდომო, შენი ნაშიერი მაინც მიწის მატლია და მაინც მიწაზე უნდა იღოღიალოსო.
Because, despite all your desires, your offspring are worms of the earth and have to crawl on the earth".
63347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამას დედალუსიც ხვდებოდა, გაქვავებული თესლი აწუხებდა, ასევდიანებდა და აბობოქრებდა კიდეც.
Daedalus understood this, his petrified seed made him upset, sad and rebellious.
63348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთ წუთას რომ სინანულით იტყოდა, ჩემი ქანდაკებები ლამაზები არიან, მაგრამ წყლის მოწოდებაც არ შეუძლიათო.
At times he said regretfully, "My sculptures are beautiful, but they can't even offer you a drink of water".
63349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უცებ ისე განრისხდებოდა, მზად იყო ჩაქუჩით დაემსხვრია, მტვრად ექცია ყველაფერი.
He became so angry that he was ready to pick up his hammer and smash everything to smithereens.
63350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუკი ფეხს არ აიდგამდნენ, თუკი უარესად განუმტკიცებდნენ რწმენას, რომ მისი შვილიც, მისი დიდთვალება იკაროსიც, სამუდამოდ ასე უნდა ყოფილიყო იატაკზე მიჯაჭვული.
If they didn't start moving, if they went on confirming his belief that his son, too, the big-eyed Icarus, was also chained to the floor forever.
63351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ასე წვეთწვეთობით უნდა ავსებულიყო წვიმით, წვიმით კი არა, ცით, ლუკმა-ლუკმა დაქუცმაცებული რომ ჩამოჰქონდა წვიმას გაბზარული ჭერიდან.
It has to fill drop by drop with rain, or rather with sky, cut up into tiny pieces and brought down by the rain through the cracks in the ceiling.
63352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„არა, მაინც არ მოვისვენებ, მაინც არ გავჩერდები, ფრთებს გამოვიბამ და შვილიანად გავფრინდებიო“, - ყვიროდა ხოლმე დედალუსი.
"No, I shan't rest or stop until I attach wings to myself and fly up with my son", Daedalus cried out.
63353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისე დაწრიალებდა ეზოში, თითქოს მართლა უნდა აფრენილიყო, თითქოს მართლა გამობმოდა ფრთები.
He was rushing round the courtyard as if he really was about to take off, as if he really did have wings.
63354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს ეცოდებოდა მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეცადა ამ ქვეყნად და ახლა ცაღა დარჩენოდა იმედად.
Parnaoz felt sorry for his friend who had tried everything on earth and now placed his remaining hopes on the sky.
63355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამ იმედით ცხოვრობდა, ამ იმედს აღვივებდა და ამტკიცებდა თავისი გაუთავებელი საუბრებით.
This hope kept him alive, awake, and was sustained by his endless talks.
63356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ფარნაოზს ხანდახან ეჭვიც გაჰკრავდა ხოლმე, შემაწუხებელი ეჭვი, ცოტას ხომ არ ურევსო, ისე უჭირდა მოსიარულე ქანდაკებისა და მფრინავი კაცის წარმოდგენა.
But Parnaoz kept having disturbing suspicions that imagining walking statues and flying human beings was slightly mad.
63357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დედალუსი კი თავისას იმეორებდა: უნდა გავფრინდე, უნდა გავფრინდე, უნდა გავფრინდეო.
Daedalus kept insisting, "I have to fly, I have to fly, I have to fly".
63358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხეებს შორის გამოჭყეტილ ქანდაკებებს ისე აუქნევდა ხოლმე ხელს, თითქოს ისინი სიტყვას შეაწყვეტინებდნენ.
He waved his arm at the statues that peeped out from between the trees, as if they were trying to interrupt him.
63359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ანდა ფეხებში ჩააფრინდებოდნენ და არ დაანებებდნენ გაფრენას.
Or they would jump on his feet and stop him flying.
63360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს იკაროსი ედგა თვალწინ, ხელისგულზე დადებულ ბუმბულს სულს რომ უბერავდა და მერე აღტაცებული აჰყურებდა, როგორ დასრიალებდა იგი ჰაერში.
Parnaoz visualized Icarus blowing on a piece of fluff in his palm and watching with delight as it swirled through the air.