მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს ბევრი არაფერი გაეგებოდა დედალუსის ნალაპარაკევიდან.
Very little of what Daedalus said made sense to Parnaoz.
63322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ბევრს საერთოდ მის უცნაურობას აწერდა, მაგრამ ყოველთვის გულისყურით უსმენდა.
He thought this was mostly because of its strangeness, but he always listened attentively. r before experienced.
63323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მასაც გადაედებოდა ხოლმე მოსაუბრის მღელვარება.
He was infected by his collocutor's emotions.
63324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რაღაც იდუმალის, შეუღწეველისა და დიადის კარიბჭესთან მისულს, დღემდე განუცდელი ნეტარება ეუფლებოდა.
When he was at the gates of something mysterious, unattainable and magnificent, he was overcome by a feeling of bliss he had never before experienced.
63325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნეტარების ბურანში მყოფს, მართლა სჯეროდა, ქანდაკება როდისმე რომ გაივლიდა.
In this blissful haze he really believed that a statue might some day walk.
63326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ანდა ერთ მშვენიერ დღეს, პირს გააღებდა და იტყოდა: გამარჯობათ, როგორ ბრძანდებითო.
Or one fine day it might open its mouth and say, "Hello, how are you?"
63327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
- სამშობლო, სამშობლო, - ამბობდა დედალუსი, - ყველა სამშობლოს ეძებს.
"Motherland, motherland", Daedalus said. "Everyone looks for their motherland".
63328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი.
We begin life blind and naïve, then, when we reach the age of reason, when our eyes finally open, we don't like it, we're afraid of it.
63329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელია.
We recall our motherland only when it's impossible to return to it.
63330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რადგან აღარ გვახსოვს, სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული.
Because we no longer remember the beginnings of our life which has merged with life in general and so has no beginning or end.
63331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჩვენც თავგზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით.
We have lost our way wandering through endless corridors.
63332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე.
We move not according to our own desire, but because the need to move drives us as it will.
63333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია.
And the need to keep moving is generated by the seed of fear and weakness, which is called hope.
63334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება.
Hope is self-justification and deception, neither is much use or can help us in any way.
63335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უბრალოდ ახანგრძლივებს, ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას.
It just prolongs and makes its parents, fear and weakness, more or less bearable for us.
63336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ.
Though hope is an inexhaustible source of the vital force which we use up as we wander the endless corridors.
63337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი?
How does our wandering end?
63338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო - იგივე თავი.
It doesn't, it has no beginning or end, its end is its beginning, its beginning is its end.
63339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა ფეხზე წამოდგომა რომ შეძლო, მათმა საუბრებმა ეზოში გადაინაცვლეს.
Once Parnaoz was able to get up, their conversations moved to the courtyard.
63340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეზო ქანდაკებებით იყო სავსე, ლეღვისა და ბროწეულის ხეებში ჩადგმული ქანდაკებები მართლა ცოცხლებს ჰგავდნენ.
The courtyard was full of sculptures: the statues placed under fig and pomegranate trees really looked as if they were alive.