მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63361.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უნებურად თვითონაც მაღლა იხედებოდა, ცისკენ, მაგრამ ცა აღარ ჩანდა.
He himself couldn't help looking up to the sky, but the sky was no longer visible. i
63362.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მწუხრის დაძენძილ ღრუბლებს ერთიანად დაეფარათ.
It was completely covered by ragged evening clouds.
63363.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მერე კარგა ხანს დუმდნენ ორივენი, თითქოს, რადგან ცა აღარ ჩანდა, არც ფრენაზე ლაპარაკს ჰქონდა აზრი.
Then both of them remained silent for some time, as if even talking about flying made no sense when the sky was clouded.
63364.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მიწაზეც ბნელოდა, ქანდაკებების ნაცვლად, აქა-იქ მონაცრისფრო ლაქებიღა ჩანდა.
On earth, too, it was getting dark, and instead of statues only grey patches appeared here and there.
63365.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
- ეხ, ფარნაოზ, ფარნაოზ, როგორ გიშველო, მეგობარო - ბოლოს ისევ დედალუსი დაარღვევდა დუმილს და ეს მათი იმდღევანდელი საუბრის დამთავრებას ნიშნავდა.
"Oh Parnaoz, Parnaoz, how can I help you, my friend?" Daedalus finally broke silence, only to mark the end of this particular conversation.
63366.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს უსიამოდ გააჟრჟოლებდა ხოლმე ტანში.
Parnaoz felt an nasty shudder run through his body.
63367.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს მისანს თავისებურად, მიკიბულ-მოკიბულად მიენიშნებინა იმ დიდ განსაცდელზე, რომელიც ადრე თუ გვიან თავზე უნდა დასტყდომოდა.
He felt overcome, overwhelmed that a soothsayer had marked him out, in a roundabout way, for a great ordeal which he would have to undergo sooner or later.
63368.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სახლში გამეფებული სიმყუდროვე დედალუსსაც მაშინვე ამშვიდებდა.
The cosy atmosphere of Daedalus's house calmed him instantly.
63369.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჩვეულებრივი მეოჯახე კაცივით ასწორებდა ამოვარდნილ ფილაქანს, ჭრაქში იხედებოდა, ზეთი ხომ არ გამოლეულაო.
Like any other family man, he re-laid loose paving stones, saw that the lamp didn't run out of oil.
63370.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თვალდახუჭული ყნოსავდა ჰაერს, აბა, თუ გამოვიცნობ, დღეს ვახშმად რა მოგვიმზადა ჩემმა ცოლმაო.
He sniffed the air with his eyes closed to guess what his wife was cooking for their supper.
63371.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მისი ცოლი ფანჯარასთან იჯდა და ქსოვდა.
His wife sat by the window, knitting.
63372.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კაცებს რომ დაინახავდა, საქსოვს მაშინვე გვერდზე გადადებდა და ღიმილით წამოუდგებოდა, თითქოს აქ, ჩემს სამფლობელოში ნურაფრის დარდი ნუ გექნებათო.
When she caught sign of the menfolk she set aside her knitting and stood up to greet them with a smile, as if to tell them that here in her realm no sorrow could beset them.
63373.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მერე ბავშვს გასძახებდა, მამა მოვიდაო, თუმცა იკაროსს უკვე თავადაც დაენახა მამამისი.
Then she called to the child that his father had come, but Icarus had already seen his father.
63374.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გაჩქარებული მოჩოჩავდა მისკენ, რათა ფეხებზე შემოხვეოდა და შავი, ალაპლაპებული თვალებით აეხედა.
He crawled as quickly as he could towards him to embrace his legs and look up with his shining black eyes.
63375.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თითქოს მამამისი ნატვრის ხე იყო და კენწეროზე მისი საოცნებო ნაყოფი ეკიდა.
As if his father were a magic tree and fantastic fruit hung from its crown.
63376.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„ჩემი შვილი კუტია, კარებს უკან კუნტიაო“.
"My son can only slide and crawl. But through the keyhole he sees all".
63377.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამბობდა დედალუსი და ბედნიერებისგან ათრთოლებულ ბავშვს ქეჩოს ფხანდა, როგორც პატრონი შემოგებებულ ძაღლს.
Said Daedalus in rhyme, scratching the child, who was trembling with happiness, at the back of his head, as a master does when his dog greets him.
63378.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს ცრემლი ყელში ებჯინებოდა.
Parnaoz felt tears welling up.
63379.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გუნებაში ერთხელ კიდევ დებდა პირობას, სულ ხელით უნდა ვატარო, ყველაფერი უნდა ვაჩვენო, არაფერზე არ უნდა დავწყვიტო გულიო.
He promised himself that he would carry the boy about, show him everything and not let him ever be disappointed.
63380.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუმცა ისიც ვერ გაებედა, მისულიყო და მასაც გადაესვა თავზე ხელი.
Although he didn't dare to go up and put his hand on the child's head.