მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ის ყველაზე დიდი მეფის ქალიშვილი გახლდათ, მაგრამ მაინც ეშინოდა ბავშვობიდან გამოსვლა.
She was the Supreme King's daughter, but she was frightened of growing up.
63402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ძიძა-გადიების თავგამოდებული მეცადინეობის მიუხედავად, მაინც ეწინააღმდეგებოდა მისი არსება ბუნებას.
Despite her nurses' selfless efforts, her spirit resisted nature.
63403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ცამეტი წლის გოგო ექვსი წლისას ჰგავდა, თითქოს გული უგრძნობდა, რა უცნაური, რა შემზარავი თავგადასავალი ელოდებოდა ბავშვობის იქით.
This girl of thirteen was more like a girl of six, as if she instinctively sensed what strange and terrible adventures were waiting for her after childhood.
63404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ორ წელიწადში ერთბაშად უნდა აღედგინა დანაკარგი და დაუფიქრებლად შეეცურა დამღუპველი ვნებისა და ცოდვის ზღვაში.
But in two years she would all at once make up for lost time and, without a thought, plunge into a sea of ruinous passion and sin.
63405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ორი წლის მერე ის უკვე მოტყუებული, მიტოვებული და გაწბილებული ქალი იქნებოდა.
In two years' time she would be a deceived, abandoned and disillusioned woman.
63406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მამასა და უცხო ყმაწვილს შორის ისიც ისეთ არჩევანს გააკეთებდა, როგორი არჩევანიც მისმა სულიერმა დამ, მედეამ გააკეთა ერთხელ.
She would make a choice between a foreign youth and her father, just as her spiritual sister Medea had once made.
63407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისიც დიდი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი და ამიტომაც უნდა დაღუპულიყო.
She was born for great love and was therefore doomed,
63408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ლეგენდად უნდა ქცეულიყო, გამონაკლისად, იშვიათობად, თავისი ვნების სითამამითა და თავგანწირვის ბუნებრიობით.
She was destined to be legendary, an exception, a rarity in the boldness of her passion and the naturalness of her self-sacrifice.
63409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ორი წლის მერე ამ დარბაზში შემოვარდებოდა და ასევე გაოცებული, დამფრთხალი, დარცხვენილი მიაშტერდებოდა მოხატულ კედლებს.
Two years later she would come rushing into this hall and, just as stunned, frightened and abashed, she would gaze at the decorated walls.
63410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რადგან ამ კედლებიდან მაცქერალმა ქვეყანამ გააბრიყვა იგი, დაარწმუნა, მასაც რომ შეეძლო გაფრენა.
Because the land that looked at her from these walls had stupefied her into believing that she too could fly.
63411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაინც გაუჭირდებოდა საწინააღმდეგოს დაჯერება.
It would be hard for her to believe the opposite.
63412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფეხშიშველი, სისხლიანი პერანგის ამარა, შუა ოთახში დაიწყებდა ტრიალს და იქამდე იტრიალებდა, სანამ გონწასული ფილაქანზე არ დაენარცხებოდა.
Barefooted, wearing only a blood-stained shift, she would start spinning in the middle of the room until she crashed down unconscious onto the stone floor.
63413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მასთან ერთად დაბზრიალებული კედლებიც თანდათან დამშვიდდებოდნენ და ისევ ჩადგებოდნენ მარადიული უძრაობის ტყვეობაში.
Both she and the brilliant walls would gradually calm down and then be captives of eternal stillness.
63414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ბოლოს და ბოლოს, ნანატრი დღეც დადგა.
Finally the long-awaited day came.
63415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დედალუსმა საკუთარი ხელით გადასცა ფარნაოზს თიხის თხელი ფირფიტა.
Daedalus personally handed Parnaoz a slender clay disc.
63416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რომელზედაც გარკვევით ეწერა, რომ ის, ვანელი ხელოსანი, ფარნაოზი, უხეიროს ძე, თავისუფალი იყო და შეეძლო დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში.
On which it was clearly written that he, a craftsman of Vani, Parnaoz, son of Ukheiro, was a free man and could return to his homeland.
63417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„ვუტირეთ თუ არა დედაო“, - წარამარა გაიძახოდა დედალუსი, მაგრამ ფარნაოზს რომ შეხედა, თვითონაც ფრთები ჩამოყარა, მოიწყინა.
"We've shown them!", Daedalus kept exclaiming, but when he looked at Parnaoz, he came back to earth, felt dismayed.
63418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კარგა ხნის დუმილის შემდეგ, სამძიმარზე მოსული კაცივით, ჩაიბურდღუნა: ასეა, ძმაო, ყველას თავისი გზა ელოდება და ყველამ მარტომ უნდა გაიაროს იგიო.
After a long silence, like a man come to offer condolences, he murmured, "Yes, brother: we all have our road to follow and each has to do it alone".
63419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი მოუთმენლად ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ ახლა გაწბილების მაგვარი გრძნობა დაუფლებოდა.
Parnaoz waited impatiently for the day to come, but now the same feeling of disappointment came over him.
63420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კი ეუბნებოდნენ, საითაც გინდა იქით წაბრძანდი, თავისუფალი ხარო.
He had been told he could go wherever he liked, that he was free.