მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ როგორც არ უნდა ცდილიყო, ვერც თავისუფლების შეგრძნებას ახერხებდა და ვერც წარმოდგენას.
But however hard he tried, he couldn't feel or imagine this freedom.
63422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ყოველ განვლილ დღეს სამუდამოდ წაეღო რაღაც ნაწილი მისი არსებისა და ისე გაეღარიბებინა, გახრიოკებული გზის მეტი მართლაც აღარაფერი შერჩენოდა.
Every day that passed removed a part of his being and impoverished him, so that he had nothing left but that barren road.
63423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამ გზაზე კი ფარნაოზს უკვე იმდენჯერ გაევლო, ვეღარც გრძნობდა მის არსებობას.
Parnaoz had already trodden that path so many times, that he could no longer feel it existed.
63424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
განა ვანში დაბრუნებით რამე შეიცვლებოდა.
Would returning to Vani change anything?
63425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
განა ეს გზაც თან არ უნდა წაეღო, პატარა, ნაცრისფერი, მოუკირწყლავი და ერთი და იგივე გზა, რომელზედაც ყოველთვის ერთი და იგივე კაცი მიდიოდა.
Didn't he have to take with him that narrow, grey, unpaved road, always the same, that the same man had kept walking down?
63426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რა მნიშვნელობა ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, ამ გზის გადაადგილებას, თუკი თვითონ ვერ შეიცვლებოდა, ვერ შეძლებდა სხვანაირად ცხოვრებას.
What sense was there, after all, in relocating that road if he himself couldn't change, couldn't find another way of coping with life?
63427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს რომ „სხვანაირად ცხოვრება“ შეძლებოდა, მაშინ საერთოდ თავიდან უნდა გაჩენილიყო.
If Parnaoz had been able to live "another way" then he would have to be reborn.
63428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სხვა ქალს უნდა ეშობა, სხვა მიწაზე, სულ სხვა ვარსკვლავების ქვეშ.
A different woman would have had to give birth to him, in a different country, under very different stars.
63429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სხვანაირი მამა უნდა დახვედროდა იმ ძნელად შესაღებ კარს იქით.
A different father would have to meet him behind that door, which was so hard to open.
63430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არა მარტო მისი ჩასახვის, არამედ მისი მომავალი ცხოვრების საიდუმლოსაც მალავდა.
It hid the secret not only of his conception but of his future life.
63431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს პატარა ფირფიტა, რომელზედაც გარკვევით დაეწერათ, ვანელი ხელოსანი, ფარნაოზი, უხეიროს ძე, დღეიდან თავისუფალიაო, ვერაფერს შეცვლიდა.
The little clay disc on which it was clearly written that Parnaoz, craftsman of Vani, son of Ukheiro, was henceforth free, could change nothing.
63432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს ფირფიტა კისერზე უნდა ჩამოეკიდა, გამოეკრა ბოხჩაში შინაურებისთვის ნაყიდი საჩუქრები, ის ორიოდე გროშიც, რისი გადანახვაც მოეხერხებინა.
He had to hang the disc round his neck, bundle up the presents he had bought for his kinsfolk, the two or three pennies he had managed to save.
63433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთხელ კიდევ დასდგომოდა გზას.
He had to set off once more on his travels.
63434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა.
But this turned out to be no easy matter.
63435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კნოსის ნავსადგური ჩვეულებისამებრ გაძეძგილი იყო ხომალდებით, მაგრამ, თითქოს პირი შეუკრავთო, არც ერთი არ მიდიოდა კოლხეთისკენ.
The port of Knossos was, as usual, packed with ships, but they all seemed to have conspired, for not one was going to Colchis.
63436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მთელი დღე წელში გაწყდნენ ისა და დედალუსი, რომელ ხომალდს არ ასძახეს, საით მიდიხართ, ერთ კაცს ხომ არ წაიყვანთო, მაგრამ ამაოდ.
For a whole day he and Daedalus exhausted themselves, but when they called out to a ship to ask where it was going and whether it could take one man, it was always in vain.
63437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხომალდის მოაჯირებზე გადმომდგარი მეზღვაურები რატომღაც, ყველანი ერთნაირად ლაზღანდარობის გუნებაზე იყვნენ.
For some reason, the sailors standing by the railings were all in the same mocking mood.
63438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უარესად უბნევდნენ გზა-კვალს ისედაც გამწარებულსა და არაქათგამოცლილ მეგობრებს.
They made things harder for the now frustrated and exhausted friends.
63439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხან საით აგზავნიდნენ და ხან საით, ერთმა ისიც უთხრათ, ვანში რა გინდათ, ბაყაყები ხომ არა ხართო.
They sent them off in all directions, and one sailor told them, "Why go to Vani, there's nothing but frogs there".
63440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, უკან არ დაბრუნებულიყო, ფეხი არ მოეცვალა ნავსადგურიდან.
Parnaoz was resolved not to go back, not to leave the port.