მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63481.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მთვრალებმა რომ ჩაიარეს, ფარნაოზს ისევ ჩაეძინა, ხოლო როცა მეორედ გამოეღვიძა, უკვე კარგად გათენებულიყო და ნავსადგურში ჩვეულებრივი ბზუილი იდგა.
When the drunks passed on, he went back to sleep, and when he next woke it was already light and the port was as noisy as ever.
63482.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ახლა ამან დააფრთხო, შეუმჩნევლად როგორ გამოვძვრე კასრებიდანო, არადა, მთელი დღე აქ ხომ არ დარჩებოდა?!
Now he worried how he could creep out unnoticed from between the barrels, for he couldn't stay there all day, could he?
63483.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფეხზე რომ წამოდგა, მთელი თავით ასცდა კასრებს, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია.
When he stood up he was a whole head higher than the barrels, but nobody paid any attention to him.
63484.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მან კი მაშინვე დედალუსი დაინახა. დედალუსი წუხანდელი ძაღლივით წინ და უკან დარბოდა და გაფაციცებული ათვალიერებდა ხალხს.
The first thing he saw was Daedalus running, like the dog in the night, to and fro and looking hard at the crowd.
63485.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს დაეძებდა, ფარნაოზის გულისთვის გამოსულიყო შინიდან, მისი ავანჩავანის გასაგებად.
He was searching for Parnaoz, and had left the house to find out what had happened to him.
63486.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს კი ბევრს ნიშნავდა გზაზე დამდგარი კაცისთვის, ძალიან ბევრს, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მარტო აღარ იყო და აღარც ნავსადგური ჩანდა უცხო და საშიში.
That meant a lot, a great deal, to a man setting out on a journey, who, apart from anything else, now no longer felt alone nor found the port alien and frightening.
63487.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს უნდოდა, მიეყარ-მოეყარა მის გარშემო დახვავებული კასრები, გაერღვია, გაეპო აფუსფუსებული ხალხი.
Parnaoz felt like scattering the barrels piled up around him, breaking through and cleaving apart the busy crowd.
63488.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ხელებით ხატავდა ჰაერში, ასეთი და ასეთი კაცი ხომ არ გინახავთო.
He was waving his arms in the air to ask whether anyone had seen such-and-such a man.
63489.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ არავის არ ესმოდა მისი, ყველა მხრებს იჩეჩავდა და თავის საქმეზე გარბოდა.
But nobody could understand him, they all shrugged and ran off on their own business.
63490.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მარტო ფარნაოზი ცნობდა მისი მოუსვენარი ხელებით ჰაერში გამოსახულ კაცს.
Only Parnaoz recognized whom those restless arms were designating in the air.
63491.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
აფორიაქებული გული გაურკვეველი, თითქმის ბავშვური სევდითა და სიამაყით ევსებოდა.
His excited heart was filled with a vague, almost childlike sadness and pride.
63492.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა მაინც თავი შეიკავა და როცა დედალუსმა შემთხვევით მისკენ გამოიხედა, ისევ კასრებში ჩაჯდა.
Parnaoz held back, and when Daedalus chanced to look in his direction, sat down again among the barrels.
63493.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სანამ დედალუსმა ნავსადგური არ მიატოვა, თავი აღარ ამოუყვია.
He didn't poke his head out until Daedalus left the port.
63494.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დედალუსმა კიდევ დიდხანს იტრიალა აჟრიამულებულ ნავსადგურში, ეტყობა, სარწმუნო ვერაფერი გაიგო, მაგრამ არც ფარნაოზი დახვედრია აქ.
Daedalus spent some time doing the rounds of the busy, noisy port: clearly he could not find out anything for sure, and he hadn't come across Parnaoz.
63495.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რას იფიქრებდა, მისი ყურადღებითა და ერთგულებით გულაჩუყებული ფარნაოზი კასრებს უკან თუ იჯდა და ბოხჩას კბენდა ტირილის შესაკავებლად.
Could he have thought that Parnaoz, moved by his concern and loyalty, was sitting behind the barrels, biting his bundle to choke back his weeping?
63496.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ის დღეც უშედეგოდ დამთავრდა.
The day ended without success.
63497.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთადერთი, რისი გაგებაც ფარნაოზმა შეძლო, ის იყო, რომ ვანის ხომალდები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ.
The one thing that Parnaoz learned was that ships from Vani were still on their way.
63498.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღმერთმა იცოდა, როდის მოვიდოდნენ, ან მოვიდოდნენ თუ არა საერთოდ, რადგან მეზღვაურებს წინასწარ არაფრის თქმა არ უყვარდათ.
God knew when they would arrive, or if they would arrive at all, for sailors disliked making predictions.
63499.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„როგორც პოსეიდონს მოეპრიანება, ისე იქნებაო“, - უთხრეს ფარნაოზს.
"Whatever Poseidon decides, will be", they told Parnaoz.
63500.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ისევ ჩაკვდა ჟრიამული ნავსადგურში, ისევ გაუკაცრიელდა იქაურობა და ფარნაოზმა ისევ დაინახა გაჩეჩქვილი მსხალი.
Again the noise of the port died down, the area became deserted and Parnaoz once more saw the squashed pear.