მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63541.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ოთახში ბუღი იდგა.
A thick haze filled the room.
63542.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა მაგიდის თავს გახედა, მაგრამ ვერ გაარჩია, ისევ მოთამაშეები ისხდნენ იქ თუ სხვები.
Parnaoz looked towards the head of the table, but couldn't work out if the dice players or other people were sitting there.
63543.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ჭამდნენ, სვამდნენ და ხორხოცობდნენ, ფარნაოზს ვერც კი ამჩნევდნენ.
They ate, drank and guffawed, but seemed not to notice Parnaoz.
63544.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ფარნაოზი მაინც ზედმეტი იყო, მაინც სხვის ადგილს იკავებდა და, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, უფრო ხალვათადაც ისხდებოდნენ.
Yet Parnaoz was an outsider, occupying someone else's place and, if he hadn't been there, they would have been more relaxed.
63545.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა ძლივს მოიწვდინა ბოხჩა, ვიღაცის ფეხს მაგიდის ქვეშ რომ შეეჩოჩებინა.
It was hard for Parnaoz to reach his bundle which someone's foot had pushed under the table.
63546.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ძლივს ააწყვიტა მხრები თანამეინახეებს, ძლივს მონახა სასტუმროს პატრონი და უკვე მძინარემ ძლივს გააგებინა, მომასვენე სადმეო.
It was hard to break through the shoulders of his fellow-diners, find the innkeeper and, now almost asleep, find out where he was to sleep.
63547.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სასტუმროს პატრონმა კიბეზე აიყვანა, ბნელი, მტვრისა და ნესტის სუნით დავიწროებული დერეფანი გაატარა და პირველივე კარი მუხლით შეაღო.
The innkeeper took up a staircase, led him along a narrow dark corridor that smelled of dust and damp, and opened the first door with his knee.
63548.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„დაწექი, სადაც გინდაო“ - დაუბარა სასტუმროს პატრონმა და კარი გამოუხურა.
"Lie down wherever you like", he told him, and shut the door.
63549.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ოთახში ერთი საწოლი იდგა, მაგრამ ათი კაცი თავისუფლად დაეტეოდა ზედ.
There was one bed in the room, but it was big enough for ten men.
63550.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
პატარა, თითქმის ჭერთან გაჭრილი სარკმლიდან ჯერ კიდევ შემოდიოდა მკრთალი სინათლე და ამ სინათლეში გაურანდავი ფიცრის საწოლი ნეტარების კუნძულივით ლიცლიცებდა.
A little window, cut almost at ceiling level, still shed some pale light and in this light glimmered a bed of unplaned boards, like an island of bliss.
63551.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზმა ბოხჩა საწოლზე ისროლა და თვითონაც უკან მიჰყვა.
Parnaoz flung his bundle onto the bed, followed by his own body.
63552.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ბოხჩაზე თავმიდებულს, ცოტა ხანს კიდევ ესმოდა ქვედა სართულიდან ამომავალი ყაყანი.
His head on his bundle, for a short while he still could hear the racket coming up from the ground floor.
63553.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი სიჩუმემ გამოაღვიძა, სიჩუმემ და უსიამო შეგრძნებამ, თითქოს სახეზე ვირთხა გადააცოცდაო, პატარა, ხავერდოვანი ფეხებით.
Parnaoz was wakened by the silence and an unpleasant feeling, as if a rat's little velvet paws had crawled over his face.
63554.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მის გვერდით ვიღაც იწვა.
Someone was lying next to him.
63555.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„მკვდარიაო“ - რატომღაც გაიფიქრა ფარნაოზმა და თავზარდაცემული წამოჯდა.
"A corpse", Parnaoz thought for some reason and sat up in horror.
63556.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გული ხმამაღლა უცემდა, გამალებით.
His heart was pounding fast and loud.
63557.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
საწოლზე ქალი იწვა, კი არ იწვა, მართლა მკვდარივით ეგდო.
A woman was lying on the bed, more like a corpse than a person sleeping.
63558.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეგ იყო, რომ ქსუტუნებდა, კბილები დაეკრიჭა და ნახევრად ღია ქუთუთოებიდან თეთრი გუგები მოუჩანდა.
She snuffled as she breathed, her teeth were bared and the whites of her half-open eyes were visible under her eyelids.
63559.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს კარგად ახსოვდა, ცარიელი რომ იყო საწოლი, მარტო რომ იყო ოთახში, სანამ ჩაეძინებოდა.
Parnaoz was quite sure that the bed was empty and he was alone in the room before he fell asleep.
63560.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს ქალი მერე შემოსულიყო და მშვიდად, უდრტვინველად მოკალათებულიყო უცხო მამაკაცის გვერდით.
The woman must have come in later, and curled up without complaining next to a strange man.