მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63501.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მსხალს ჭიანჭველები დასეოდნენ.
Ants were attacking pear.
63502.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ახლა ძაღლსაც უნდა ჩამოევლო და ფარნაოზი მოლოდინად იქცა, მაგრამ იმ დღეს ძაღლი აღარ გამოჩენილა.
Now the dog was due to come and Parnaoz waited eagerly, but today the dog failed to appear.
63503.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„მე შევაშინეო“ - ფიქრობდა ფარნაოზი.
"I scared it off", thought Parnaoz.
63504.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მზე უკვე ჩასულიყო და ალისფერი, მიწისფერი, ბოლისფერი და შავი ღრუბლები ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ, თითქოს უმზეო ცაზე მარტო დარჩენისა ეშინოდათ.
The sun had risen and scarlet, sepia, smoky and black clouds raced after each other, as if frightened to be left alone in a sunless sky.
63505.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს ხემსი არ ჩაუდია, თუმცა შიმშილს აღარ გრძნობდა.
Parnaoz hadn't had a bite to eat, but he didn't feel hungry any more.
63506.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წყალი კი რამდენჯერმე დალია და პირიც რამდენჯერმე დაიბანა, რადგან მთელი დღე აუტანლად ცხელოდა.
He drank water several times and washed his face, too, because it was unbearably hot all day.
63507.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს იყო და ეს, რაც იმ დღიდან დაამახსოვრდა ფარნაოზს.
That was all that Parnaoz remembered of that day.
63508.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნავსადგურიდან გამოსვლა ვერც იმ ღამეს გაბედა.
That night, too, he didn't dare leave the port.
63509.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუმცა შეეძლო, ასე თუ ისე, ადამიანურად მოესვენა რომელიმე იაფფასიან სასტუმროში, ნავსადგურის გარშემო სოკოებივით რომ გამრავლებულიყვნენ.
But he could have spent the night in bearable conditions in one of the cheap inns that had been spawned around the port.
63510.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სოკოებივით ნესტისა და ობის სუნით ყარდნენ.
They had a damp mushroomy smell.
63511.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს ფული ჰქონდა, კასრებს უკან ფილაქანზე გდებას ისევ ბინძურ სასტუმროში ყოფნა ერჩია.
Parnaoz had enough money, he would have preferred being in a dirty inn to lying on paving stones behind the barrels.
63512.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თავის მისადები მაინც ექნებოდა და არც ასე გაითოშებოდა.
At least he'd have somewhere to lay his head and wouldn't be so freezing cold.
63513.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ გაუცხოების გრძნობა აკავებდა, ეს გრძნობა ნავსადგურში გამოსვლისთანავე უარესად გამძაფრდებოდა.
But the feeling of being an alien stopped him: if he left the port the feeling would become more intense.
63514.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მისი აზრით, სადაც არ უნდა შესულიყო, ყველგან ზედმეტი იქნებოდა.
In his opinion, wherever he went, he would be an outsider.
63515.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რაიმე გაუგებრობის მიზეზი გახდებოდა, მის ფულს ზედაც არ დახედავდნენ და ეტყოდნენ, შენთვის არც ადგილი გვაქვს და არც საჭმელიო.
He would be the cause of some misunderstanding, they wouldn't even look at his money, they'd tell him they had no room or food for him.
63516.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თუ არაფერს ეტყოდნენ, აგრძნობინებდნენ მაინც.
If they said nothing, would make him feel it.
63517.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მესამე დღეს შიმშილმა და დაღლილობამ თავისი გაიტანა და ისიც იძულებული გახდა, პირველსავე სასტუმროში შესულიყო.
Hunger and tiredness did their work by the third day and he was forced to enter the first inn he saw.
63518.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სასტუმროს პატრონმა, ჩია, მელოტმა და ცალ თვალზე ლიბრგადაკრულმა კაცმა, ხელში ფული რომ დაუნახა სტუმარს, ძველი ნაცნობივით შეჰღიმილა.
Chia, the innkeeper, a bald man with a single wall-eye, saw the money in his guest's hand and smiled at him like an old acquaintance.
63519.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გრძელი, დალაქავებული მაგიდის ბოლოში დასვა.
He seated him at the end of a long table covered with stains.
63520.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგიდა მართლაც გრძელი იყო, ცხენი გაჭენდებოდა ზედ.
The table was remarkably long: a horse could have galloped on it.