მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63521.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგიდის თავში სამნი ისხდნენ, ხელადით ღვინო ედგათ და კამათელს თამაშობდნენ.
Three men were sat at the head of the table, with a jug of wine before them: they were playing dice.
63522.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზის შემოსვლა არც გაუგიათ და ფარნაოზმა შვებით ამოისუნთქა, პირველმა მღელვარებამ და დაძაბულობამ გაუარა.
They didn't notice Parnaoz coming in, and he breathed a sigh of relief as his initial anxiety and tension passed.
63523.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ ახლა იმან შეაწუხა, ყველას დასანახად რომ წამოჭიმულიყო თითქმის ცარიელი მაგიდის ბოლოში.
But now he was worried that he had barged in for all to see at the end of the table.
63524.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სანამ მაგიდასთან იჯდა, ვერ მოიშორა ეს უსიამოვნო შეგრძნება, ავს რომ პირდებოდა, მაგრამ არ აყენებდა საშველს დანაპირების შესრულებას.
While he sat at the table he could not shake off his unpleasant forebodings, but they were not fulfilled.
63525.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ამოდენა ოთახში მხოლოდ კამათლების ჩხრიალი ისმოდა.
The only thing to be heard in the enormous room was the click of dice.
63526.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი ცდილობდა, არ გაეხედა მოთამაშეებისკენ, მაგრამ სიცარიელით დამფრთხალი თვალი უნებურად მაინც იქითკენ გაურბოდა.
Parnaoz tried not to look at the players, but, alarmed by the emptiness, his eye kept returning to them.
63527.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მერე კრაზანა დაინახა.
Then he saw a wasp.
63528.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
კრაზანა ოთახიდან გასასვლელს დაეძებდა და ისეთი გამეტებით ენარცხებოდა კედლებს, საკვირველი იყო, სული როგორღა ედგა.
The wasp was trying to find a way out of the room and was hitting the walls so hard that it was surprising that it was still alive.
63529.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სასტუმროს პატრონმა შემწვარი ხორცი, მოხარშული წაბლი და ღვინო მოუტანა, მაგიდა ხელის ერთ დადებაზე მოასუფთავა და ჰკითხა: სადაური ხართო.
The innkeeper brought him roast meat, boiled chestnuts and wine, wiped the table clean with one sweep of his arm and asked, "Where are you from?"
63530.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„კოლხი ვარ, ვანელიო“, - განგებ ხმამაღლა უპასუხა ფარნაოზმა და თამამად, თამამად კი არა, უტიფრად გამოხედა მოთამაშეებს.
"I'm from Colchis, from Vani", Parnaoz replied deliberately loudly, and looked boldly, or rather rudely at the players.
63531.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თითქოს სასტუმროს პატრონი იმათ გამოეგზავნათ, ერთი გაგვიგე, სადაურია ეგ კაციო.
As if they had sent the innkeeper to ask on their behalf where he was from.
63532.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სამი დღის ნაშიმშილებს, კრიჭა ისე შეჰკვროდა, ხორცის ჩაყლაპვა გაუჭირდა.
After three days without food, his throat had shrunk and he had trouble swallowing the meat.
63533.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
დიდხანს ღეჭა და აცოდვილა ლუკმა და როგორც იქნა ჩაყლაპა, უფრო სწორედ, ღვინოს ჩაატანინა.
He chewed it for some time and swallowed, or rather forced down the accursed lump as best he could.
63534.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წაბლი კი ესიამოვნა, ჯერ კიდევ თბილი იყო და პირში თავისით იფშვნებოდა.
He enjoyed the chestnuts, however: they were still warm and crumbled the moment he put them in his mouth.
63535.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მოხარშულ წაბლს ღვინოს აყოლებდა და ფიქრობდა: ახლა ის უპატრონო ძაღლი გაჩეჩქვილ მსხალს ყნოსავსო.
He washed the chestnuts down with wine, thinking, "The dog's sniffing the squashed pear now".
63536.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მისი გამოუძინარი სხეული ადვილად ნებდებოდა ღვინის მათრობელა ძალას.
His body, deprived of sleep, easily gave in to the intoxicating strength of the wine.
63537.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სასიამოვნო მოთენთილობითა და მოახლოებული ძილის ბურანით ივსებოდა, როგორც ცხელი აბაზანის შემდეგ.
It filled him with lassitude and a hazy sleepiness, as if he had just had a hot bath.
63538.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ვერც კი გაიგო, როდის გაივსო და ახმაურდა ოთახი ასე.
He couldn't understand when the room had become so crowded and noisy.
63539.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ცოტა რომ გამოერკვა, მაგიდის გარშემო ახორხოცებული ხალხი მოგროვილიყო.
All that he was aware of was that so many people had gathered round the table, laughing loudly.
63540.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
უბრალო განძრევაც კი ჭირდა, თითქოს ამოდენა ხალხი ცხელი და ოფლიანი მხრებით ერთმანეთს მისწებებიაო.
It was hard to move, as if these people's hot sweaty shoulders were stuck to each other.