მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ცურვამ გაახალისა, გუნება გაუხსნა, დაუწმინდა და გაუსუფთავა.
Swimming cheered him up, lightened his mood, clearing and cleansing it.
63582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნაპირისკენ რომ მოცურავდა, დარწმუნებული იყო, დღეიდან უკეთ წავიდოდა მისი საქმე.
When he was swimming back to shore he was sure that from today things would go better for him.
63583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნაპირზე უფრო ციოდა, ვიდრე წყალში.
It was colder on shore than in the water.
63584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ორივე ხელით ტანი მაგრად ჩამოიწურა და სწრაფად ჩაიცვა, თიხის ფირფიტაც რომ გადაიცვა კისერზე, მხოლოდ მაშინ შეამჩნია, სანდლები აღარ იყო ადგილზე.
He rubbed his body down hard with both hands and quickly got dressed: only when he hung his clay disc round his neck did he notice that his sandals were missing.
63585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეს ოთხი დღეა სანდლები არსად გაუხდია.
He hadn't taken them off for four days.
63586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წუხელაც სანდლებით ეძინა, აქამდეც სანდლებით მოვიდა, მარტო მოვიდა და აქაც არავინ დახვედრია.
He'd gone to sleep wearing his sandals, he'd come to the beach in sandals, come alone and had met nobody.
63587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სანდლები კი აღარ იყო, გამქრალიყო, გაფრენილიყო.
But the sandals weren't there, they'd vanished, flown away.
63588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„იქნებ სხვა ადგილას გავიხადეო“ - წაეტანა ამ უაზრო იმედს.
"Perhaps I took them off somewhere else", he thought, seizing on this senseless hope.
63589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მაგრამ იმედი ხელში ჩააწყდა და ისიც სივრცეში გადაქანდა, რადგან უცებ თავი წარმოიდგინა, ფეხშიშველი და უფულო, ამხელა გზაზე დამდგარი.
But his hopes shattered in his hand and vanished in space as he suddenly saw himself, bare-foot and penniless, setting off on such a journey.
63590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მწარედ გაეღიმა, გამობრძმედილ მაწანწალასავით.
He smiled bitterly, like a hardened tramp.
63591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„მაწანწალა ვარ, აბა, რა ვარო“ - გაიფიქრა და ამ ფიქრმა ისე დააფრთხო, ძაღლივით მოირბინა იქაურობა.
"I'm a tramp, what else?" he thought and it frightened him: he ran everywhere like a dog.
63592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ყველა ქვა დაყნოსა და გადააბრუნა, თუმცა თვითონვე გრძნობდა, აზრი არ ჰქონდა ძებნას.
He sniffed every stone and turned it over, although he was well aware that there was no point looking.
63593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სანდლებს ვეღარ იპოვიდა, რამდენიც არ უნდა ეძებნა.
He couldn't find his sandals anywhere, however hard he looked.
63594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ახლა იმასღა ნატრობდა, ნეტავ ვინმე გამოჩნდებოდეს, შევეკითხო მაინც, სანდლების ასე გაქრობა თუ გაგიგონიაო.
Now he longed for someone to appear so that he could ask them if they'd ever heard of sandals vanishing.
63595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გამწარებული მუხლებზე დაეცა და სილას მუშტი დაუშინა.
He fell to his knees in despair and struck the sand with his fist.
63596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნესტიანმა სილამ ცომივით დაუჭირა ხელები.
The wet sand stuck to his hands like dough.
63597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გარემო შემზარავად ჩუმი და ცარიელი იყო.
The area was horribly silent and empty.
63598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
არც აქ ჯდომას და სილის ზელვას ჰქონდა აზრი.
Sitting here and pounding the sand made no sense.
63599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
წამოხტა და ნავსადგურისკენ გაიქცა.
He leapt up and ran off to the port.
63600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ნაპირი ჩხრიალით გაეკიდა უკან.
The shore crunched as he left it.