მოიძებნა 669200 ჩანაწერი
635561.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მონტაჟისა და დემონტაჟის დროს საგამოფენო ფართზე დაშვებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ გამოფენის მომზადებაში.
During installation and de-installation, only those individuals directly involved in the preparation of the Exhibition should be admitted into the Exhibition space.
635562.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
სივრცე იმ ადგილზე, სადაც ხდება გამოფენის დროებითი შენახვა, შეფუთვისგან განთავისუფლება, ხელახლა შეფუთვა და მისი სხვაგვარად მომზადება მისი დამონტაჟების წინ და დემონტაჟის შემდეგ, დაკეტილი და დაცული უნდა იყოს მთელი დროის განმავლობაში და უნდა ხდებოდეს მისი ხელოვნური კლიმატის კონტროლი.
The area at the venue where the Exhibition is stored temporarily, unpacked, repacked, and otherwise prepared in advance of its installation and following its dismantling, must be locked and secure at all times, clean, and climate-controlled.
635563.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მეთვალყურეობა დაცვის კვალიფიცირებული თანამშრომლების მიერ, რომლებიც იქნებიან ფულადი ანაზღაურებით მომუშავე მუშაკები ან სამუზეუმო პერსონალის სხვა კვალიფიცირებული წარმომადგენლები, დამთვალიერებელთა მიღების საათებში და განსაკუთრებული ღონისძიებების დროს ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენის ადგილზე მიტანიდან მათ გატანამდე.
Surveillance by qualified security personnel, who are paid employees or other qualified museum staff during public hours and special events from the time the works of art arrive at the Venue until they depart.
635564.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
დამთვალიერებელთა მიღების საათებში ყოველ საგამოფენო გალერეაში უნდა მორიგეობდეს დაცვის მინიმუმ ერთი თანამშრომელი.
A minimum of 1 guard must be on duty in each exhibition gallery during public hours.
635565.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
საკმარისი სიდიდისა და რაოდენობის დაცული და დამძიმებული შემინული სტენდები, რომლებშიც უსაფრთხოდ მოთავსდება გამოფენაზე ექსპონირებული ყველა ნამუშევარი.
Secured and weighted exhibition cases of sufficient size and number to safely accommodate all works in the Exhibition.
635566.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია გამოფენის თითოეული კომპონენტის დასაცავად ფიზიკური კონტაქტისგან, ჭარბი შუქისგან ანდა ექსტრემალური ტემპერატურის ან ტენიანობისგან (ტემპერატურა 18-25°C ფარგლებში და ფარდობითი ტენიანობა 40-65%-ის ფარგლებში, მერყეობით არა უმეტეს 5%-ისა 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში).
Installation designed to protect each Exhibition component from physical contact, excessive light, or extremes in temperature or humidity (temperature range of 18-25°C and relative humidity in the range of 40-65% with fluctuations of no more than 5% within a 24 hour period).
635567.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
დროებით სარგებლობაში გაცემულ ექსპონატებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ ორგანიზატორის რეგისტრატორსა და დროებით სარგებლობაში გამცემის კურიერებს გამოფენის მომწყობი დაწესებულების სპეციალურად მომზადებული პროფესიული სამუზეუმო პერსონალის დახმარებით.
Loans may only be handled by the Organizer’s Registrar or Lender’s couriers with the assistance of trained professional museum personnel at the exhibiting institution.
635568.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ექსპონენტს არანაირ ვითარებაში უფლება არა აქვს, გახსნას რომელიმე საექსპოზიციო სტენდი ორგანიზატორის წარმომადგენლის გამგზავრების შემდეგ, ანდა გამოფენიდან ამოიღოს რაიმე ნივთები ორგანიზატორის წერილობითი ნებართვის გარეშე, ნებისმიერი ამოღებული საგნების შესანახად სათანადო ღონისძიებათა გატარების დადასტურების ჩათვლით.
Under no circumstances may the Exhibitor open any display case after the Organizer representative departs or remove any objects in the Exhibition without prior written authorization from the Organizer, including confirmation that appropriate storage arrangements for any removed works have been made.
635569.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
გამოფენის მომწყობი დაწესებულების მუზეუმის მცველი ან რეგისტრატორი და დროებით სარგებლობაში გამცემის კურიერი ან ორგანიზატორის წარმომადგენელი ხელს აწერენ ანგარიშს ექსპონატების მდგომარეობის შესახებ შემოტანისას და გატანისას.
A conservator or registrar from the exhibiting institution, and either the lending courier or Organizer’s representative, shall sign incoming and outgoing condition reports.
635570.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
მთელი დროის განმავლობაში, საგნების სიახლოვეში აკრძალული იქნება ჭამა, სმა და თამბაქოს მოწევა და ფართის ხალხით გადატვირთვა.
Eating, drinking, smoking and overcrowding, will not be permitted in the vicinity of the objects at any time.
635571.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
დაზღვევა/მთავრობის მიერ ზარალის ანაზღაურების გარანტია.
Insurance/Government Indemnity.
635572.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
იგულისხმება, რომ ექსპონენტი უზრუნველყოფს სადაზღვევო დაფარვას თავისი ნატიფი ხელოვნების ნიმუშების დაზღვევის პოლისის მიხედვით გამოფენაზე არსებული ყველა ნამუშევრისათვის მის შენობა-სათავსოებში მათი ყოფნისა და მომდევნო გამოფენის ადგილზე მათი ტრანსპორტირების პროცესში.
It is understood that the Exhibitor shall provide insurance coverage under its Fine Art insurance policy for all Works in the Exhibition while on its premises and during transit to the following venue.
635573.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ექსპონენტი წერილობით ადასტურებს ნამუშევრების სადაზღვევო დაფარვას იმ თანხით, რომელიც დროებით სარგებლობაში გამცემის მიერ მოყვანილია A დანართში.
The Exhibitor shall provide written evidence of insurance coverage for the Works for the amount stated by the Lender in Appendix A.
635574.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ყველა რისკის, მთელი ფართობის მომცველი დაფარვით თავისი ნატიფი ხელოვნების ნიმუშების დაზღვევის პოლისის მიხედვით, ფიზიკური დაკარგვის ან დაზიანების ყველა რისკისაგან ნებისმიერი გარეშე მიზეზის გამო ტრანსპორტირების პროცესში თუ მისი ზრუნვისა და მეურვეობის ქვეშ ყოფნის დროს ექსპონენტის საგამოფენო პერიოდის განმავლობაში, და აგრეთვე მომდევნო გამოფენის ადგილზე ტრანსპორტირების პროცესში.
With all risk, wall-to-wall coverage under its Fine Art insurance policy against all risks of physical loss or damage from any external cause while in transit or under its care and custody during the Exhibitor’s display period as well as in transit to the following venue.
635575.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
სადაზღვევო დაფარვ(ებ)ის სია, ნებისმიერი გამონაკლისების ჩათვლით, ორგანიზატორს დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს შეთანხმების ერთობლივ ხელმოწერასა და ექსპონენტთან გამოფენის გახსნას შორის.
The evidence of insurance coverage(s) including a list of any exclusions must be submitted to the Organizer for approval between the joint signing of the agreement and the opening of the Exhibition at the Exhibitor.
635576.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
დაკარგვის, დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში, ექსპონენტი, სატელეფონო შეტყობინების გზით, დაუყოვნებლივ მოახსენებს ამის შესახებ რეგისტრატორს და/ან გამოფენებისა და საზოგადოებრივი პროგრამების დირექტორს.
In the event or a loss, or damage, or deterioration, the Exhibitor shall immediately report the same, by telephone notice to the Registrar and/or Director of Exhibitions and Public Programs.
635577.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ექსპონენტი აგრეთვე დაუყოვნებლივ მოამზადებს სრულ წერილობით ანგარიშს, ფოტოგრაფიების ჩათვლით, ამავე პირთათვის წარსადგენად.
The Exhibitor shall also promptly provide a full written report, including photographs to the same such persons.
635578.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ორგანიზატორი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის დროებით სარგებლობაში გამცემს ცნობებს დაკარგვის, დაზიანების ან გაფუჭების ნებისმიერი და ყველა შემთხვევის შესახებ.
The Organizer shall immediately forward any and all events of loss, damage or deterioration to the Lender.
635579.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ექსპონენტის მიერ ნივთებს არ შეიძლება ჩაუტარდეს არანაირი შეკეთება ან სხვა ქმედებები დროებით სარგებლობაში გამცემისაგან ორგანიზატორის მეშვეობით მიღებული წერილობითი ინსტრუქციების გარეშე თუ, ექსპონენტის აზრით, ნამუშევრ(ებ)ის უსაფრთხოება არ მოითხოვს ამგვარ ქმედებას ნამუშევრ(ებ)ის შემდგომი დაზიანებისაგან დასაცავად.
No repairs or other actions may be taken on the objects by the Exhibitor, without written instructions from the Lender through the Organizer unless, in the judgment of the Exhibitor, the safety of the Work(s) makes such action imperative to protect the Work(s) from further damage.
635580.
საერთაშორისო ურთიერთობები | შეთანხმება გამოფენის დროებით სარგებლობაში გაცემის შესახებ
ამგვარი საგანგებო ვითარების შემთხვევაში, ექსპონენტი უფლებამოსილია მიიღოს ყველა გონივრული და აუცილებელი ზომა ნებისმიერი ნამუშევრ(ებ)ის დაზიანების შეწყვეტის ან მინიმიზების მიზნით.
In the event of such an emergency, the Exhibitor shall be authorized to take all steps prudent and necessary to halt or minimize damage to any Work(s).