მოიძებნა 668048 ჩანაწერი
63641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
შიმშილი კი თავისას აკეთებდა, აქეთ-იქით დაათრევდა, ბარგს აზიდვინებდა, ნავებს არეცხვინებდა, ნაგავს აყრევინებდა და აქექვინებდა კიდეც.
Hunger affected him badly, making him go to all sorts of places, carrying luggage, washing down boats, collecting rubbish and even rummaging through it.
63642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთხელ, ცოტას მორჩა, მტვირთავებმა სცემეს, მაზანდას ნუ გვიგდებო.
Once he was nearly beaten up by the dockers for undercutting their pay.
63643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთხელ ვიღაცის ეზოში შეშას აპობდა და ცულით ფეხის ცერა თითის ფრჩხილი შუაზე გაიპო.
Another time he was chopping wood in someone's yard and the axe split open the nail of his big toe.
63644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
სისხლმა უზარმაზარი გუბე დააყენა, ის კი, შეშაზე მიშხეფებულ სისხლსა წმენდდა, პატრონმა არ დაინახოსო.
He made a gigantic pool of blood, and he had to clean the blood-stained logs in case the owner saw.
63645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ერთხანს ვიღაცის მიბარებულ ღორს დაატარებდა.
Another time he was given someone's pig to graze.
63646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღორს მძიმე, ჟღრიალა ჯაჭვი ება კისერზე და თავს რომ აქნევდა, ფარნაოზს მკლავები სწყდებოდა.
The pig had a clanking chain round its neck and shook his head so hard that Parnaoz's arms were nearly torn from their sockets.
63647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ღორს პატარა, წითელი თვალები ჰქონდა და წარამარა ფეხზე ეტანებოდა საკბენად, ალბათ, ცულით დამახინჯებულ თითზე მიმპალი ძონძი იზიდავდა.
The pig had little red eyes and kept trying to bite his feet, probably drawn by the rotten rag on the toe which the axe had crippled.
63648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი გვერდზე რომ გახტებოდა, მაშინვე სიცილი იფეთქებდა ხოლმე, თუმცა თვითონ ღორის დინგის მეტს ვერაფერს ხედავდა.
When Parnaoz leapt to one side, laughter exploded all round, although all he could see was the pig's snout.
63649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მერე ფარნაოზი გაჩეჩქვილ მსხალს ეძებდა, მაგრამ იმ ადგილისთვის ვეღარ მიეგნო.
Then Parnaoz looked for windfall pears, but couldn't find any more there.
63650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
„ალბათ, ძაღლმა შეჭამაო“, - ბრაზობდა ფარნაოზი.
"I expect the dog ate them", he thought angrily.
63651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ძაღლის ვერაგობამ ყველაფერი დაავიწყა, დაცინვაცა და შიმშილიც.
The dog's treachery made him oblivious to everything else, the mockery and the hunger.
63652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მარტო ძაღლზე ფიქრობდა, ძაღლი ელანდებოდა და ყოველ ნაბიჯზე უსაფრდებოდა, ცდილობდა ახლოს მოეტყუებინა, მაგრამ ძაღლიც ფრთხილად იქცეოდა.
He thought only about the dog, he imagined it lurking there at every step, he tried to lure it close, but the dog was wary.
63653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
რამდენჯერმე მაინც მიიმწყვდია კუთხეში, მაგრამ ძაღლი უფრო ღონიერი აღმოჩნდა, სლიპინა ტანი ჰქონდა და ბუშტივით უსხლტებოდა დაუძლურებული ხელებიდან.
Several times he cornered it, but the dog turned out to be stronger, it had a slippery coat and it escaped from his weakened hands like a balloon.
63654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზი კბენდა, ახრჩობდა, ბღორტნიდა და მუხლებით აწვებოდა ნეკნებზე, მაგრამ მაინც ვერ აღწევდა საწადელს.
Parnaoz bit it, choked it, scratched it, squeezed its ribs between his knees, but failed to achieve his aim.
63655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ეგ იყო, რომ პირი ძაღლის ბალნით ევსებოდა.
All he managed was to get a mouthful of dog hair.
63656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
გვერდზე გამდგარი ძაღლი აბურძგნულ ბალანს ენით იწყნარებდა და სევდაჩამდგარი თვალებით უყურებდა აქოშინებულსა და გაწბილებულ ფარნაოზს.
The dog stood to one side, licking its ruffled hair flat, its melancholy eyes watching Parnaoz, panting and disappointed.
63657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
თითქოს ეუბნებოდა: რა ვქნა, ადამიანო, არც მე მადგას კარგი დღე, მაგრამ თავს ვერ შეგაჭმევინებო.
As if it would say, "What can I do, human being? I'm in a bad way myself, but I'm not going to let you eat me."
63658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ძაღლს აშკარად ეცოდებოდა, სახეს ულოშნიდა, ხელებს ულოღნიდა, კბენით კი, ერთხელაც არ უკბენია, თუმცა თავისუფლად შეეძლო, შეეჭამა კიდეც.
The dog was clearly sorry for him, it licked his face, it nibbled at his hands, but never actually bit although it could easily have eaten, let alone bitten him.
63659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
ფარნაოზს უარესად ასუსტებდა, უარესად აბეჩავებდა ძაღლის სულგრძელობა.
The dog's magnanimity made Prnaoz feel even weaker and more wretched.
63660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი I
მისი ბინძური ბალნით პირამოვსებული, გალახული ბავშვივით მდუღარე ცრემლით ტიროდა.
His mouth full of filthy dog hairs, he wept burning tears, like a child that has been thrashed.