მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636061.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომელ საერთაშორისო ბაზრებზე შევიდეს.
Deciding Which Markets to Enter.
636062.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სანამ საზღვარგარეთ განაგრძობს საქმიანობას, კომპანიამ უნდა განსაზღვროს საერთაშორისო მარკეტინგული მიზნები და პოლიტიკა.
Before going abroad, the company should try to define its international marketing objectives and policies.
636063.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მან უნდა გადაწყვიტოს, რა მოცულობით აწარმოოს საგარეო გაყიდვები.
It should decide what volume of foreign sales it wants.
636064.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიების უმეტესობა მცირე მასშტაბებით იწყებს, როდესაც საზღვარგარეთ გადის.
Most companies start small when they go abroad.
636065.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგიერთი თავიდანვე გეგმავს, რომ არ გაფართოვდეს, რადგან საერთაშორისო გაყიდვები მათი ბიზნესის მცირე ნაწილია.
Some plan to stay small, seeing international sales as a small part of their business.
636066.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიამ ასევე უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ქვეყანაში სურს ბიზნესის წარმოება.
The company also needs to choose in how many countries it wants to market.
636067.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიებს დაკვირვება მართებთ, რათა არასაკმარისად არ გაფართოვდნენ ან, მეორე მხრივ, საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბონ და ძალიან მალე არ მოინდომონ ბევრ ქვეყანაში საქმიანობის წარმოება.
Companies must be careful not to spread themselves too thin or expand beyond their capabilities by operating in too many countries too soon.
636068.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
შემდეგ კომპანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ტიპის ქვეყნებში შევიდეს.
Next, the company needs to decide on the types of countries to enter.
636069.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ქვეყნის მიმზიდველობა დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, გეოგრაფიულ ფაქტორებზე, შემოსავალსა და მოსახლეობაზე, პოლიტიკურ გარემოზე და სხვა ფაქტორებზე.
A country’s attractiveness depends on the product, geographical factors, income and population, political climate, and other factors.
636070.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გამყიდველმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს გარკვეული ქვეყანების ჯგუფს ან მსოფლიოს ნაწილს.
The seller may prefer certain country groups or parts of the world.
636071.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბოლო წლებში მრავალი ახალი ბაზარი წარმოიშვა, რომლებიც გვთავაზობენ როგორც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, ისე შემაშფოთებელ გამოწვევებს.
In recent years, many major new markets have emerged, offering both substantial opportunities and daunting challenges.
636072.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
შესაძლო საერთაშორისო ბაზრების ჩამოთვლის შემდეგ, კომპანიამ დაკვირვებით უნდა შეაფასოს თითოეული და ამასთან, მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.
After listing possible international markets, the company must carefully evaluate each one, and it must consider many factors.
636073.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, პროქტერ & გემბელის გადაწყვეტილება ჩინეთის კბილის პასტის ბაზარზე კრესტით შესვლის შესახებ ძალიან მარტივი საქმეა.
For example, P&G’s decision to enter the Chinese toothpaste market with its Crest is a no-brainer.
636074.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ჩინეთი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის წყალობით, მსოფლიოში კბილის პასტის უდიდესი ბაზარია.
China’s huge population makes it the world’s largest toothpaste market.
636075.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
რადგანაც ჩინეთში სოფლად მცხოვრებთა მხოლოდ 20% თუ იხეხავს კბილებს ყოველდღე, ეს ისედაც დიდი ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება.
And given that only 20 percent of China’s rural dwellers now brush daily, this already huge market can grow even larger.
636076.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პროქტერ & გემბელმა მაინც კარგად უნდა გაარკვიოს, რამდენად შეიძლება მხოლოდ ბაზრის ზომის მიხედვით გადაწყვიტოს ჩინეთში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება.
Yet P&G must still question whether market size alone is reason enough for investing heavily in China.
636077.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პროქტერ & გემბელმა უნდა დასვას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა.
P&G should ask some important questions.
636078.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
შეუძლია თუ არა კრესტს ეფექტურად აწარმოოს კონკურენცია მრავალ ადგილობრივ კონკურენტთან, კოლგეითთან და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ბრენდთან, რომელსაც მართავს უნილევერი?
Can Crest compete effectively with dozens of local competitors, Colgate, and a state-owned brand managed by Unilever?
636079.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დარჩება თუ არა ჩინეთის მთავრობა სტაბილური და მხარდამჭერი?
Will the Chinese government remain stable and supportive?
636080.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
უზრუნველყოფს თუ არა ჩინეთი საჭირო საწარმოო და დისტრიბუციის ტექნოლოგიებს?
Does China provide the needed production and distribution technologies?