მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636101.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
არაპირდაპირი ექსპორტი მოიცავს ნაკლებ ინვესტიციებს, ვინაიდან ფირმა არ საჭიროებს საზღვარგარეთის მარკეტინგულ ორგანიზაციას ან ქსელს.
Indirect exporting involves less investment because the firm does not require an overseas marketing organization or network.
636102.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი ასევე მოიცავს ნაკლებ რისკს.
It also involves less risk.
636103.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო მარკეტინგული შუამავლები შემოდიან თავიანთი ცოდნითა და მომსახურებით ურთიერთობებში და, შესაბამისად, გამყიდველიც ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
International marketing intermediaries bring know-how and services to the relationship, so the seller normally makes fewer mistakes.
636104.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საბოლოოდ გამყიდველები შესაძლოა პირდაპირი ექსპორტით დაკავდნენ და თვითონ დაიწყონ ექსპორტის მართვა.
Sellers may eventually move into direct exporting, whereby they handle their own exports.
636105.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ინვესტიციები და რისკი ამ სტრატეგიაში გარკვეულწილად ჭარბობს, მაგრამ ასევე მოსალოდნელია პოტენციური სარგებელიც.
The investment and risk are somewhat greater in this strategy, but so is the potential return.
636106.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთობლივი საწარმოს შექმნა.
Joint Venturing.
636107.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
უცხოურ ბაზარზე შესვლის მეორე მეთოდია ერთობლივი საწარმოები — უცხოურ კომპანიებთან დაკავშირება პროდუქტისა თუ მომსახურების წარმოებისა და მარკეტინგის მიზნით.
A second method of entering a foreign market is by joint venturing—joining with foreign companies to produce or market products or services.
636108.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთობლივი საწარმო ექსპორტისაგან იმით განსხვავდება, რომ კომპანია უკავშირდება ადგილობრივი ქვეყნის პარტნიორს საზღვარგარეთ გაყიდვებისა და მარკეტინგის საწარმოებლად.
Joint venturing differs from exporting in that the company joins with a host country partner to sell or market abroad.
636109.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იგი განსხვავდება პირდაპირი ინვესტირებისაგან იმით, რომ უცხო ქვეყანაში რომელიმე პარტნიორთან ერთად ყალიბდება ასოციაცია.
It differs from direct investment in that an association is formed with someone in a foreign country.
636110.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთობლივი საწარმოს ოთხი სხვადასხვა სახე არსებობს: ლიცენზირება, კონტრაქტით წარმოება, მენეჯმენტ-კონტრაქტი და ერთობლივი მფლობელობა.
There are four types of joint ventures: licensing, contract manufacturing, management contracting, and joint ownership.
636111.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ლიცენზირება მწარმოებლისათვის უმარტივესი გზაა საერთაშორისო ბაზარზე შესვლისთვის.
Licensing is a simple way for a manufacturer to enter international marketing.
636112.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს ლიცენზიის მიმღებთან უცხო ბაზარზე.
The company enters into an agreement with a licensee in the foreign market.
636113.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გარკვეული საფასურის ან სალიცენზიო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, ლიცენზიის მიმღები ყიდულობს უფლებას, გამოიყენოს კომპანიის წარმოების პროცესი, სავაჭრო ნიშანი, პატენტი, - სავაჭრო საიდუმლო ან სხვა ღირებული მახასიათებელი.
For a fee or royalty payments, the licensee buys the right to use the company’s manufacturing process, trademark, patent, trade secret, or other item of value.
636114.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამდენად, ამით კომპანია უცხო ქვეყნის ბაზარზე ნაკლები რისკით შედის.
The company thus gains entry into a foreign market at little risk.
636115.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ლიცენზიის მიმღები იღებს გამოცდილებას ან ცნობილ პროდუქტსა თუ სახელს ისე, რომ ბიზნესის ნულიდან დაწყება აღარ უწევს.
The licensee gains production expertise or a well-known product or name without having to start from scratch.
636116.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იაპონიაში ბუდვაიზერის ლუდი კირინის ლუდსახარშიდან მოედინება, ხოლო მორინგა მილქ ქომფანი აწარმოებს სანკისტის ხილის წვენს, სასმელებს და დესერტს.
In Japan, Budweiser beer flows from Kirin breweries, and Moringa Milk Company produces Sunkist fruit juice, drinks, and dessert items.
636117.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კოკა-კოლა აწარმოებს საერთაშორისო მარკეტინგს მთელი მსოფლიოს ჩამომსხმლებისათვის ლიცენზიების გაცემით და მათთვის საჭირო სიროფის მიწოდებით ამ პროდუქტის გამოსაშვებად.
Coca-Cola markets internationally by licensing bottlers around the world and supplying them with the syrup needed to produce the product.
636118.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მისი გლობალური პარტნიორები ჩამოსხმაში მოიცავს საუდის არაბეთის კოკა-კოლა ბოთლინგ ქომფანის და ევროპულ კოკა კოლა ჰელენიკს, რომელიც ასხამს და ყიდის კოკა-კოლას პროდუქციას 560 მილიონ ადამიანზე 28 ქვეყანაში, იტალიიდან და საბერძნეთიდან მოყოლებული, ნიგერიითა და რუსეთით დამთავრებული.
Its global bottling partners range from the Coca-Cola Bottling Company of Saudi Arabia to Europe-based Coca-Cola Hellenic, which bottles and markets Coca-Cola products to 560 million people in 28 countries, from Italy and Greece to Nigeria and Russia.
636119.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა ლიცენზირებას გარკვეული პოტენციური მინუსებიც გააჩნია.
Licensing has potential disadvantages, however.
636120.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ფირმა ნაკლებად აკონტროლებს ლიცენზიის მიმღებს, ვიდრე ამას მაშინ გააკეთებდა, მის მფლობელობაში რომ ყოფილიყო.
The firm has less control over the licensee than it would over its own operations.