მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636161.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიის ხარჯები უფრო ნაკლები იქნება, ვინაიდან მუშახელი ან ნედლეული იაფია, არსებობს საინვესტიციო სტიმულები მთავრობისგან და თანხა იზოგება ტრანსპორტირებაზე.
The firm may have lower costs in the form of cheaper labor or raw materials, foreign government investment incentives, and freight savings.
636162.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანიას შეუძლია შექმნას კარგი იმიჯი მასპინძელ ქვეყანაში, ვინაიდან იგი ქმნის სამუშაო ადგილებს.
The firm may improve its image in the host country because it creates jobs.
636163.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგადად, ფირმა აწარმოებს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მთავრობასთან, მომხმარებლებთან, ადგილობრივ მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან, რაც მას ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის უკეთ ადაპტირების საშუალებას აძლევს.
Generally, a firm develops a deeper relationship with the government, customers, local suppliers, and distributors, allowing it to adapt its products to the local market better.
636164.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დაბოლოს, ფირმა სრულად აკონტროლებს ინვესტიციებს და, შესაბამისად, შეუძლია საწარმოო და მარკეტინგული პოლიტიკის განვითარება, რაც მის გრძელვადიან საერთაშორისო მიზნებს ემსახურება.
Finally, the firm keeps full control over the investment and therefore can develop manufacturing and marketing policies that serve its long-term international objectives.
636165.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პირდაპირი ინვესტიციების მთავარი მინუსი არის ის, რომ კომპანია მრავალი რისკის წინაშე დგას, როგორიცაა შეზღუდული ან არაკონვერტირებადი ვალუტა, ბაზრის პოტენციალის შემცირება ან სამთავრობო ცვლილებები.
The main disadvantage of direct investment is that the firm faces many risks, such as restricted or devalued currencies, falling markets, or government changes.
636166.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ზოგიერთ შემთხვევაში ფირმას არანაირი არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს რისკები გაითვალისწინოს, თუ მასპინძელ ქვეყანაში სურს მოღვაწეობა.
In some cases, a firm has no choice but to accept these risks if it wants to operate in the host country.
636167.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გადაწყვეტილების მიღება გლობალური მარკეტინგული პროგრამის შესახებ.
Deciding on the Global Marketing Program.
636168.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
იმ კომპანიებმა, რომლებიც ერთ ან მეტ უცხოურ ბაზარზე მოღვაწეობენ, უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიებისა და პროგრამების ადაპტირება ადგილობრივ პირობებთან და თუ სურთ, რამდენად.
Companies that operate in one or more foreign markets must decide how much, if at all, to adapt their marketing strategies and programs to local conditions.
636169.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთ უკიდურეს შემთხვევაში არსებობს გლობალური კომპანიები, რომლებიც იყენებენ სტანდარტულ გლობალურ მარკეტინგს, არსებითად ერთსა და იმავე მარკეტინგული სტრატეგიის მიდგომებს და მარკეტინგულ კომპლექსს მთელ მსოფლიოში.
At one extreme are global companies that use standardized global marketing, essentially using the same marketing strategy approaches and marketing mix worldwide.
636170.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
წლების განმავლობაში სადავო საკითხს წარმოადგენდა ის, რა უნდა მომხდარიყო – მარკეტინგული სტრატეგიისა და პროგრამის ადაპტირება თუ სტანდარტიზაცია.
The question of whether to adapt or standardize the marketing strategy and program has been much debated over the years.
636171.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთი მხრივ, ზოგიერთი გლობალური მარკეტოლოგი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით მსოფლიო თითქოს „დაპატარავდა“ და მომხმარებლების საჭიროებები მთელ მსოფლიოში ერთმანეთს ჰგავს.
On the one hand, some global marketers believe that technology is making the world a smaller place, and consumer needs around the world are becoming more similar.
636172.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს გლობალურ ბრენდებს და სტანდარტულ გლობალურ მარკეტინგს უკაფავს გზას.
This paves the way for “global brands” and standardized global marketing.
636173.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური ბრენდინგი და სტანდარტიზაცია, ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, თავის მხრივ, გადაიზრდება უფრო ბრენდის გაძლიერებასა და მცირე ხარჯებში.
Global branding and standardization, in turn, result in greater brand power and reduced costs from economies of scale.
636174.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მეორე მხრივ, მარკეტინგის ცნება იმას გულისხმობს, რომ მარკეტინგული პროგრამები უფრო მეტად ეფექტური იქნება, თუ ისინი დაუკავშირდება და მოერგება თითოეული სამიზნე ჯგუფის უნიკალურ საჭიროებებს.
On the other hand, the marketing concept holds that marketing programs will be more effective if tailored to the unique needs of each targeted customer group.
636175.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს ცნება ქვეყნის შიგნითაც და, მით უმეტეს, საერთაშორისო მასშტაბით უნდა მოქმედებდეს.
If this concept applies within a country, it should apply even more across international markets.
636176.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალური დაახლოების მიუხედავად, მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყანაში მაინც აქვთ საკმაოდ განსხვავებული კულტურული ფონი.
Despite global convergence, consumers in different countries still have widely varied cultural backgrounds.
636177.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მათი საჭიროებები და მოთხოვნილებები, ხარჯვის სტილი, უპირატესობების მინიჭება სხვადასხვა პროდუქტისათვის და ყიდვის მოდელები საკმაოდ განსხვავებულია.
They still differ significantly in their needs and wants, spending power, product preferences, and shopping patterns.
636178.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ვინაიდან ამ განსხვავებების შეცვლა რთულია, მარკეტოლოგთა უმეტესობა პროდუქციის, ფასების, განაწილებისა და სტიმულირების ადაპტირებას ახდენს, რომ თითოეულ ქვეყანაში დააკმაყოფილოს მომხმარებელთა სურვილები.
Because these differences are hard to change, most marketers today adapt their products, prices, channels, and promotions to fit consumer desires in each country.
636179.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუმცა გლობალური სტანდარტიზაცია სულაც არ არის „ყველაფერი ან არაფერი“-ს თეზისი.
However, global standardization is "not an all-or-nothing" proposition.
636180.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო მარკეტოლოგთა უმეტესობა გვთავაზობს იმ აზრს, რომ კომპანიები უნდა „აზროვნებდნენ გლობალურად, მაგრამ მოქმედებდნენ ლოკალურად“ — მათ უნდა აწარმოონ ბალანსი სტანდარტიზაციასა და ადაპტირებას შორის.
Most international marketers suggest that companies should “think globally but act locally”—that they should seek a balance between standardization and adaptation.