მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636141.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
არის შემთხვევები, როდესაც ფირმას აკლია ფინანსური, ფიზიკური თუ მართვის რესურსები, რომ მარტომ აწარმოოს საქმიანობა.
The firm may lack the financial, physical, or managerial resources to undertake the venture alone.
636142.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასევე, უცხო ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა მას მოსთხოვოს ერთობლივი მფლობელობა ქვეყანაში საქმიანობის დაწყების წინაპირობად.
Or a foreign government may require joint ownership as a condition for entry.
636143.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კომპანია ბესთ ბაიმ ახლახან ბრიტანეთის ქარფოუნ ვეარჰაუზთან ერთად დააარსა საწარმო 50/50-ზე შეთანხმებით, ასე გაიხსნა ბესთ ბაის პირველი ევროპული ფილიალი დიდ ბრიტანეთში.
Best Buy recently formed a 50/50 joint venture with UK-based Carphone Warehouse to open its first European Best Buy stores, starting in Britain.
636144.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბესთ ბაის ახალი მაღაზია დიდ ბრიტანეთში ზუსტად ჰგავს მის ამერიკულ პროტოტიპს, ხალიჩები და დეტალებიც კი აშშ-იდან შემოიტანეს.
A new Best Buy store in Britain is exactly like its American counterpart, even the carpets and the fittings have been imported from the United States.
636145.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგრამ მენეჯმენტი და ზედა რგოლის მუშაკები დიდი ბრიტანეთიდან არიან.
But the management team and senior employees are from the United Kingdom.
636146.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბესთ ბაის საცალო ვაჭრობის სტილის შესასწავლად ადგილობრივ თანამშრომლებს 9-კვირიანი გადასამზადებელი კურსის გავლის საშუალება ეძლევათ აშშ-ში, ბესთ ბაის ბლუ შირთ აკადემიაში.
To learn the Best Buy way of retailing, the locals receive nine weeks of training at Best Buy’s “Blue Shirt Academy” in the United States.
636147.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ბესთ ბაი სანაძლეოს დებს, რომ მისი სუპერ-მაღაზიის უკვე კარგად ნაცადი ცნებისა და ქარფოუნის ადგილობრივი ბაზრის ზედმიწევნით ცნობა ამ ცნობილ ამერიკულ კომპანიას გამოარჩევს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც ძირითადად ფასს უწევენ ანგარიშს.
Best Buy is betting that this combination of its proven superstore concept with Carphone’s local market savvy will differentiate Best Buy from the largely price-driven UK competition.
636148.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ სხვა ცალობით მოვაჭრე ქსელები, როგორიცაა ვოლმარტი, გარკვეულ სირთულეებს განიცდიან დიდ ბრიტანეთში, ბესთბაის ქარფოუნთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება დაეხმარება.
Whereas other U.S. retail chains, such as Walmart, have struggled in the United Kingdom, partnering with Carphone will help.
636149.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
„ბესთ ბაის ევროპაში წარმატების უკეთესი შანსი აქვს, თუ ქარფოუნს დაუკავშირდება, ვიდრე მარტო წამოიწყებს მაღაზიების გახსნას, – აცხადებს ერთ-ერთი საცალო ვაჭრობის ანალიტიკოსი.
“Best Buy has a much better chance of being successful in Europe by partnering with Carphone than it would opening stores there all by itself,” says a retailing analyst.
636150.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
"ისეთი მართვის გუნდის ყოლა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროპაში გამოცდილება და კავშირები, დიდი და უზარმაზარი პლუსია“.
“Having a management team that already has experience and connections in Europe is a huge, huge benefit”.
636151.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთობლივ მფლობელობას გარკვეული მინუსებიც გააჩნია.
Joint ownership has certain drawbacks, however.
636152.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პარტნიორებს შესაძლოა უთანხმოება შეექმნათ ინვესტიციებთან, მარკეტინგსა თუ ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
The partners may disagree over investment, marketing, or other policies.
636153.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ აშშ-ის მრავალ ფირმას მოსწონს შემოსავლების კვლავ ინვესტირება მომავალი ზრდისათვის, ადგილობრივ ფირმებს სურთ ამ შემოსავლების გატანა დივიდენდების სახით.
Whereas many U.S. firms like to reinvest earnings for growth, local firms often prefer to take out these earnings;
636154.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ აშშ-ის ფირმები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მარკეტინგის როლს, ადგილობრივი ინვესტორები მხოლოდ გაყიდვებზე ამყარებენ იმედებს.
Whereas U.S. firms emphasize the role of marketing, local investors may rely on selling.
636155.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პირდაპირი ინვესტიციები.
Direct Investment.
636156.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
უცხოურ ბაზარზე ყველაზე დიდი ჩართულობა პირდაპირი ინვესტიციების შედეგია - როდესაც ხდება უცხო ქვეყანაში საწარმოო პროცესების განვითარება და შესაბამისი პროდუქციის შექმნა.
The biggest involvement in a foreign market comes through direct investment—the development of foreign-based assembly or manufacturing facilities.
636157.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ეიჩ-პიმ განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები რამდენიმე ძირითად ბაზარზე საზღვარგარეთ, ინდოეთის ჩათვლით.
For example, HP has made direct investments in several major markets abroad, including India.
636158.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მან გახსნა ორი საწარმო, რომლებიც პერსონალურ კომპიუტერებს აწარმოებენ ინდოეთის ბაზრისათვის, ასევე გახსნა საცალო ვაჭრობის პუნქტები ინდოეთის 150 ქალაქში.
It has opened two factories that make PCs for the Indian market, along with HP-owned retail outlets in 150 Indian cities.
636159.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასეთი აქტივობის წყალობით, ეიჩ-პი ინდოეთში ბაზრის ლიდერია და ამჟამად ინდოეთის ბაზრის 16%-ზე მეტს აკონტროლებს.
Thanks to such commitments, HP is a market leader in India and now controls more than 16 percent of the market in India.
636160.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
თუ კომპანიამ ექსპორტში მიიღო გამოცდილება და დაინახა, რომ ეს ბაზარი საკმარისად დიდია, პირდაპირ ინვესტირებას მრავალი უპირატესობა აქვს.
If a company has gained experience in exporting and if the foreign market is large enough, foreign production facilities offer many advantages.