მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636261.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მან საქარხნო ფასს უნდა დაუმატოს ტრანსპორტირებისა და ტარიფების ხარჯი, იმპორტის ზღვარი, ბითუმად და ცალობით მოვაჭრეთა ფასნამატი.
It must add the cost of transportation, tariffs, importer margin, wholesaler margin, and retailer margin to its factory price.
636262.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
დამატებითი ხარჯებიდან გამომდინარე, იგივე მოგება რომ მოუტანოს, პროდუქტი სხვა ქვეყანაში ორიდან ხუთჯერ მეტ ფასად უნდა გაიყიდოს.
Depending on these added costs, the product may have to sell for two to five times as much in another country to make the same profit.
636263.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამ პრობლემის დასაძლევად, როდესაც განვითარებად ქვეყნებში პროდუქცია ნაკლებად მდიდარ მომხმარებლებზე იყიდება, მრავალი კომპანია ქმნის შედარებით მარტივ ან პატარა ვერსიას, რომელიც შესაძლოა უფრო დაბალ ფასად გაიყიდოს.
To overcome this problem when selling to less-affluent consumers in developing countries, many companies make simpler or smaller versions of their products that can be sold at lower prices.
636264.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ჩინეთსა და სხვა მზარდ ბაზრებზე დელი ყიდის ვოსტროს გამარტივებულ პერსონალურ კომპიუტერს 399 აშშ დოლარად, ხოლო უნილევერი და პროქტერ & გემბელი ყველანაირ სამომხმარებლო საქონელს სთავაზობენ მომხმარებელს — შამპუნიდან დაწყებული, კბილის პასტით დამთავრებული, ნაკლებად ხარჯიანი ფორმულირებით და მცირე შეფუთვით, შედარებით მისაღებ ფასად.
For example, in China and other emerging markets, Dell sells its simplified Vostro PC for $399, and Unilever and P&G sell consumer goods—everything from shampoo to toothpaste—in less costly formulations and smaller packages at more affordable prices.
636265.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
კიდევ ერთი პრობლემაა ფასების დაწესება საქონელზე, რომელსაც კომპანია უცხოურ ფილიალებში აგზავნის.
Another problem involves setting a price for goods that a company ships to its foreign subsidiaries.
636266.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ხოლო თუ ძალიან პატარა ფასს ადებს, მას შესაძლოა ბრალი დასდონ საქონლის იაფად გაყიდვაში.
If the company charges its subsidiary too little, it can be charged with dumping.
636267.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, აშშ ჩინურ პროდუქციაზე – საბურავებიდან დაწყებული, ქათმის ხორცით დამთავრებული — რომელსაც არარეალური ფასები ადევს, გადასახადებს სერიოზულად ზრდის.
For example, the United States has been slapping duties on a growing list of Chinese products—from tires to chickens—found to be unfairly priced.
636268.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ერთ-ერთი ასეთი პროდუქტის ტიპია გაზისა და ნავთობის ჭაბურღილებში გამოყენებული მილები.
One such product is pipes used in oil and gas wells.
636269.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
შესაძლოა დიდად მომხიბვლელად არ ისმის, მაგრამ ეს 11-მილიარდდოლარიანი ბაზარია, რომელშიც ჩინურ იმპორტს 10% უკავია.
It might not sound glamorous, but it’s an $11 billion market, with Chinese imports accounting for about 10 percent.
636270.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როდესაც ამერიკული კომპანიების ჯგუფმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ჩინური კომპანიები ამ საქონელს საბაზროზე დაბალ ფასად ყიდიან, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი დათანხმდა და დააწესა 99%-იანი გადასახადები ჩინეთიდან მილების იმპორტზე.
When a group of American companies complained that Chinese firms were pricing these goods below market value, the U.S. Commerce Department agreed and imposed duties as high as 99 percent on oil field pipe imports from China.
636271.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ყოველთვის აკვირდებიან დემპინგის დროს წარმოქმნილ დარღვევებს და ხშირად კომპანიებს აიძულებენ, იმავე ან მსგავს პროდუქციას სხვა კონკურენტების მაგვარი ფასები დაადონ.
Various governments are always watching for dumping abuses, and they often force companies to set the price charged by other competitors for the same or similar products.
636272.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
გლობალურ ფასწარმოქმნაზე ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა და ტექნოლოგიურმა ძალებმა შესაბამისი გავლენა მოახდინეს.
Recent economic and technological forces have had an impact on global pricing.
636273.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, ინტერნეტი გლობალურ ფასთა განსხვავებებს უფრო აშკარას ხდის.
For example, the Internet is making global price differences more obvious.
636274.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როდესაც კომპანიები თავიანთ პროდუქციას ინტერნეტით ყიდიან, მომხმარებლებს შეუძლიათ დააკვირდნენ, რა ფასად იყიდება ესა თუ ის პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში.
When firms sell their wares over the Internet, customers can see how much products sell in different countries.
636275.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მათ კონკრეტული პროდუქტის შეკვეთა შეუძლიათ პირდაპირ კომპანიიდანაც ან დილერის მეშვეობით, რომელიც ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს მას.
They can even order a given product directly from the company location or dealer offering the lowest price.
636276.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს კომპანიებს აიძულებს, საერთაშორისო ფასწარმოქმნა უფრო სტანდარტული გახადონ.
This is forcing companies toward more standardized international pricing.
636277.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სადისტრიბუციო არხები.
Distribution Channels.
636278.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საერთაშორისო კომპანიამ პროდუქციის საბოლოო მომხმარებლისათვის დისტრიბუციის პრობლემას მთლიანი არხის გადასახედიდან უნდა შეხედოს.
An international company must take a whole-channel view of the problem of distributing products to final consumers.
636279.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სურათზე 19.4 მოცემულია ორი მთავარი კავშირი გამყიდველსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის.
Figure 19.4 shows the two major links between the seller and the final buyer.
636280.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პირველი კავშირი — სადისტრიბუციო არხები ქვეყნებს შორის –– კომპანიის პროდუქციას წარმოების პუნქტებიდან იმ ქვეყნების საზღვრებამდე აგზავნის, სადაც ისინი იყიდება.
The first link, channels between nations, moves company products from points of production to the borders of countries within which they are sold.