მოიძებნა 669201 ჩანაწერი
636281.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მეორე კავშირი – არხები ქვეყნებს შიგნით – პროდუქცია მათი ბაზრის საბაზრო წერტილებიდან საბოლოო მომხმარებლებამდე მიაქვს.
The second link, channels within nations, moves products from their market entry points to the final consumers.
636282.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
არხის საერთო გადასახედიდან მხედველობაში მიიღება მთლიანი გლობალური მომარაგების ჯაჭვი და მარკეტინგული არხი.
The whole-channel view takes into account the entire global supply chain and marketing channel.
636283.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამის გათვალისწინებით, იმისათვის რომ კარგი კონკურენცია საერთო მასშტაბით განხორციელდეს, კომპანიამ ეფექტურად უნდა შექმნას და მართოს მთლიანი გლობალური ფასეულობის მიწოდების ქსელი.
It recognizes that to compete well internationally, the company must effectively design and manage an entire global value delivery network.
636284.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სხვადასხვა ქვეყნის სადისტრიბუციო არხები განსხვავებულია ქვეყნების შიგნით.
Channels of distribution within countries vary greatly from nation to nation.
636285.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
საკმაოდ დიდია სხვაობა თითოეული ქვეყნის ბაზრის მომსახურე შუამავლების რაოდენობასა და ტიპებს შორის, ისევე, როგორც ამ შუამავლების მომსახურე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებს შორის.
There are large differences in the numbers and types of intermediaries serving each country's market and in the transportation infrastructure serving these intermediaries.
636286.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, თუ აშშ-ში დომინირებენ დიდი საცალო ვაჭრობის ქსელები, ცალობით ვაჭრობის უმეტესი ნაწილი სხვა ქვეყნებში მცირე და მრავალი დამოუკიდებელი ცალობით მოვაჭრის მიერ ხორციელდება.
For example, whereas large-scale retail chains dominate the U.S. scene, most of the retailing in other countries is done by small, independent retailers.
636287.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ინდოეთში, მილიონობით ცალობით მოვაჭრე ფლობს პატარა მაღაზიას ან ყიდის პროდუქციას ღია ბაზრებზე.
In India, millions of retailers operate tiny shops or sell in open markets.
636288.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ამდენად, ხელმისაწვდომი ტელეფონების ინდოელი მომხმარებლებისათვის მისაყიდად ნოკიას საკუთარი სადისტრიბუციო სტრუქტურის შექმნა მოუხდა.
Thus, in its efforts to sell those rugged, affordable phones discussed earlier to Indian consumers, Nokia has had to forge its own distribution structure.
636289.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ინდოეთში ნოკია მობილური ტელეფონებით ვაჭრობის საცალო პუნქტების 90%-ში იყიდება.
In India, Nokia has a presence in almost 90 percent of retail outlets selling mobile phones.
636290.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
სავარაუდოდ, ინდოეთში ტელეფონების გაყიდვის 90 000 საცალო პუნქტია თანამედროვე მაღაზიებიდან დაწყებული, მოძრავი ჯიხურებით დამთავრებული.
It estimates there are 90,000 points-of-sale for its phones, ranging from modern stores to makeshift kiosks.
636291.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ეს ართულებს კონტროლს, როგორ ხდება პროდუქციის მომხმარებლებისათვის წარდგენა და მიწოდება.
That makes it difficult to control how products are displayed and pitched to consumers.
636292.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
„თქვენ უნდა გესმოდეთ, სად ცხოვრობენ ადამიანები, როგორ ურჩევნიათ საყიდლებზე სიარული," – აცხადებს ნოკიას აღმასრულებელი დირექტორი.
“You have to understand where people live, what the shopping patterns are,” says a Nokia executive.
636293.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
"იმისათვის რომ ადამიანებს მისწვდე, საჭიროა იმუშაო ადგილობრივი ტრანსპორტით — ზოგჯერ ველოსიპედითა და რიქშითაც კი“.
“You have to work with local means to reach people—even bicycles or rickshaws”.
636294.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ინდოეთის სოფლის სეგმენტის მისაღწევად ნოკიამ შექმნა საკუთარი მკაფიო ლურჯი ფერის ფურგონების ფლოტი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით დადიან.
To reach rural India, Nokia has outfitted its own fleet of distinctive blue Nokiabranded vans that prowl the rutted country roads.
636295.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მუშაკები ამ ბორბლებზე მოთავსებულ რეკლამებს აყენებენ სოფლებში, როგორც წესი, ბაზრის ან საფესტივალო დღეებში.
Staffers park these advertisements on wheels in villages, often on market or festival days.
636296.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
როდესაც საზოგადოება გარს შემოეხვევა, კომპანიის წარმომადგენლები მათ უხსნიან, როგორ მუშაობს ტელეფონები და როგორ შეიძლება მათი შესყიდვა.
There, with crowds clustering around, Nokia reps explain the basics of how the phones work and how to buy them.
636297.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ნოკია დისტრიბუციას მინიავტობუსებითაც ახორციელებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მოშორებულ ადგილებში მისვლა.
Nokia has extended the concept to minivans, which can reach even more remote places.
636298.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
პროდუქტის განვითარებისა და ინოვაციური არხების წყალობით, ნოკია ინდოეთის მობილურების ბაზრის 50%-ს ფლობს.
Thanks to product development and innovative channels, Nokia now owns an astounding 50 percent share of India’s mobile device market.
636299.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
ასევე, კოკა-კოლაც სადისტრიბუციო მეთოდების ადაპტირებას ახდენს გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივ გამოწვევების დასაკმაყოფილებლად.
Similarly, Coca-Cola adapts its distribution methods to meet local challenges in global markets.
636300.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 19. გლობალური ბაზარი
მაგალითად, მონტევიდეოში, ურუგვაი, სადაც გზაზე გადატვირთული მოძრაობაა და პრობლემაა მანქანის დაყენება, კოკა-კოლამ შეისყიდა 30 პატარა, ეკონომიური, სამბორბლიანი ზაპის ალტერნატიული სატრანსპორტო ტვირთმზიდები.
For example, in Montevideo, Uruguay, where larger vehicles are challenged by traffic, parking, and pollution difficulties, Coca-Cola purchased 30 small, efficient three-wheeled ZAP alternative transportation trucks.